Apex ERP Documentation
შინაარსიIndexHome
PreviousUpNext
1006-საქონლის შიდა გადაადგილება

1006-საქონლის შიდა გადაადგილება-წარმოადგენს ბუღალტრული გატარების ფორმას, რომელსაც მინიჭებული აქვს უნიკალური ნომერი (ID)-1006. ფორმა გამოიყენება საქონლის ერთი საწყობიდან მეორეში გადატანის ოპერაციის აღსარიცხად(დოკუმენტი- 0007 საქონლის გადაადგილება). ასრულებს ერთ ბუღალტრულ გატარებას. 

ფორმის ჩაბმა ოპერაციებზე ხდება შაბლონების შექმნის დროს. ოპერაციის დეტალებში (შაბლონებში) დებეტისა და კრედიტის გრაფაში მიეთითება სასაქონლო-მატერიალური მარაგების კლასისის მანიშნებელი ორი ციფრი (16). ამით უზრუნველყოფილი იქნება ნებისმიერი საწყობის (ნედლეულის სწყობი, მზა პროდუქციის საწყობი დაა.შ.) არჩევა. 

 

საქონლის შიდა გადაადგილების ფორმას აქვს შემდეგი სახე: 

თავდაპირველად ივსება ფორმის „დეტალების“:

  1. ოპერაცია (Combo box)-ოპერაციის კოდი არჩეულია თავიდანვე;
  2. ოპერაციის თარიღი-ოპერაციის შესრულების თარიღი;
  3. გადახდის თარიღი-მომწოდებლისათვის თანხის გადახდის თარიღი;
  4. საბუთის №-შეტანა შესაძლებელია ხელით;
  5. შემ. საწყობი (Combo box)-ვირჩევთ იმ საწყობს, სადაც ხდება საქონლის გადატანა;
  6. გას. საწყობი (Combo box)-ვირჩევთ იმ საწყობს, რომლიდანაც განხორციელდა საქონლის გადატანა.

ფორმას აქვს ღილაკი ჩამრთველი (ალამი):

  • პროექტი-ღილაკის ჩართვით უზრუნველყოფილია ოპერაციის პროექტის სახით შენახვა. საქონელი, რომლის შიდა გადაადგილება შენახულია პროექტის სახით, საქონლის ნაშთებში სჩანს, მაგრამ არ გამოჩნდება რეალიზაციის დროს;

ფანჯარას აქვს მენიუ შემდეგი ბრძანებებით:

 

იხილეთ აგრეთვე: 

 

ცხრილი (Grid), საქონლის გადაადგილება.

Copyright (c) 2016. All rights reserved.
რას ფიქრობთ ამ თემაზე? მოსაზრების გაგზავნა!