პროგრამაში მუშაობის დასაწყებად აუცილებელია ავტორიზაციის გავლა, რაც გულისხმობს მომხმარებლის და პაროლის შეყვანას და პროგრამაში შესვლას.

თუ უკვე ხართ პროგრამის რეგისტრირებული მომხმარებელი, ავტორიზაციის ფორმაში შეიყვანეთ მომხმარებელი და პაროლი და დააჭირეთ ღილაკს  „შესვლა“ ან კლავიატურაზე Enter ღილაკს.

მოსანიშნი ღილაკი „დამახსოვრება“ გამოიყენება ვებ-ბრაუზერში მომხმარებლის ავტორიზაციის დამახსოვრებისთვის. თუ შესვლის დროს ჩართავთ ღილაკს, მაშინ თქვენი მომხმარებელი სისტემაში შესული იქნება მანამ, სანამ არ გამოიყენებთ  ღილაკს - "გასვლა".

ავტორიზაციის გავლის შემდეგ გამოჩნდება მთავარი გვერდი და პროგრამის მენიუ.


       


Created with the Personal Edition of HelpNDoc: Free EPub producer