Apex ERP Documentation
შინაარსიIndexHome
PreviousUpNext
ანალიზის ფორმები (კონტექსტური მენიუდან)

ანალიზის ფორმები-საქონლის ანალიზის ფორმებს წარმოადგენს საქონლის ისტორია , თვითღირებულების ისტორია, საქონლის ნაშთების გაშიფრვა და საქონლის ატრიბუტები, რომლებიც სრულ ინფორმაციას გვაწვდის საქონლის შემოსვლის, თვითღირებულების, ბრუნვებისა და ნაშთების შესახებ. ფორმის გახსნა შესაძლებელია საქონლის შტრიხკოდზე ან საქონლის სტრიქონის რომელიმე მონაცემზე კონტექსტური მენიუს გამოძახებით.

სათაური 
აღწერა 
საქონლის ისტორია არის კონტექსტური მენიუს ბრძანება, რომლის დანიშნულებაა მოგვაწოდოს ინფორმაცია საქონლის მოძრაობის შესახებ, როგორც შეძენის, შიდა გადაადგილების, ასევე რეალიზაციის გათვალისწინებით. კონტექსტური მენიუს გამოყენება შესაძლებელია ისეთ ფორმებში სადაც ადგილი აქვს სასაქონლო ოპერაციებს. შტრიხკოდების ისტორია არჩეულ პერიოდში, საწყობების მიხედვით გვიჩვენებს თითოეულ ოპერაციას საქონლის დარჩენილი ნაშთის, რაოდენობის და თანხის გათვალისწინებით.
ბრძანების გამოყენებით ეკრანზე გამოდის ფორმა "შტრიხკოდის ისტორია":

ფორმის გაფილტვრა შესაძლებელია შემდეგი ელემენტებით:
  • თარიღის შუალედის ასარჩევი ელემენტი;
  • შტრიხკოდი (Combo box)-ავტომატურად არჩეულია იმ საქონლის შტრიხკოდი, რომელზეც გამოძახებული იქნა კონტეკსტური მენიუ საქონლის მოძრაობის (შეძენა, რეალიზაცია, ჩამოწერა) ფანჯარაში, თუმცა შეიძლება სხვა შტრიხკოდის არჩევაც;
  • საქონელი (Combo box)-ფორმაში შესვლისას სვეტი ცარიელია. შეიძლება... დაწვრილებით 
თვითღირებულების ისტორია არის კონტექსტური მენიუს ბრძანება, რომლის დანიშნულებაა მოგვაწოდოს ინფორმაცია საქონლის თვითღირებულების შესახებ. იგი გამოდის ისეთ ფორმებში სადაც ადგილი აქვს სასაქონლო ოპერაციებს. თვითღირებულების ისტორია მოცემულია ცხრილის სახით და შეიცავს შემდეგ სვეტებს: ოპერაციის კოდი, თარიღი, საბუთის ნომერი, საქონლის რაოდენობა, ერთეულის ღირებულება ანგარიშ-ფაქტურით, ერთეულის საბაჟო ხარჯები, ერთეულის ღირებულება სულ (საბაჟო ხარჯების ჩათვლით). ფორმაში საშუალება გვაქვს გავაანალიზოთ, თუ რა ცვლილებები მოხდა თვითღირებულების ფორმირებაში თითოეული შეძენის შემთხვევაში. სვეტების ბოლოს კი მოცემული გვაქვს საშუალო თვითღირებულება.
ბრძანების გამოყენებით ეკრანზე გამოდის ფორმა : "თვითღირებულების ისტორია":

ფორმის გაფილტვრა შესაძლებელია შემდეგი ელემენტებით:
საქონლის ნაშთების გაშიფვრა არის კონტექსტური მენიუს ბრძანება, რომლის დანიშნულებაა მოგვაწოდოს ინფორმაცია კონკრეტული საქონლის ნაშთების შესახებ კონკრეტულ საწყობში. იგი გამოდის ისეთ ფორმებში სადაც ადგილი აქვს სასაქონლო ოპერაციებს. ფორმა არჩეულ პერიოდში, საწყობების მიხედვით გვიჩვენებს საქონლის რაოდენობას, ერთეულის თვითღირებულებას და მთლიან თვითღირებულებას.
ბრძანების გამოყენებით ეკრანზე გამოდის ფორმა : "საქონლის ნაშთების გაშიფვრა":

ფორმის გაფილტვრა შესაძლებელია შემდეგი ელემენტებით:
  • შტრიხკოდი (Combo box)-ავტომატურად არჩეულია იმ საქონლის შტრიხკოდი, რომელზეც გამოძახებული იქნა კონტეკსტური მენიუ საქონლის მოძრაობის (შეძენა, რეალიზაცია, ჩამოწერა) ფანჯარაში, თუმცა შეიძლება სხვა შტრიხკოდის არჩევაც;
  • საქონელი (Combo box)-ფორმაში შესვლისას სვეტი ცარიელია. შეიძლება საქონლის დასახელების არჩევა, რაც ავტომატურად გამოიწვევს შტრიხკოდის სვეტში ცვლილებას;
საქონლის (შტრიხკოდის)... დაწვრილებით 
საქონლის ატრიბუტები არის კონტექსტური მენიუს ბრძანება, რომლის დანიშნულებაა მოგვაწოდოს ინფორმაცია კონკრეტული საქონლის მახასაიათებლების შესახებ. ანალიზის ფორმა გვიჩვენებს საქონლის რეგისტრაციის დროს მითითებულ მონაცემებს, როგორიცაა: დასახელება, კატეგორია, ზომის ერტეული, წონა ნეტო, წონა ბრუტო, რაოდენობა ყუთში , დაშლა (თუ შეძენის ერთეული რამდენ ნაწილად დაიყოს გაყიდვისას), საცალო ფასი, საცალო და საბითუმო ფასდაკლება, დღგ-ს განაკვეთი და სხვა. იგი გამოდის ისეთ ფორმებში სადაც ადგილი აქვს საქონლის მიღების, რეალიზაციის ან ჩამოწერის ოპერაციებს.
ბრძანების გამოყენებით ეკრანზე გამოდის ფანჯარა "საქონლის ატრიბუტები":

ფანჯარას აქვს იგივე მენიუ და სვეტები, რაც რეგისტრირებული საქონლის დამატების (რედაქტირების) ფანჯარას. ფანჯარაში შესაძლებელია ცვლილებების შეტანა და დამახსოვრება.

იხილეთ აგრეთვე:

რეგისტრირებული
Copyright (c) 2016. All rights reserved.
რას ფიქრობთ ამ თემაზე? მოსაზრების გაგზავნა!