Apex ERP Documentation
შინაარსიIndexHome
თემები
თემები
სათაური 
აღწერა 
სისტემაში შესასვლელად ”Desktop”-ზე აირჩიეთ -პიქტოგრამა და დააჭირეთ ღილაკს Enter, ან მაუსის მარცხენა ღილაკს დააჭირეთ ორჯერ. შედეგად ეკრანზე გამოვა ფანჯარა:

ფანჯარას აქვს ორი გრაფა:
  • User Name - გრაფა განკუთვნილია სისტემაში მომხმარებლის სახელის შესაყვანად;
  • Password - გრაფა განკუთვნილია სისტემაში მომხმარებლის პაროლის შესაყვანად.
ერთი გრაფიდან მეორეში გადასასვლელად შეგიძლიათ გამოიყენოთ ღილაკი Tab, ღილაკი Enter ან „მაუსი”.
პროგრამაში შესასვლელად დააჭირეთ ”Enter”-ს ან დააჭირეთ Login-ს.
თუ გადაიფიქრეთ სისტემაში შესვლა, გამოიყენეთ ღილაკი Exit.
ფანჯარაში ქვედა მარცხენა კუთხეში გამოსახული ენის გადასართავი ღილაკის გამოყენებით პროგრამის სამუშაო გარსი (ღილაკების, სვეტების დასახელებები და სხვ.) შესაძლებელია გადართოთ თქვენთვის სასურველ ენაზე. ენის გადართვამდე მომხმარებელმა უნდა მიმართოს სისტემის ადმინისტრატორს.

ფანჯარაში, ასევე,... დაწვრილებით 
სისტემა არის Apex ERP-ს მოდული, მისი გამოყენებით ეკრანზე გამოდის "სისტემის" მენუ:

მენიუ შედგება შემდეგი ბრძანებებისაგან:
  • პაროლის შეცვლა;
  • მოდულების მართვა-მომხმარებელს საშუალებას აძლევს სისტემაში ჩატვირთოს ან ამოტვირთოს სასურველი მოდულები;
  • რედაქტორი-გამოიყენება წერილობითი დოკუმენტის შესაქმნელად;
  • კალენდარი-მისი დანიშნულებაა მომხმარებელეს მისცეს საშუალება წინასწარ ჩაინიშნოს საჭირო მასალები და კალენდრის საშუალებით გაიხსენოს ისინი. კალენდრის გამოტანა შეიძლება ქვედა პანელზე არსებულ -პიქტოგრამის გამოყენებითაც;
  • ინსტრუმენტები-მისი დანიშნულებაა მომხმარებელს მისცეს ინტრუმენტებით სარგებლობის საშუალება. მასზე დაჭერით სისტემის ქვედა პანელის ზემოთ გამოდის ინსტრუმენტების ჯგუფი. ინსტრუმენტების პანელის გამოტანა შეიძლება ქვედა პანელზე არსებულ -პიქტოგრამის გამოყენებითაც;
  • პროგრამის შესახებ- ბრძანების გამოყენებით ეკრანზე გამოდის „About“ფანჯარა სადაც მოცემულია სისტემა „Apex... დაწვრილებით 
"სისტემური მენიუ" შედგება ბრძანებების ჩამონათვალისაგან:

ასევე ნახეთ:
სისტემა  
ადმინისტრირება არის მოდული, რომელიც განკუთვნილია სისტემაში სხვადასხვა სახის ინფორმაციის, ცნობარის სახით შესატანად.
მოდულს აქვს მენიუ შემდეგი ბრძანებებით:
  • სისტემური ცნობარი (ჩამონათვალის ღილაკი)-იძლევა სხვადასხვა საცნობარო მასალას, გამოყენებული მოდულების, პარამეტრების, სათაურების, შეცდომების დროს გამოტანილი შეტყობინებების შესახებ ;
  • უფლებების მართვა-უზრუნველყოფს ახალი მომხმარებლის დამატებას, მათთვის გარკვეული უფლებების განსაზღვრას, შესაბამისად ხვადასხვა მომხმარებელს მივანიჭოთ სისტემაში წვდომის სხვადასხვა შესაძლებლობა, მათი ფუნქციებისა და მოვალეობების შესაბამისად;
  • კომპანიის რეკვიზიტები-ბრძანების გამოყენებით ეკრანზე გამოდის ფორმა ჩანართებით, თოთოეულ ჩანართში ხდება სისტემაში კომპანიის სხვადასხვა რეკვიზიტის შეტანა. ბრძანების მნიშვნელოვან ნაწილს წარმოადგენს ასევე "სპეციალური ანგარიშები", სადაც მოცემულია დღგ-ს და საკურსო სხვაობის ანგარიშების შესატანი სვეტები, რომლებიც მომდევნო ეტაპზე გამოყენებული იქნება დღგ-ს ჩათვლისა და საკურსო... დაწვრილებით 
ცნობარები მოდულის დანიშნულებაა სისტემაში სხვადასხვა სახის ინფორმაციის შეტანა, ძირითადი საინფორმაციო ბაზის შექმნა. მოდულის გამოყენება ამარტივებს მრავალი, ერთმანეთისაგან განსხვავებული სახის ინფორმაციის სისტემაში შეტანას. წინასწარ შეტანილი მონაცემების არსებობა კი შესაძლებელს ხდის საქონლის შეძენა-რეალიზაციის, წარმოების, გადაადგილების და სხვა ოპერაციების შესრულებას. მოდულში მოცემული გვაქვს ისეთი მონაცემები, როგორიცაა რეგისტრირებული საქონელი მისი ყველა მახასიათებლებით, კატეგორიების ჩამონათვალი, რომელიც გამოიყენება საქონლისათვის კატეგორიის მისანიჭებლად (მაგ: მასალები, სასმელები, ხორცპროდუქტები და სხვა). საჭიროების შემთხვევაში ვამატებთ ახალ კატეგორიას. ასევე შესაძლებელია ,,საქონლის ტიპებისა“ და ,,სასაქონლო ნომენკლატურის" ცნობარის შექმნა. მწარმოებლების რეგისტრაციის დროს ვიყენებთ ,,ქვეყნების" ცნობარს, ხოლო ცნობარი "ქალაქების" დასახელებებით გამოიყენება ბანკების რეგისტრაციის დროს. მნიშვნელოვანია ისეთი ცნობარის შექმნა, როგორიცაა საქონლის წარმოებისა და დაშლის რეცეპტები, რომლის... დაწვრილებით 
ბუღალტერია არის სისტემის მოდული, მისი დანიშნულებაა ფინანსური ინფორმაციის ფორმირება კომპანიის მდგომარეობისა და ფინანსური შედეგების შესახებ, რათა თავიდან ავიცილოთ უარყოფითი შედეგები და ნათლად დავინახოთ კომპანიის შიდა რეზერვები.
მოდულის მენიუ შედგება შემდეგი ჯგუფებისაგან:  
საქონელი-მოდულის საშუალებით შეგვიძლია შევასრულოთ საქონელთან დაკავშირებული ისეთი ოპერაციები, როგორიცაა ფასმაჩვენებლების ბეჭდვა, შტრიხკოდების ბეჭდვა, შტრიხკოდების დიზაინის შექმნა, ინვენტარიზაციის ჩატარება, ინვენტარიზაციით გამოვლენილი დანაკლისისა და ზედმეტობის ბუღალტრული ასახვა, საქონლის გადაადგილება საწყობებს შორის, შეკვეთები გადაადგილებაზე, ფასების დადგენა თითოეული ფილიალისათვის, ფასების დაგეგვმა და ასევე სისტემიდან ანალიზური ინფორმაციის მიღება. მოდულს აქვს მენიუ ბრძანებებით, რომელიც დაყოფილია ჯგუფებად:
 

სისტემაში შესაძლებელია მომხმარებელს მივანიჭოთ ან წვდომა ავუკრძალოთ მოდულზე "საქონელი". (ადმინისტრირება=>უფლებების მართვა).

 

საწყობი - წარმოადგენს Apex ERP-ს მოდულს, რომლის საშუალებით შესაძლებელია შევასრულოთ საქონელთან დაკავშირებული სხვადასხვა ოპერაციები (ფასმაჩვენებლების ბეჭდვა, ინვენტარიზაციის ჩატარება, სარეალიზაციო და მოწოდების ფასების დადგენა, სარეალიზაციო პროდუქტებზე შეზღუდვების დაწესება, მანქანებისა და მძღოლების ცნობარის შექმნა და სხვ.), მივიღოთ დეტალური ანალიზური ინფორმაცია საქონლის ისტორიის (მათ შორის თვითღირებულების ისტორიის) შესახებ.
საწყობის მოდულში გვხვდება ბრძანებათა შემდეგი ჯგუფები:
 
ანალიზი არის სისტემის მოდული. მისი დანიშნულებაა მომხმარებლისათვის ანალიზური ინფორმაციის მიწოდება, რომელიც გამოიყენება როგორც წარსული საქმიანობის ანალიზისათვის, ასევე შემდგომი პროექტების დაგეგვმისათვის.
ბრძანების გამოყენებით ეკრანზე გაიშლება ანალიზის მოდულის მენიუ, რომელსაც აქვს შემდეგი ბრძანებები:
დისტრიბუცია არის სისტემის მოდული. მისი დანიშნულებაა სადისტრიბუციო ქსელის მუშაობის ხარისხის ამაღლება, დაჩქარება და აღიცხვის ავტომატიზაცია. მოდული ქმნის ყველა პირობას სისტემის გამართულად და ოპერატიულად ფუნქციონირებისათვის. ავტომატიზააციის კუთხით ამარტივებს წინასწარი შეკვეთების ასახვას თითოეული პრესელერის (პირი, ვინც წინასწარ იღებს შეკვეთებს) მიერ, წინასწარ მიღებულ შეკვეთებზე საქონლის მიწოდებისას ზედნადების მიბმას, შეკვეთის მიღებისას გვაქვს ნაშთების კონტროლის საშუალება, არის თუ არა საწყობში საქონლის საკმარისი ნაშთი. პროგრამიდან ავტომატურად ხდება ბორტის დატვირთვა-დაცლა, დისტრიბუციის ზედნადების, ქვეზედნადებების და დაბრუნების ზედნადების ატვირთვა (დისტრიბუტორის მიერ პოკეტის საშუალებით).
მოდულის არჩევით ეკრანზე გამოვა ბრძანებების მენიუს ზოლი:

ბრძანებები გაერთიანებულია ჯგუფებში:  
ლოგისტიკა არის სისტემის მოდული. მისი დანიშნულებაა ნებისმიერი სახის მატერიალური რესურსისა და ინფორმაციის აღრიცხვა, მართვა და კონტროლი. მისი გამოყენებით ეკრანზე გაიშლება ლოგისტიკის მოდულის მენიუ:

მოდულს აქვს შემდეგი ბრძანებები:  
ფიქსირებული აქტივები არის მოდული, რომელიც გვაძლევს საწარმოს განკარგულებაში მყოფი ძირითადი საშუალებების სრულყოფილი აღრიცხვის საშუალებას. მისი დანიშნულებაა სისტემის ბაზაში ფიქსირებული აქტივების ცნობარის შექმნა, მათი დაჯგუფება კანონმდებლობით განსაზღვრული წესით, მათზე ცვეთის დარიცხვისა და ბალანსში სწორად ასახვის მიზნით. ძირითადი საშუალებების ანგარიშებზე აღირიცხება საწარმოს განკარგულებაში არსებული საწარმოო და არა საწარმოო დანიშნულების ძირითადი საშუალებები, მათი მოძრაობა და არსებობა საანგარიშგებო პერიოდის განმავლობაში, პირვანდელი ანუ ისტორიული ღირებულებით. ძირითადი საშუალებების აღრიცხვისას, მათი დახასიათებისას რიგი მონაცემებია საჭირო. მაგალითად, ამ საშუალებების ცვეთისა და ამორტიზაციის დონე, საინვენტარიზაციო ნომერი, მდებარეობა, ძირითად საშუალებაზე პასუხისმგებელი პირი. ამ მიზნით გამოიყენება ძირითადი საშუალებების ცვეთისა და ამორტიზაციის ანგარიშები და ფიქსირებული აქტივების მოდული, რომლებიც ასახავენ ძირითად საშუალებათა ამორტიზაციისა... დაწვრილებით 
სალაროების მართვა არის სისტემის მოდული. მისი დანიშნულებაა სალაროს ოპერაციების მართვა* და კონტროლი. მოდულიდან შესაძლებელია ისეთი ისეთი ცნობარის შექმნა, როგორიცაა: მოლარე-ოპერატორების რეგისტრაცია, მომხმარებლებისათვის უფლებების განაწილება (ოპერაციაზე წვდომა ან შეზღუდვა), ფასდათმობაზე უფლების მინიჭება, ფასდათმობის პროცენტის განსაზღვრა.
ფორმა საშუალებას გვაძლევს, ორგანიზაციაში საკონტროლო სალარო აპარატების გარკვეული რაოდენობის არსებობისას გაკონტროლდეს (გაშიფვრის საშუალებით) სალაროების ბრუნვის ჯამური თანხები (Z ანგარიში). ჯამური თანხა შეგვიძლია შევადაროთ ცალკეულ თანხებს და გამოვავლინოთ შეცდომა, როდესაც ისინი არ ემთხვევა ერთმანეთს. ფორმაში, ჩეკების მიხედვით შეგვიძლია მივიღოთ ინფორმაცია საქონლის გაყიდვის, საქონლის დაბრუნების, საჩუქრის გაცემის, საჩუქრის დაბრუნების შესახებ და ა.შ.
მოდულიდან შესაძლებლობა გვაქვს, მოვახდინოთ შეცდომით შესრულებული რეალიზაციის ან სხვა შეცდომით შესრულებული ოპერაციის უკუგატარებით შესწორება.
"სალაროების მართვა"... დაწვრილებით 
გაყიდვები არის სისტემის მოდული, რომლის დახმარებითაც ხდება სავაჭრო ობიექტიდან იურიდიულ პირებზე საქონლის რეალიზაცია, აგრეთვე, რეალიზაცია დიპლომატიურ წარმომადგენლობებზე, რომლებიც საქართველოს საგადასახადო კოდექსიის თანახმად განთავისუფლებულნი არიან დღგ-ის გადასახადისაგან. მოდული მოიცავს ოთხ ბრძანებას:
საბითუმო სალარო-ბრძანების დახმარებით ხდება რეალიზაციის ოპერაციის შესრულება და სასაქონლო ზედნადების ატვირთვა, აგრეთვე თანხის გადახდა;
გატარებული საბუთები-ბრძანებით შესაძლებელია ბუღალტერიაში ასახული შესრულებული ოპერაციის ნახვა და რედაქტირება;
პირადი ბარათი;
შეკვეთები (ავეჯის წარმოებისათვის)-ბრძანებით შესაძლებელია შეკვეთის მიღება, მიღებული შეკვეთის დამუშავება და რეალიზაცია;
კატალოგი.
 
ხელშეკრულებები არის სისტემის მოდული. მისი დანიშნულებაა მყიდველებთან ხელშეკრულებების გაფორმება და სხვადასხვა ცნობარის შექმნა. მისი გამოყენებით ეკრანზე გამოვა ხელშეკრულებების მოდულის მენიუ, რომელსაც აქვს ბრძანებების შემდეგი ჯგუფები:
 
კლიენტებთან ურთიერთობის მართვა არის Apex ERP-ს მოდული, რომელიც უზრუნველყოფს კომპანიების ცნობარის, შეკვეთებისა და ხელშეკრულებების მომზადებას:

მოდული შედგება შემდეგი ბრძანებებისგან:
  • კომპანიები - წარმოადგენს ფორმას, სადაც ხდება საკუთარი, პარტნიორი, მომწოდებელი და მყიდველი კომპანიის ცნობარის შექმნა, რომელიც გამოიყენება სხვადასხვა მოდულში (საწყობი, დისტრიბუცია);
  • შეკვეთები - ბრძანება უზრუნველყოფს სხვადასხვა ტიპის შეკვეთის მომზადებას (დისტრიბუციის, საწყობებს შორის, ფიზიკური პირების) და კონტროლს სხვადასხვა სტატუსის მიხედვით (ახალი, დადასტურებული, შესაგროვებელი, დაბეჭდილი, შეგროვებული, ასახული ბუღალტერიაში, გაუქმებული);
  • შეკვეთები საწყობების მიხედვით - ბრძანება უზრუნველყოფს შეკვეთების დაყოფას და კონტროლს საწყობების მიხედვით (შესაძლებელია ერთი შეკვეთის გაყოფა რამდენიმე საწყობის მიხედვით);
  • ხელშეკრულების შაბლონები;
  • აქტის შაბლონები;
  • ხელშეკრულებები.
 
კადრები- არის სისტემის მოდული. მისი დანიშნულებაა კდრებთან დაკავშირებული ინფორმაციის დამუშავება და ანალიზი. აღნიშნული მოდულის გამოყენებით ეკრანზე გაიშლება კადრების მოდულის მენიუ, რომელსაც აქვს ბრძანებების შემდეგი ჯგუფები:
 
ბარათები არის სისტემის მოდული. მისი დანიშნულებაა ბარათების სისტემის დანერგვა, მართვა და ანალიზი. აღნიშნული მოდულის გამოყენებით ეკრანზე გაიშლება ბარათების მოდულის მენიუ, რომელსაც აქვს ბრძანებების შემდეგი ჯგუფები:
 
წარმოება არის სისტემის მოდული, მისი დანიშნულებაა საკუთარი წარმოების მიერ შეკვეთების საფუძველზე გამოშვებული მზა პროდუქციის აღრიცხვა.
მოდულის უპირატესობას წარმოადგენს შეკვეთის, წარმოების და მზა პროდუქტის გაყიდვის ოპერაციების კომპლექსურად შესრულება. მისი გამოყენება ამარტივებს შეკვეთების მიღებასა და წარმოების პროცესს ისეთი პროდუქციის დამზადებაზე, რომელიც დამზადება მოითხოვს გარკვეულ დროს. მაგალითად, ასეთი შეიძლება იყოს ავეჯი, მეტალოპლასტმასის ნაწარმი და სხვა. ასეთი სახის წარმოების დროს წინასწარ არ არის ცნობილი მასალებისა და ზედნადები ხარჯების ზუსტი ოდენობა, შესაბამისად აღნიშნულ შემთხვევაში დანახარჯი განისაზღვრება ხარჯების გაწევის შემდეგ.
ბრძანების გამოყენებით ეკრანზე გამოვა ფანჯარა:

წარმოების მოდულს აქვს მენიუ შემდეგი ბრძანებებით:
  • შეკვეთები-მისი დანიშნულებაა შიდა და გარე მომხმარებლების შეკვეთების მიღება და მათ საფუძველზე მზა პროდუქციის... დაწვრილებით 
სასწორები არის სისტემის მოდული, რომლის დანიშნულებაა სისტემაში სასწორის მოდელების ცნობარის შექმნა და სასწორის მეხსიერებაში რეგისტრირებული საქონლის შეტანა. მოდულიდან ხდება საწარმოს ფილიალებში არსებული სასწორის მოდელების რეგისტრაცია, რეგისტრირებული სასწორის ფილიალზე მიბმა, იმის გათვალისწინებით, თუ, რომელ ფილიალში, რომელი საასწორის მოდელია განთავსებული, ასევე გასათვალისწინებელია უნიკალური იდენტიფიკატორი (IP მისამართი). აღნიშნული მონაცემების სრულად შევსების შემდეგ, შესაძლებელია „სასწორების“ მოდულის „საქონლი“ ბრძანების გამოყენება, რომელიც განკუთვნილია ფილიალში არსებულ სასწორზე ასაწონი საქონლის ჩასატვირთად. მოდულიდან ასევე შესაძლებელია საქონლის, როგორც კონკრეტულ მოდელზე ასევე სისტემაში რეგისტრირებულ ყველა სასწორზე შენახვა.
მოდულში გაერთიანებულია სამი ბრძანება:  
მიკროავტობუსები არის სისტემის მოდული. მისი დანიშნულებაა მიკროავტობუსების ცნობარის შექმნა, მძღოლების და მარშრუტების გათვალისწინებით.
ბრძანების გამოყენების შედეგად, ეკრანზე გაიშლება მოდულის მენიუ, რომელსაც აქვს ბრძანებების შემდეგი ჯგუფები:  
საბანკო ოპერაციები არის სისტემის მოდული. მისი დანიშნულებაა შპს "ალტა სოფტვერი"-ს "ბანკი-კლიენტის" პროგრამიდან საბანკო ოპერაციების იმპორტი და სისტემაში ასახვა. ამ მოდულის გამოყენება შეუძლია ყველა იმ მომხმარებელს, რომელიც იყენებს შპს "ალტა სოფტვერის" "ბანკი-კლიენტის" პროგრამას.
ბრძანების გამოყენებით ეკრანზე გაიშლება საბანკოო ოპერაციების მართვის მოდულის მენიუ, რომელსაც აქვს ბრძანებების შემდეგი ჯგუფები:
 
მონაცემების გაცვლა-არის სისტემის მოდული, რომლის დახმარებითაც ხდება სპეციალური მოწყობილობიდან სისტემაში საქონლის დასახელებების და რაოდენობის ჩატვირთვა და მათი რეესტრის სახით მომხმარებლისთვის მიწოდება. აღნიშნული მოდულის გამოყენებით ეკრანზე გამოდის მენიუ:
 
მონაცემების კონტროლი არის სისტემის მოდული, რომელიც თავის მხრივ საშუალებას გვაძლევს მივიღოთ სისტემაში არსებული სხვადასხვა სახის ინფორმაცია.
"მონაცემების კონტროლი" ბრძანების გამოყენებით ეკრანზე გაიშლება მოდულის მენიუ, რომელსაც აქვს შემდეგი ბრძანებები:
  • მონაცემთა კონტროლი- მისი დანიშნულებაა შესაბამისი კვალიფიკაციის პირს სისტემიდან მიაწოდოს მონაცემები სხვადასხვა ფაქტორებით გამოწვეული შეცდომების შესახებ და მისცეს საშუალება მათ გასასწორებლად. ბრძანება საშუალებას გვაძლევს ავირჩიოთ ოპერაციის ტიპი, თითიეულ ოპერაციას გააჩნია კოდების ჩამონათვალი, რომლის არჩევისას ეკრანზე გამოდის ინფორმაცია ოპერაციიის შეცდომისა და მისი ხასიათის შესახებ, შეცდომების გასწორება ხორციელდება ბრძანებით 'შესწორება".
  • საბუთების ლოგი-გვაწვდის ინფორმაციას ოპერაციების დამატების, რედაქტირებისა და წაშლის შესახებ შესრულების დროის, შემსრულებლისა და სხვა საჭირო მონაცემების ჩვენებით;
  • რეალიზაცია შემოსავლამდე-გვაჩვენებს იმ რეალიზაციებს, რომელიც... დაწვრილებით 
ინტერფეისის ელემენტები - წარმოადგენს Apex ERP-ს სხვადასხვა მოდულში არსებულ ფუნქციონალს, რომლის გამოყენებით შესაძლებლობა გვაქვს გავიმარტივოთ სამუშაო პროცესები. 

Apex Office Add

 

Apex Office Add არის ოფისის პროგრამის დამატება. იგი შექმნილია ორ ვერსიად: Office 2007 და Office 2010-სათვის. პროგრამის დაყენების შემდეგ ოფისის პროგრამების (Excel, Word) მენიუს ზოლში დაემატება ბრძანება "Apex"-ი:
;

 

Copyright (c) 2016. All rights reserved.