Apex ERP Documentation
შინაარსიIndexHome
PreviousUpNext
ფასების დადგენა

ფასების დადგენა არის კომბინირებული ღილაკი. მის ზედა ნაწილზე დაჭერით, ეკრანზე გამოდის ფორმა საიდანაც ხდება ფასების დადგენა ცენტრალიზებულად (სათაო ოფისიდან), ხოლო ჩამოსაშლელ ღილაკზე დაჭერით კი ჩამოიშლება ფილიალების ჩამონათვალი და ფასების უწყისი

 

ფილიალებში ფასების დადგენა ხდება, კომბინირებულ ღილაკზე დაჭერით და სასურველი ფილიალის არჩევით. 

სათაური 
აღწერა 
ფასების დადგენა არის მოდულის საქონლის ბრძანება (საქონელი => ფასების დადგენა), რომლის დანიშნულებაა საქონელზე ცენტრალიზებული წესით საცალო ფასების დაგენა. ბრძანება ამარტივებს გასაყიდი ფასების დადგენას, როგორც ცენტრალური საწყობის, ასევე ფილიალებისათვის. ფორმაში საშუალება გვაქვს ამოვირჩიოთ კონკრეტული კატეგორიის, კონკრეტული მომწოდებლის ან კონკრეტულ საწყობში არსებული საქონელი, შევცვალოთ გასაყიდი ფასები ან დავგეგმოთ ფასების ცვლილება გარკვეული პერიოდისათვის.
ფასების დადგენა სათაო ოფისიდან შესაძლბელია ნებისმიერ საქონელზე, ფორმიდან ასევე შესაძლებელია ფილიალს წვდომა მივანიჭოთ ფასის ცვლილებაზე ან შევუზღუდოთ. აღნიშნულ უფლებას უზრუნველყოფს სვეტი "მართვადი", ამორთული ღილაკი გულისხმობს ფილიალის დონეზე ფასის ცვლილების წვდომას.ღილაკის ჩამრთველი ალმის ჩართვა-გამორთვა და ფასის დადგენა შესაძლებელია რედაქტირების ბრძანებით. აღნიშნულ ბრძანებაზე დაჭერით აქტიურდება დასარედაქტირებელი სვეტები. ჩანაწერის სტრიქონი,... დაწვრილებით 
ფასების დადგენა (ფილიალი) არის მოდულის საქონლის ბრძანება (საქონელი => ფასების დადგენა (ფილიალი)), რომლის დანიშნულებაა საქონელზე ცენტრალიზებული წესით დადგენილი საცალო ფასებისაგან განსხვავებული ფასების დაგენა ფილიალის დონეზე. ბრძანება ამარტივებს გასაყიდი ფასების დადგენას ფილიალებისათვის. ფორმაში საშუალება გვაქვს ამოვირჩიოთ კონკრეტული კატეგორიის, კონკრეტული მომწოდებლის ან კონკრეტულ საწყობში არსებული საქონელი, შევცვალოთ გასაყიდი ფასები ან დავგეგმოთ ფასების ცვლილება გარკვეული პერიოდისათვის.
ფასების დადგენა ფილიალის დონეზე შესაძლებელია მხოლოდ იმ საქონელზე, რომელთაც სვეტიდან "მართვადი" ამორთული აქვს ღილაკის ჩამრთველი ალამი, მისი ჩართვა-გამორთვა შესაძლებელია "ფასების დადგენა (სათაო ოფისიდან)" რედაქტირების ბრძანებით, აღნიშნულ ბრძანებაზე დაჭერით აქტიურდება დასარედაქტირებელი სვეტები. ჩანაწერის სტრიქონი, რომლზეც განხორციელდა რაიმე ცვლილება მიიღებს წითელ ფერს. ფასების ცვლილების სისტემაში... დაწვრილებით 
ფასების უწყისი არის მოდულის საქონლის ბრძანება (საქონელი => ფასების უწყისი), რომლის დანიშნულებაა მომხმარებელს მისცეს საშუალება მოხერხებულად მოახდინოს უკვე დადგენილი ფასების ცვლილება, ფასდაკლების ცვლილება და ერთი დასახელების საქონელზე ფასების ერთდროულად შეცვლა. ფორმა განკუთვნილია აფთიაქებისათვის. ფორმაში მოცემული გვაქვს საქონლის ჩამონათვალი, ფასი, რაოდენობრივი ნაშთი, თვითღირებულება, ამონაგები (სხვაობა გასაყიდ ფასსა და თვითღირებულებას შორის), ფასდაკლების პროცენტი. მონიშნულ საქონელზე რედაქტირების რეჟიმში შეგვიძლია შევცვალოთ დადგენილი ფასი ან დადგენილი ფასდაკლების პროცენტი. ზოგიერთ შემთხვევაში ერთიდაიგივე საქონლის სხვადასხვა პარტიები მიღებულია სხვადასხვა კოდით, ფასების უწყისის ფორმაში მათზე ფასების ცვლილება შეგვიძლია განვახორციელოთ ერთდროულად.
ბრძანების გამოყენების შემდეგ ეკრანზე გამოდის ფორმა "ფასების უწყისი":

ფორმის თავზე განლაგებულია პირობითი ერთეულის კურსისა... დაწვრილებით 
Copyright (c) 2016. All rights reserved.
რას ფიქრობთ ამ თემაზე? მოსაზრების გაგზავნა!