საქონლის დაბრუნება მომწოდებელზე არის სასაქონლო ოპერაციის ტიპი, რომელიც გამოიყენება საქონლის მომწოდებლისთვის უკან დაბრუნების ოპერაციის გასატარებლად, რაც თავის მხრივ, შეიძლება გამოწვეული იყოს მომწოდებლისგან წუნდებული საქონლის მიღებით. ასევე გარკვეული პერიოდის შემდეგ მისთვის ვადაგასული პროდუქციის დაბრუნებით და ა.შ.

საბუთის ამორჩევის შემდეგ ეკრანზე გამოდის შემდეგი სახის ფანჯარა:

ფანჯარაში გვხვდება მუდმივი გრაფები, როგორიცაა: ოპერაციის კოდი, თარიღი, ვალუტა და ..

დებეტში უთითებთ იმ მომწოდებლის ანალიზურ ანგარიშს, რომლისგანაც შეიძინეთ საქონელი და უკან უბრუნებთ მათ.

კრედიტში უთითებთ იმ საწყობის ანალიზურ ანგარიშს, საიდანაც აბრუნებთ საქონელს.

საწყობის არჩევის შემდეგ ფანჯარაში ქვედა ცხრილში გამოდის იმ საქონლის სია, რომელიც აქამდე მიგიღიათ დებეტში არჩეული მომწოდებლისგან. ცხრილში ჩანს დეტალური ინფორმაცია საქონლის შესახებ. კონკრეტული საქონლის მოსაძებნად გამოიყენეთ ცხრილის ფილტრები.  აქვე ჩანს საქონლის ნაშთი, რომელიც შეიძლება შეგხვდეთ რამდენიმე ხაზად ანუ პარტიებად, შეძენის თარიღების მიხედვით.

ფასების სვეტში ამოდის შესაბამისი შეძენის საბუთით მიღებული საქონლის მიხედვით მიღების ფასები.  

ცხრილში არსებული ყვითელი სვეტები რედაქტირებადია, შესაბამისად გასავლის სვეტში სასურველ საქონელს უთითებთ ჩამოსაწერ რაოდენობას.

შენახვის შემდეგ ზედა მარჯვენა კუთხეში გატარდება სამხაზიანი გატარება და ფანჯარაში გაჩნდება ბეჭდვის ღილაკი, რისი საშუალებითაც შეძლებთ რეალიზაციის დამადასტურებელი საბუთის ამობეჭდვას.

ფანჯარაში ასევე არის დამატებითი ღილაკები:

გატარებული საბუთის დამატების შემდეგ შეგიძლიათ მისი:  რედაქტირება, კოპირება, ბლოკირება და წაშლა  საბუთებისა და პირადი ბარათის ფორმაში.


საბუთის რედაქტირებისას საქონლის დასამატებლად გამოიყენეთ დამატების ღილაკი, რის შემდეგაც ქვედა ცხრილში დაემატება საქონლის სია.


Created with the Personal Edition of HelpNDoc: Free PDF documentation generator