Apex ERP Documentation
შინაარსიIndexHome
PreviousUpNext
მონიშვნა, ინვერსია, მოხსნა

 

მონიშვნა არის სისტემისათვის დამახასიათებელი სტანდარტული ბრძანება, რომელიც გვხვდება თითოეული მოდულის მენიუს ზოლში. ბრძანების გამოყენებით ხდება იმ ფორმის მონაცემების სრულად მონიშვნა (მონიშნულ სტრიქონებს ფერი ეცვლება), რომელშიც იმყოფება მომხმარებელი. ჩანაწერთა მონიშვნა აჩქარებს მოქმედებების შესრულებას, კერძოდ, "გატარებულ საბუთებში" შესაძლებელია მონიშნული ჩანაწერების ერთდროულად წაშლა, ხოლო სხვა ფორმებში მონიშვნა გამოიყენება ჩანაწერთა გასაფილტრად. ცალკეული ჩანაწერის (ან შერჩევით) მოსანიშნად გამოიყენება Space-კლავიში. მონიშვნა შესაძლებელია აგრეთვე კლავიშთა კომბინაციით: "Control+A". 

 

ინვერსია არის სისტემისათვის დამახასიათებელი სტანდარტული ბრძანება, რომელიც გვხვდება ყველა იმ მოდულის მენიუს ზოლში, სადაც არის მონიშვნა და მოხსნა. ბრძანების გამოყენებით ხდება მონიშნული ჩანაწერებისათვის მონიშვნის მოხსნა, ხოლო დანარჩენი (მოუნიშნავი) ჩანაწერების მონიშვნა. ინვერსია შესაძლებელია აგრეთვე კლავიშთა კომბინაციით: "Shift+A". 

 

მოხსნა არის სისტემისათვის დამახასიათებელი სტანდარტული ბრძანება, რომელიც გვხვდება ყველა იმ მოდულის მენიუს ზოლში, სადაც არის მონიშვნა და ინვერსია. ბრძანების გამოყენებით ხდება ფორმის მონიშნული მონაცემებისათვის მონიშვნის ერთდროულად მოხსნა. მოხსნა შესაძლებელია აგრეთვე კლავიშთა კომბინაციით: "Control+U".

Copyright (c) 2016. All rights reserved.
რას ფიქრობთ ამ თემაზე? მოსაზრების გაგზავნა!