სისტემაში თარიღის შესაყვანად გამოიყენება შემდეგი სახის ელემენტი:
მსგავსი ელემენტი შეგიძლიათ იხილოთ ფორმაში ფასების დადგენა
სისტემაში თარიღის შეყვანა (შეცვლა) შესაძლებელია კლავიატურიდან სასურველი თარიღის კომბინაციის აკრეფით, შემდეგი ფორმატით: რიცხვი/თვე/წელი (dd/mm/yyyy). ასევე თარიღის შეცვლა შესაძლებელია მარჯვნივ მოთავსებულ ისარზე მაუსის დაჭერით, შედეგად ჩამოიშლება კალენდარი:
კალენდარში ჩანს უკვე არჩეული თარიღის მიხედვით მიმდინარე თვე, წინა და მომდევნო თვის რამდენიმე დღე. სხვა თვეების ასარჩევად შეგვიძლია მაუსის კურსორი მივიტანოთ თვის დასახელების მარცხნივ ან მარჯვნივ მდებარე ისრებთან და დავაჭიროთ სასურველი მიმართულების ისარზე (იმის მიხედვით გასული თვის მოძებნა გვსურს, თუ მომდევნო თვის):
ამ დროს გადავალთ შესაბამისად წინა ან მომდევნო თვეზე.
თუ მაუსის კურსორს დააჭერთ თვის აღმნიშვნელ წარწერაზე, როგორც შემდეგ სურათზეა ნაჩვენები
მიმდინარე თვის ნაცვლად ქვედა ნაწილში გამოჩნდება მიმდინარე წლის თვეები:
მაუსის გამოყენებით შეგვიძლია სასურველი თვის არჩევა. თვის ადგილზე ახლა უკვე მიმდინარე წელი იქნება აღნიშნული. მასზე დაჭერით ეკრანზე გამოვა მიმდინარე ათწლეულის წლები:
კიდევ ერთხელ დაჭერით გამოვა ათწლეულები. მიმდინარე თვეზე დასაბრუნებლად საკმარისია მაუსი დავაჭიროთ არჩეული თარიღის შესაბამის წარწერაზე:
თარიღის ასარჩევად საკმარისია მაუსი დავაჭიროთ სასურველ დღეზე:
შედეგად კალენდარი დაიხურება და თარიღის ელემენტში დაფიქსირდება არჩეული თარიღი:
Copyright (c) 2016. All rights reserved.
|
რას ფიქრობთ ამ თემაზე? მოსაზრების გაგზავნა!
|