ფასების დადგენა (ფილიალი) არის მოდულის საქონლის ბრძანება (საქონელი => ფასების დადგენა (ფილიალი)), რომლის დანიშნულებაა საქონელზე ცენტრალიზებული წესით დადგენილი საცალო ფასებისაგან განსხვავებული ფასების დაგენა ფილიალის დონეზე. ბრძანება ამარტივებს გასაყიდი ფასების დადგენას ფილიალებისათვის. ფორმაში საშუალება გვაქვს ამოვირჩიოთ კონკრეტული კატეგორიის, კონკრეტული მომწოდებლის ან კონკრეტულ საწყობში არსებული საქონელი, შევცვალოთ გასაყიდი ფასები ან დავგეგმოთ ფასების ცვლილება გარკვეული პერიოდისათვის.
ფასების დადგენა ფილიალის დონეზე შესაძლებელია მხოლოდ იმ საქონელზე, რომელთაც სვეტიდან "მართვადი" ამორთული აქვს ღილაკის ჩამრთველი ალამი, მისი ჩართვა-გამორთვა შესაძლებელია "ფასების დადგენა (სათაო ოფისიდან)" რედაქტირების ბრძანებით, აღნიშნულ ბრძანებაზე დაჭერით აქტიურდება დასარედაქტირებელი სვეტები. ჩანაწერის სტრიქონი, რომლზეც განხორციელდა რაიმე ცვლილება მიიღებს წითელ ფერს. ფასების ცვლილების სისტემაში დასაფიქსირებლად ვაჭერთ ბრძანებას "შენახვა", მოქმედებების შესრულების შედეგად ეკრანზე გამოვა დიალოგური ფანჯარა "აირჩიეთ ფილიალები", ფილიალის არჩევის შედეგად, ცვლილებებს ვინახავთ შენახვის ბრძანებით, შესაბამისად მონიშნულ ფილიალებში განხორციელდება ცვლილებები, რის შემდეგაც ფანჯარა დაიხურება და აქტიურდება ბრძანება "დაბრუნება" მასზე დაჭერით ვბრუნდებით საწყის ფორმაში. ფორმიდან შესაძლებელია როგორც კონკრეტული ფასმაჩვენებლის, ასევე ფასების უწყისის ბეჭდვა ბრძანებიდან "ბეჭდვა".
ბრძანების ღილაკზე დაჭერით ეკრანზე გამოდის ფორმა „საქონლის ფასების შეცვლა“:
ფორმას ცხრილის ზემოთ აქვს შემდეგი გრაფები, რომლებიც თავის მხრივ ფილტრის საშუალებას წარმოადგენენ:
ფასების ცალკეულ სვეტში (ფასი (ლ), ფასი (პ)) ცვლილების შეტანის შედეგად ავტომატურად იცვლება მონაცემები ფასების მეორე სვეტში და ამონაგების %-ის სვეტებში. მომხმარებელს შეუძლია წინასწარ დაგეგმოს ამონაგების სიდიდე (ამონაგების %-ის სვეტში შეიტანოს სასურველი განაკვეთები) და ფასების სვეტები ავტომატურად შეივსება.
შეტანილი ცვლილებების გაუქმება შენახვამდე შეიძლება კონტექსტური მენიუდან, როგორც ერთდროულად (ბრძანება "გაუქმება"), ისე ცალ-ცალკე ბრძანებით "მიმდინარე ჩანაწერის გაუქმება".
ცხრილის სვეტებში ცვლილებების შეტანის შემდეგ ბრძანება "დაბრუნება" ჰკარგავს აქტიურობას, სამაგიეროდ აქტიურდება შემდეგი ბრძანებები:
იხილეთ აგრეთვე:
ცხრილი (Grid), ფასების დადგენა.
Copyright (c) 2016. All rights reserved.
|
რას ფიქრობთ ამ თემაზე? მოსაზრების გაგზავნა!
|