Apex ERP Documentation
შინაარსიIndexHome
PreviousUpNext
ღილაკი ჩამრთველი

ღილაკი-ჩამრთველი წარმოადგენს ისეთ ღილაკს, რომლის საშუალებითაც ხდება რაიმე პარამეტრის ჩართვა–გამორთვა. ასეთ ღილაკს ალამსაც უწოდებენ. 

 

სათაური 
აღწერა 

თუ არ იგეგმება ბაზაში არსებული რომელიმე ჩანაწერის შემდეგში გამოყენება, მაგრამ ეს ჩანაწერი უკვე გამოყენებული იყო სხვა ცხრილებში და ამდენად მისი წაშლა შეუძლებელია, ამ შემთხვევაში შესაძლებელია შესაბამის ფანჯარაში (რედაქტირების ფანჯარა) მოვნიშნოთ ღილაკი-ჩამრთველი (ალამი) „შეჩერებული“ და ეს ჩანაწერი შემდეგში ვერ იქნება გამოყენებული. იმ ცხრილში სადაც მოხდა ჩანაწერისათვის სტატუსის "შეჩერებული" მინიჭება, ასეთი ჩანაწერი გაფერმკრთალებულია, ხოლო სხვა ცხრილებში არ ჩანს. 

გადაანგარიშებადი არის ღილაკი-ჩამრთველი (ალამი). იგი უზრუნველყოფს სისტემაში უცხოურ ვალუტაში შეყვანილი მონაცემების გადაანგარიშებას ეროვნულ ვალუტაში. 
აქტიურ/პასიური არის ღილაკი-ჩამრთველი (ალამი). თუ ღილაკი ჩართული არაა ეს ნიშნავს, რომ ანგარიში აქტიურია, ხოლო თუ ღილაკი ჩართულია, მაშინ ანგარიში პასიურია. 

გამოიყენება გარებალანსურ აღრიცხვაში არის ღილაკი-ჩამრთველი (ალამი). თუ ღილაკი ჩართულია მაშინ ანგარიში გამოიყენება გარებალანსურ აღრიცხვაში, თუ ღილაკი ჩართული არაა მაშინ იგი არ გამოიყენება გარებალანსურ აღრიცხვაში. 

რაოდენობრივი არის ღილაკი-ჩამრთველი (ალამი). თუ ღილაკი ჩართულია მაშინ ფულად აღრიცხვასთან ერთად ხდება რაოდენობრივი აღრიცხვაც, ხოლო თუ ღილაკი ჩართული არაა, მაშინ ხდება მხოლოდ ფულად ერთეულში აღრიცხვა. ღილაკი აუცილებლად უნდა იყოს ჩართული საწყობის (სასაქონლო) ანგარიშებისათვის. 

ექვემდებარება სპეცაღრიცხვას არის ღილაკი-ჩამრთველი (ალამი). ღილაკი ჩართულია იმ სახის საქონლისათვის, რომელთათვისაც სავალდებულოა სპეციალური აღრიცხვა (მაგ. მედიკამენტების ცალკეული სახეობები). 

იმპორტირებული არის ღილაკი-ჩამრთველი (ალამი). ღილაკი ჩართულია იმ რეგისტრირებული საქონლისათვის, რომელიც მიღებულია იმპორტით. 

მონიშნული როგორც საჩუქარი არის ღილაკი-ჩამრთველი (ალამი). ღილაკი ჩართულია იმ რეგისტრირებული საქონლისათვის, რომლის საჩუქრად გაცემაც იგეგმება. 

არ დაიბეჭდოს ფასების უწყისში არის ღილაკი-ჩამრთველი (ალამი). ღილაკი ჩართულია იმ რეგისტრირებული საქონლისათვის, რომლის ფასების დაბეჭდვა ფასების უწყისში აუცილებლობას არ წარმოადგენს. 

საცალო გაყიდვის შეზღუდვა არის ღილაკი-ჩამრთველი (ალამი). ღილაკი ჩართულია იმ რეგისტრირებული საქონლისათვის, რომლის საცალო გაყიდვის წესით რეალიზაცია შეზღუდულია. 

ცხრილი არის ღილაკი-ჩამრთველი (ალამი). ღილაკი ავტომატურად ჩართულია ყველა იმ ანალიზურ ფორმაში, რომელშიც ის არსებობს. იგი უზრუნველყოფს ანალიზური ინფორმაციის ცხრილის ფორმით წარმოდგენას. 

გრაფიკი არის ღილაკი-ჩამრთველი (ალამი). ღილაკის ჩართვით ცხრილის ფორმით წარმოდგენილი ანალიზური ინფორმაცია, ფორმაში გამოისახება გრაფიკულად. 

საკუთარი წარმოება არის ღილაკი-ჩამრთველი (ალამი). ღილაკი ჩართულია იმ კომპანიისათვის, რომელსაც გააჩნია საკუთარი წარმოება. 

ფასდაკლების აკრძალვა არის ღილაკი-ჩამრთველი (ალამი). ღილაკი ჩართულია იმ რეგისტრირებული საქონლისათვის, რომლისათვისაც აკრძალულია ფასდაკლება. 

უპირატესი არის ღილაკი-ჩამრთველი (ალამი). თუ ღილაკი ჩართულია მაშინ მაშინ ჩანაწერს სხვა ჩანაწერებთან შედარებით ექნება უპირატესი სტატუსი (ავტომატურად იქნება არჩეული სხვადასხვა ცნობარებში ინფორმაციის შეტანის დროს). უპირატესი სტატუსის მქონე ჩანაწერს ჩამონათვალში აქვს განსხვავებული ფერი.
 
Copyright (c) 2016. All rights reserved.
რას ფიქრობთ ამ თემაზე? მოსაზრების გაგზავნა!