Apex ERP Documentation
შინაარსიIndexHome
PreviousUpNext
საქონლის ისტორია

საქონლის ისტორია არის კონტექსტური მენიუს ბრძანება, რომლის დანიშნულებაა მოგვაწოდოს ინფორმაცია საქონლის მოძრაობის შესახებ, როგორც შეძენის, შიდა გადაადგილების, ასევე რეალიზაციის გათვალისწინებით. კონტექსტური მენიუს გამოყენება შესაძლებელია ისეთ ფორმებში სადაც ადგილი აქვს სასაქონლო ოპერაციებს. შტრიხკოდების ისტორია არჩეულ პერიოდში, საწყობების მიხედვით გვიჩვენებს თითოეულ ოპერაციას საქონლის დარჩენილი ნაშთის, რაოდენობის და თანხის გათვალისწინებით. 

ბრძანების გამოყენებით ეკრანზე გამოდის ფორმა "შტრიხკოდის ისტორია": 

 

ფორმის გაფილტვრა შესაძლებელია შემდეგი ელემენტებით:

  • თარიღის შუალედის ასარჩევი ელემენტი;
  • შტრიხკოდი (Combo box)-ავტომატურად არჩეულია იმ საქონლის შტრიხკოდი, რომელზეც გამოძახებული იქნა კონტეკსტური მენიუ საქონლის მოძრაობის (შეძენა, რეალიზაცია, ჩამოწერა) ფანჯარაში, თუმცა შეიძლება სხვა შტრიხკოდის არჩევაც;
  • საქონელი (Combo box)-ფორმაში შესვლისას სვეტი ცარიელია. შეიძლება საქონლის დასახელების არჩევა, რაც ავტომატურად გამოიწვევს შტრიხკოდის სვეტში ცვლილებას;
საქონლის (შტრიხკოდის) ისტორიის ფორმას აქვს მენიუ ბრძანებებით: ფორმაში მოქმედებების შესრულება შეიძლება კონტექსტური მენიუს დახმარებითაც: 

 

საბუთის ნახვა ბრძანების გამოყენებით ეკრანზე გამოდის შესაბამისი ჩანაწერის (საქონლის შეძენა, რეალიზაცია, ჩამოწერა) რედაქტირების ფანჯარა, სადაც შესაძლებელია საჭირო დეტალების გარკვევა. 

 

იხილეთ აგრეთვე: 

 

ცხრილი (Grid) 

Copyright (c) 2016. All rights reserved.
რას ფიქრობთ ამ თემაზე? მოსაზრების გაგზავნა!