ხელფასის გაცემა და გადასახადების დაკავება არის ბუღალტრული ოპერაციის ერთ-ერთი ტიპი, რომლის დანიშნულებაა ხელფასის გაცემისა და გადასახადების დაკავების გატარება ბუღალტერიაში. ოპერაცია არის თანხობრივი ბუღალტრული გატარება, რომელიც ერთდროულად ოთხ ერთხაზიან მემორიალურ საბუთს ატარებს და ძირითადად ხელფასის უწყისებში გამოიყენება გაცემის უწყისის ბუღალტერიაში ასახვის დროს. ამიტომ იგი მულტიმემორიალური ტიპის ავტომატური ოპერაციის ტიპს მიეკუთვნება :

  1. ხელფასის გაცემა;
  2. საშემოსავლო გადასახადის დაკავება;
  3. საპენსიო ფონდი პირად ხარჯზე;
  4. საპენსიო ფონდი კომპანიის ხარჯზე.

  • ოპერაცია - მითითებულია ოპერაციის კოდი;
  • თარიღი - ოპერაციის განხორციელების თარიღი;
  • ვალუტა  - ავტომატურად მითითებულია ეროვნული ვალუტა, რომელიც შეგიძლიათ შეცვალოთ;
  • შიდა № - იწერება საბუთის შიდა ნომერი. იმ შემთხვევაში, თუ აღნიშნულ გრაფას არ შეავსებთ, შენახვის შემდეგ პროგრამა მას ავტომატურად მიანიჭებს ნომერს. ასევე ავტომატურად მიენიჭება ნომერი საბუთის ხელფასის უწყისების ფორმიდან გატარებით;
  • გარე № - იწერება ბუღალტრული ოპერაციის დამადასტურებელი დოკუმენტის ნომერი. სურვილის შემთხვევაში შეგიძლიათ შეავსოთ სხვა ინფორმაციაც;
  • თეგი (მონიშვნა, კუთვნილება) - გულისხმობს საბუთის მიკუთვნებას ერთ ან რამდენიმე პროექტზე ერთდროულად. იგი გამოიყენება გატარებული საბუთების მიხედვით სხვადასხვა ანალიზის გასაკეთებლად. ახალი თეგის დამატება შეგიძლიათ ცნობარების მოდულის სხვადასხვა ცნობარების ფორმიდან;
  • შენიშვნა - გრაფაში შეგიძლიათ ჩაწეროთ ნებისმიერი თქვენთვის სასურველი ტექსტი, აღწერა, მინიშნება;
  • ავტო-გასვლა - იმ შემთხვევაში, თუ ეს ალამი მონიშნულია, საბუთის მონაცემების შევსების შემდეგ, შენახვის ღილაკზე დაჭერით საბუთის დამატების ფანჯარა ავტომატურად დაიხურება. ხოლო ამ ალმის გამორთვის შემთხვევაში, შენახვის ღილაკზე დაჭერით გატარებულ საბუთებში დაემატება ახალი ჩანაწერი, მაგრამ დამატების ფანჯარა არ დაიხურება და შესაძლებლობა გექნებათ პირდაპირ შეავსოთ ახალი საბუთის მონაცემები და შეინახოთ;
  • პროექტი - გრაფა განკუთვნილია დაუსრულებელი საბუთების იდენტიფიცირებისთვის. მაგალითად, ალამი შეგიძლიათ მონიშნოთ ისეთ საბუთებში, რომლის დამუშავებაც ჯერ არ დაგისრულებიათ, ან რამე დეტალია მის შესახებ გასარკვევი;

-  ღილაკით ხდება ფორმაში საბუთების დამატება. ბრძანების გამოძახებით გამოდის შემდეგი სახის ფანჯარა:

  • ტიპი - ჩამოსაშლელი ღილაკით ირჩევთ გატარების ტიპს, თუ რომელი ხაზი გსურთ გაატაროთ. (ხელფასის გაცემა, საშემოსავლოს დაკავება, საპენსიო ფონდი პირად ხარჯზე, საპენსიო ფონდი კომპანიის ხარჯზე.)

  • დებეტი - ჩამოსაშლელი ღილაკით ირჩევთ შესაბამის ანალიზურ ანგარიშს, რომელიც დამატებულია ანგარიშების ცნობარში და რომელზეც გაქვთ უფლება ადმინისტრირების მოდულიდან. ანგარიშის ამორჩევის დროს შეგიძლიათ გამოიყენოთ ცხრილის ფილტრები; ხელფასის გაცემის, საშემოსავლოს დაკავების, საპენსიო ფონდი პირად ხარჯზე არჩევის შემთხვევაში ირჩევთ შესაბამისს გადასახდელი ხელფასის ანგარიშს, ხოლო საპენსიო ფონდი კომპანიის ხარჯზე არჩევის შემთხვევაში - შესაბამისს ხარჯის ანგარიში.
  • კრედიტი - ირჩევთ გატარებიდან გამომდინარე შესაბამის ანალიზურ ანგარიშს, როგორებიცაა საშემოსავლო და საპენსიო.

ხელფასის გაცემის შემთხვევაში ირჩევთ იმ ანგარიშს, რომლიდანაც იხდით ხელფასს. საშემოსავლოს დაკავების არჩევის შემთხვევაში ირჩევთ შესაბამისს გადასახდელი ხელფასის ანგარიშს, ხოლო საპენსიო ფონდი პირად ხარჯზე და საპენსიო ფონდი კომპანიის ხარჯზე არჩევის შემთხვევაში - ვალდებულების ანგარიშს.

  • (ლ) - იწერება ბუღალტრული ოპერაციის თანხა ეროვნულ ვალუტაში.
  • (პ) - კონკრეტული კურსის მიხედვით პირობითად შესაძლებელია ლარში მითითებული თანხის დანახვა.
  • შინაარსი - გრაფაში ავტომატურად იწერება ბუღალტრული ოპერაციის დასახელება. სურვილის შემთხვევაში შეგიძლიათ ჩაწეროთ ოპერაციის უფრო კონკრეტული აღწერა;

 - ღილაკით  შესაძლებელია მიუთითოთ კონკრეტული ტიპის თანხა, რის მიხედვითაც პროგრამა ავტომატურად გადაანაწილებს თანხებს გატარებულ ხაზებზე

ბრძანების გამოძახებით ეკრანზე გამოვა შემდეგი სახის ფანჯარა:

   

  1.  „სულ თანხის“ არჩევის შემთხვევაში ეთითება დარიცხული ხელფასი;
  2. „ხელფასის გაცემა“ - ხელზე ასაღები თანხა;
  3. „საშემოსავლოს დაკავება“ - დაკავებული საშემოსავლო გადასახადი;
  4. „საპენსიო ფონდი პირად ხარჯზე“ - დარიცხული საპენსიო გადასახადი პირად ხარჯზე;
  5. „საპენსიო ფონდი კომპანიის ხარჯზე“ - დარიცხული საპენსიო გადასახადი კომპანიის ხარჯზე.

მაგალითად, თუ გამოსულ ფანჯარაში მიუთითებთ დარიცხულ ხელფასს (ტიპში-სულ თანხა),

შენახვის შემდეგ თანმიმდევრობით გამოდის დამატების ფანჯარა, სადაც ეთითება გატარების შესაბამისი ანალიზური ანგარიშები.

შენახვის ღილაკზე დაჭერით გამოდის მეორე გატარება (საშემოსავლოს დაკავება).

შემდეგ საპენსიო გადასახადი პირად ხარჯზე და ბოლოს საპენსიო გადასახადი კომპანიის  ხარჯზე.


დამატების შემდეგ გატარებული საბუთები ჩაემატება ფორმაში:

-    ღილაკით შესაძლებელია დამატებული ჩანაწერების რედაქტირება. ნებისმიერი გრაფის შეცვლა შეგიძლიათ გარდა ტიპისა.

-   სურვილის შემთხვევაში შესაძლებელია შეცდომით დამატებული ჩანაწერის წაშლა.

გატარებული საბუთის დამატების შემდეგ შეგიძლიათ მისი რედაქტირება, კოპირება, ბლოკირება და წაშლა საბუთების და პირადი ბარათის ფორმაში. მათ მოსაძებნად ამავე ფორმაში გაცემის უწყისის ცხრილში არსებული საბუთის შიდა ნორის სვეტი

საბუთში რედაქტირებით შესვლისას გამოჩნდება ბეჭდვის ღილაკი, რომლის საშუალებითაც შეგიძლიათ ოპერაციის დამადასტურებელი საბუთი ამობეჭდოთ.

Created with the Personal Edition of HelpNDoc: Free EBook and documentation generator