Apex ERP Documentation
შინაარსიIndexHome
PreviousUpNext
შეკვეთები

შეკვეთები-არის მოდულის "გაყიდვები" ბრძანება, მისი დანიშნულებაა ფიზიკური და იურიდიული პირისგან შეკვეთების მიღება და სისტემაში ასახვა, ფორმა საშუალებას გაძლევთ აკონტროლოთ, როგორც შეკვეთის წარმოების პროცესი (სტატუსების მეშვეობით) და წარმოების დროს გაწეული მომსახურება, ასევე შეკვეთის დასამზადებლად დახარჯული საქონლის რაოდენობა. ფორმა ამარტივებს შეკვეთების მიღებას ისეთი პროდუქციის დამზადებაზე, რომლის წარმოების პროცესიც მოითხოვს გარკვეულ დროს. ფორმის უპირატესობას წარმოადგენს მიღებული შეკვეთის მიხედვით მასალის დანაწევრება (მაგ: საწარმომ შეკვეთა მიიღო კარის დასამზადებლად, რომელიც შედგება ნატურალური ხის კარკასზე გადაკრული მდფ-ის პანელისაგან, შესაბამისად ნედლეული რომელიც გამოიყენება აღნიშნული საქონლის დასამზადებლად შეძენილია განსხვავებული ზომებით, ფორმა საშუალებას გვაძლევთ გამოყენებული და გამოუყენებელი ნედლეული გამიჯნოთ და განსაზღვროთ მასალის თვითღირებულება). საქონელი, რომელის შეძენაც ასახულია სისტემაში შესაძლებელია გამოიყენოთ, როგორც ნედლეულის სახით წარმოების პროცესისათვის, ასევე წარმოების გარეშე განახორციელოთ მისი რეალიზაცია. ფორმიდან საშუალება გეძლევათ შეკვეთა მიიღოთ ისეთ საქონელზე, რომლისთვის განკუთვნილი ნედლეულის ნაშთიც არ გიფიქსირდებათ საწყობში (ნაშთის შევსება შესაძლებელია საქონლის შიდა გადაადგილების ოპერაციით ფორმა-1006), შეასრულოთ წარმოებული პროდუქციის რეალიზაცია, ატვირთოთ, გააქტიუროთ და დაბეჭდოთ ელექტრონული ზედნადები. 

ბრძანების გამოყენების შედეგად ეკრანზე გამოდის შემდეგი სახის ფორმა: 

 

ფორმა შედგება ორი ჩანართისაგან, სურათზე გამოსხული ზედა ჩანართი განკუთვნილია მიღებული შეკვეთების ინფორმაციისათვის, ხოლო ქვედა ჩანართი კი შეკვეთის დეტალებისათვის. ფორმაში შესაძლებელია შეკვეთების გაფილტვრა თარიღის, საწყობის და კლიენტის მიხედვით. 

ფორმაში განთავსებულია ბრძანებები, რომლებიც მოქმედებენ შეკვეთების ჩანართში:

  • დამატება-ბრძანების ზედა ნაწილი უზრუნველყოფს ახალი შეკვეთის დამატებას, მისი გამოყენებით ეკრანზე განთავსდება შემდეგი სახის ფანჯარა:
 

 

ფანჯარაში განთავსებული არის შემდეგი გრაფები, ბრძანებები, სტატიკური ჩანართები და გადართვის ღილაკები:

  • თარიღი:
    • შეკვეთა-გრაფაში ავტომატურად განთავსებული არის მიმდინარე თარიღი;
    • გადახდა-გრაფაში ავტომატურად განთავსებული არის მიმდინარე თარიღი, თუმცა თუ შემკვეთი არის იურიდიული პირი და ხელშეკრულებით გათვალისწინებული არის კონსიგნაციის ვადა, კონტრაქტის ამორჩევის შედეგად გრაფაში განთავსდება გადახდის ვალდებულების თარიღი ხელშეკრულებაში მითითებული კონსიგნაციის დღეების მიხედვით;
    • მიტანა-გრაფაში უთითებთ მზა პროდუქციის კლიენტისათვის მიწოდების თარიღს.
  • შემკვეთი გადართვის ღილაკი საშუალებას გაძლევათ მიუთითოთ შეკვეთა ფიზიკური პირის მიერ ხდება თუ იურიდიული პირის:
დამატების ბრძანების ქვედა ნაწილი გულისხმობს შიდა შეკვეთას, მისი გამოყენებით ეკრანზე განთავსდება შემდეგი სახის ფანჯარა: 

 

ბრძანების ზედა ნაწილის გამოყენებისგან განსხვავებით ფანჯარაში წარმოდგენილია მიმღების და გამგზავნის გრაფები, მიმღების გრაფაში ირჩევთ იმ საწყობს, რომელი საწყობისთვისაც განკუთვნილია შიდა შეკვეთა, ხოლო გამზავნის გრაფაში ხდება იმ საწყობის მითითება საიდანაც მოგეწოდებათ შეკვეთა (ჩანართში დამატებითი შესაძლებელია, მხოლოდ შიდა გადაადგილების ზედნადების პარამეტრების მითითება). 

ფანჯრაში განთავსებულ სტატიკურ ჩანართებში მოქმედებს ბრძანებები: დამატება, წაშლა, შენახვა და გასვლა, რომლებიც განლაგებულია ფანჯრის ქვედა მრჯვენა ნაწილში:

  • ჩანართი საქონელი:
    • დამატების ბრძანების გამოყენების შედეგად ეკრანზე განთავსდება შემდეგი სახის ფანჯარა:
 

ფანჯრის მარცხენა ნაწილში განთავსებული არის საქონლის კატეგორიების ჩამონათვალი (სისტემური მენიუ => ცნობარები => საქონელი => კატეგორიები), საქონლის კატეგორიების წინ განლაგებულია გაშლის და შეკუმშვის ღილაკები. ფანჯრის ქვედა ნაწილში არსებული გადართვის ღილაკები წარმოადგენენ საქონლის (ნედლეულის) ფილტრის საშუალებას:

  • ყველა, მთლიანი, ნაჭერი-წარმოადგენს გადართვის ღილაკებს:
    • "ყველა"-გადართვის ღილაკი გვაძლევს ინფორმაციას იმ საქონელზე (ნედლეულზე), რომელსაც მიმდინარე თარიღით გააჩნია ბუღალტრული ნაშთი;
    • "მთლიანი"-გადართვის ღილაკი გვაძლევს ინფორმაციას იმ საქონელზე (ნედლეულზე), რომელსაც გააჩნია ბუღალტრული ნაშთი და შეძენის შემდეგ პირვანდელი სახე არ შეუცვლია (დაჭრა, დანაწევრება);
    • "ნაჭერი"-გადართვის ღილაკი გვაძლევს ინფორმაციას იმ საქონელზე (ნედლეულზე), რომელსაც გააჩნია ბუღალტრული ნაშთი და განიცადა ცვლილება შეძენის შემდეგ.
  • ყველა, ლოკ. ნაშთით, სის. ნაშთით.-წარმოადგენს გადართვის ღილაკებს:
    • "ყველა"-გადართვის ღილაკი გვაძლევს ინფორმაციას სისტემაში რეგისტრიტრებულ საქონელზე;
    • "ლოკ. ნაშთით"-მითითების შემთხვევაში ფანჯარაში საქონელი (ნედლეული) გამოვა საწყობში არსებული ნაშთით (სისტემაში შესაძლებელია ერთ კომპიუტერზე მხოლოდ ერთი საწყობის მიბმა, შესაბამისად შეკვეთის მიღების დროს სისტემაში მომუშავე პერსონალისათვის შეუძლებელია საწყობის შეცვლა (სისტემა=>თვისებები=>საბითუმო სალარო) ;
    • "სის. ნაშთით"-გადართვის ღილაკის დახმარებით ფანჯარაში განთავსდება სისტემაში არსებული საქონლის (ნედლეულს) ნაშთი.
  • -ბრძანების ზედა ნაწილი უზრუნველყოფს საქონლის (ნედლეულის) დაჭრას და დანაწევრებული საქონლის (ნედლეულის) რეგიტრაციას. მისი გამოყენების შედეგად ეკრანზე გამოდის გამაფრთხილებელი შეტობინება:
    • თანხმობის შემთხვევაში ეკრანზე განთავსდება ახალი ფანჯარა:
 

  • გრაფაში უთითებთ შეკვეთის დასამზადებლად გამოსაყენებელი საქონლის (ნედლეულის) სიგრძეს (მმ), შენახვის ბრძანების გამოყენებით მოხდება დაჭრილი საქონლის (ნედლეულის) რეგისტრაცია, სისტემა მიღებულ საქონელს (ნედლეულს) შტრიხკოდს ანიჭებს ავტომატურად, პირვანდელი შტრიხკოდი და ნაჭრის სიგრძე იმიჯნება წერტილით, შედეგად საქონელი ავტომატურად განთავსდება ცნობარების მოდულში (ცნობარები=>საქონელი=>რეგისტრირებული).
  • ჰორიზონტალური გაჭრა (ჩამონათვალის ღილაკი)-ბრძანებით ხდება საქონლის შუაზე (ჰორიზონტალურად) გაჭრა.
  • შენახვა;
  • გასვლა.
 

  • ჩანართი მომსახურება:
    • დამატების ბრძანების გამოყენების შედეგად ეკრანზე განთავსდება შემდეგი სახის ფანჯარა:
 

ფანჯრიდან შესაძლებელია მომსახურების მიბმა განახორციელოთ შეკვეთაზე, თუ შეკვეთისათვის განკუთვნილი მომსახურება არ არის აღნიშნულ ფანჯარაში მომსახურების დამატება შეგიძლიათ ცნობარების მოდულიდან (ცნობარები => სხვა => სერვისები). ფანჯარაში მოქმედებს სტანდარტული ბრძანებები შენახვა და გაუქმება

  • ჩანართი დამატებითი:
 

ფანჯარაში განთავსებულია ელექტრონული ზედნადების პარამეტრები. გრაფების შევსების შემთხვევაში ინფორმაცია ავტომატურად გადაიტანება ელექტრონულ ზედნადებში, თუმცა მომდევნო ეტაპზე შესაძლებელია ზედნადებში ცვლილების შეტანა. 

  • რედაქტირება;
  • წაშლა;
  • ბეჭდვა;
  • სტატუსის აწევა/სტატუსის დაწევა-ბრძანებები არ არის აქტიური შეკვეთის დამატებამდე, ბრძანებები საშუალებას გაძლევთ მიღებული შეკვეთას შეუცვალოთ სტატუსები:
    • შეკვეთის მიღების შედეგად აქტიურდება ბრძანება "სტატუსის აწევა" და გარდაიქმნება ბრძანებად "დადასტურება". აღნიშნულ შემთხვევაში შეკვეთას ენიჭება სტატუსი "პროექტი":
      • პროექტი (0)-სტატუსი გულისხმობს, რომ შეკვეთა სისტემაში ასახულია, თუმცა შეკვეთის მიღება ჯერ არ დასრულებულა (მაგ: შემკვეთმა არჩევანი შეაჩერა საქონელზე, რომელიც გარკვეული სახის ნედლეულით მზადდება, მაგრამ კიდევ სურს რაიმე სახის დეტალის დამატება ან ცვლილება. "პროექტის" სტატუსის მქონე შეკვეთაში ცვლილების განხორციელება შესაძლებელია ბრძანებით რედაქტირება).
    • "დადასტურების" ბრძანების გამოყენების შედეგად ბრძანება "დადასტურება" გარდაიქმნება ბრძანებად "შეგროვების დაწყება" ხოლო "სტატუსის დაწევა" კი ბრძანებად "დასტურის მოხსნა";
      • დადასტურება (1)-სტატუსი გულისხმობს, რომ შეკვეთის მიღება დასრულებულია (დადასტურებული სტატუსის მქონე შეკვეთაში საქონლის რედაქტირება ან დამატება შეუძლებელია, შეკვეთაში ცვლილების შესატანად გამოიყენეთ ბრძანება "დასტურის მოხსნა", შედეგად შეკვეთას დაუბრუნდება სტატუსი "პროექტი").
    • "შეგროვების დაწყება" ბრძანება უზრუნველყოფს შეკვეთაში შემავალი ნედლეულის შეგროვებას, ბრძანების გამოყენების შედეგად ბრძანება "შეგროვების დაწყება" გარდაიქმნება ბრძანებად "სტატუსის აწევა" და კარგავს აქტიურობას, ხოლო ბრძანება "დასტურის მოხსნა", კი ბრძანებად "შეგროვების გაუქმება". საწყობში არასაკმარისი ნაშთის შემთხვევაში ეკრანზე გამოვა გამაფრთხილებელი შეტყობინება, რომელიც არ მოგცემთ საშუალებას შეასრულოთ შეკვეთა. აღნიშნულ შემთხვევაში შეკვეთა ან შესაგროვებლად და დასამზადებლად უნდა გადაეცეს სხვა საწყობს, ან შესრულდეს ნედლეულის შიდა გადაადგილება შეკვეთის მიმღებ საწყობში. შეკვეთაში შემავალი საქონლის სხვა საწყობზე გადასაწერად დეტალების ჩანართში "საქონელი", დააფიქსირეთ გადასატანი საქონელი (ნედლეული) და დააჭირეთ მაუსის მარცხენა ღილაკს ორჯერ, ეკრანზე განთავსდება შემდეგი სახის ფანჯარა:
 

სტრიქონზე ორჯერ დაჭერით შესაძლებლობა გეძლევათ საქონელი შესაგროვებლად გადაიტანოთ სხვა საწყობში, თუ შეკვეთისთვის განკუთვნილი ნედლეულის სრული რაოდენობა არ გაქვთ რომელიმე საწყობში ფანჯრიდან შესაძლებელია ნედლეული შესაგროვებლად გადასცეთ სხვადასხვა საწყობს, ფანჯრის ქვედა ნაწილში განთავსებული ღილაკებით. 

  • საწყობი-გრაფაში გაქვთ მხოლოდ იმ საწყობის ამორჩევის შესაძლებლობა, რომელ საწყობშიც ფიქსირდება საქონლის (ნედლეულის) ნაშთი;
  • მიწოდების ტიპი:
    • შეკვეთის საწყობიდან-ამორჩევის შემთხვევაში შემკვეთისათვის შეკვეთილი საქონლის მიწოდება განხორციელდება შეკვეთის საწყობიდან;
    • შეგროვების საწყობიდან-მითითების შემთხვევაში შემკვეთისათვის შეკვეთილი საქონლის მიწოდება განხორციელდება შეგროვების საწყობიდან;
  • შესაგროვებელი-გრაფაში უთითებთ შესაგროვებელი საქონლის (ნედლეულის) რაოდენობას;
  • მომზადების ტიპი:
    • შეკვეთის ადგილზე-მითითების შემთხვევაში ნედლეული დასაჭრელი სახით გადაეცეს შეკვეთის მიმღებ საწყობს;
    • შეგროვების ადგილზე-ამორჩევის შემთხვევაში ნედლეული მზა სახით (დაჭრილი) გადაეცეს შეკვეთის მიმღებ საწყობს.
  • შესაგროვებელი (11)-სტატუსი გულისხმობს შეგროვებას სხვა ფილიალში;
  • შესაგროვებელი (12)-სტატუსი გულისხმობს შეგროვებას და გაყიდვას სხვა ფილიალიდან.
 

  • გადახდა-ბრძანების ზედა ნაწილი უზრუნველყოფს შემკვეთის მიერ თანხის გადახდის სისტემაში ასახვას, მისი გამოყენების შედეგად ეკრანზე გამოვა შემდეგი სახის ფანჯარა:
 

    • გადამხდელი-გრაფაში ავტომატურად განთავსდება შემკვეთის დასახელება;
    • გადახდა-გრაფაში ირჩევთ გადახდის ტიპს (ნაღდი, უნაღდო, სხვა) და უთითებთ თანხას;
    • ანგარიში-თუ მიუთითებთ გადახდის ტიპს "ნაღდი" ფანჯარაში ავტომატურად განთავსდება სალაროს ანგარიში, რომელიც დაკავშირებულია საწყობთან, "ბარათის" მითითების შემთხვევაში შეძლებთ ბანკის ანგარიშის ამორჩევას, ხოლო "სხვა" საშუალებას გაძლევთ ამოირჩიოთ ნებისმიერი ანგარიში, რომელიც სისტემაშია.
ბრძანების ქვედა ნაწილით შესაძლებელია შემკვეთის მიერ შეკვეთილი სხვა საბუთის მიხედვით თანხის გადახდა, მისი გამოყენებით ეკრანზე გამოვა ფანჯარა "აირჩიეთ გადახდის საბუთი": 

 

ფანჯარაში განთავსებული არის ბრძანებები მიბმა და გასვლა. განახორციელეთ ფანჯარაში გამოტანილი საბუთის მიბმა, რომლის მიხედვითაც კლიენტი იხდის თანხას და გამოიყენეთ ბრძანება მიბმა, შედეგად სისტემაში აისახება დებიტორის მიერ დავალიანების დაფარვა.

  • სრული ჩახურვა-ბრძანება აქტიურდება შეკვეთის დამატების დროს. ბრძანებით შესაძლებელია "პროექტის" სტატუსის მქონე შეკვთის ჩახურვა სისტემაში. მისი გამოყენებით შეკვეთას ავტომატურად ენიჭება სტატუსი "გაგზავნილი", რაც გულისხმობს, რომ შეკვეთა ასახუულია ბუღალტერიაში.
  • ჩახურვის გაუქმება-ბრძანება აქტიურდება მას შემდეგ, რაც შეკვეთას შეეცვლება სტატუსი "პროექტი" და უზრუნველყოფს შეკვეთის ნებისმიერი სტატუსის შემთხვევაში "პროექტის" დონეზე დაყვანას;
  • ოპერაციები-ბრძანებით ხდება უშუალოდ შეკვეთის პროცესისათვის სტატუსების მინიჭება, ბრძანების გამოყენების შედეგად ეკრანზე გამოდის შემდეგი სახის ფორმა:
 

საქონლის მონიშვნის შედეგად აქტიურდება შენახვის შესაბამისი ბრძანებები, ხოლო სტატუსები ცვლილებას განიცდის თითოეული ქმედების შემდეგ. შეკვეთას ოპერაციის ბრძანების გამოყენებით ენიჭება შემდეგი სტატუსები:

  • შესაგროვებელი დაბეჭდილი (15)-სტატუსი გულისხმობს, რომ მიმდინარეობს შეკვეთის შეგროვება;
  • შეგროვებული (20)-სტატუსი გულისხმობს, რომ შეგროვებულია შეკვეთის საწყობში;
  • შეგროვებული (21)-სტატუსი გულისხმობს, რომ შეგროვებულია სხვა საწყობში;
  • გაგზავნილი (30)-სტატუსი გულისხმობს, რომ ასახულია ბუღალტერიაში;
  • მიტანილი (40)-შეკვეთა ჩაბარდა შემკვეთს.
  • დეტალები-ბრძანება უზრუნველყოფს შეკვეთის დეტალების ეკრანზე გამოტანას, დეტალების ჩანართში განთავსებული არის სტატიკური ჩანართები, რომლებიც ინფორმაციას გაწვდით შეკვეთის დეტალებზე. სტატიკურ ჩანართებში მოქმედებს კონტექსტური მენიუ.
    • მომსახურება-ჩანართში გამოჩნდება კონკრეტულ შეკვეთაზე მიბმული მომსახურება;
    • გადახდები-ინფორმაცია მოგეწოდებათ შეკვეთის გადახდების შესახებ, კონტექსტური მენიუს დახმარებით შესაძლებელია გადახდის საბუთის ნახვა (ნახვის რეჟიმში სალაროს შემოსავლის ორდერის ბეჭდვა) ან გადახდის წაშლა;
    • საქონელი-ჩანართში გამოჩნდება კონკრეტულ შეკვეთაზე მიბმული საქონელი (ნედლეული), კონტექსტური მენიუს დახმარებით შესაძლებელია საწყობებს შორის განაწილება და მომზადება (წარმოების პროცეის შესრულება);
    • სბუთები-ჩანართში გამოდის ბუღალტერიაში ასახული საბუთი, კონტექსტური მენიუს დახმარებით შესაძლებელია საბუთის ნახვა, საბუთის წაშლა, ელ.ზედნადები, ელ. ზედნადების აქტივაცია, ელ. ზედნადების ბეჭდვა.
  • გასვლა.
 

გაყიდვების მოდულის ფორმაში სადაც მოცემულია საქონლის შტრიხკოდები მოქმედებს კონტექსტური მენიუ "ნაშთის გაშიფვრა", ბრძანება ამარტივებს საწყობში არასაკმარისი ნაშთის ან არქონის შემთხვევში საწყობების მიხედვით ნაშთის გაშიფვრას . ბრძანების გამოყენების შედეგად ეკრანზე განთავსდება შემდეგი სახის ფანჯარა: 

 

Copyright (c) 2016. All rights reserved.
რას ფიქრობთ ამ თემაზე? მოსაზრების გაგზავნა!