საქონლის დაბრუნება მომწოდებელზე (კორექტ) მსგავსია ოპერაციისა საქონლის დაბრუნება მომწოდებელზე, განსხვავდება იმით, რომ ცხრილში გამოდის იმ საქონლის სია, რომელიც იმ დროისთვის ნაშთად გიჩანთ კრედიტში არჩეულ საწყობის ანალიზურ ანგარიშზე და არა მხოლოდ არჩეული მომწოდებლისაგან მიღებული საქონელი, როგორც ჩვეულებრივი დაბრუნების ოპერაციის შემთხვევაში.

ამასთან ფასების სვეტი რედაქტირებადია და იმ შემთხვევაში, თუ შეძენილისგან განსხვავებულ ფასად უბრუნებთ მომწოდებელს პროდუქციას, შეგიძლიათ მიუთითოთ სასურველი ფასი. გარდა ფასისა, რედაქტირებადია დღგ-ს, ფასდაკლების პროცენტის და ჯამური თანხის სვეტებიც.

Created with the Personal Edition of HelpNDoc: iPhone web sites made easy