Apex ERP Documentation
შინაარსიIndexHome
PreviousUpNext
თვითღირებულების ისტორია

თვითღირებულების ისტორია არის კონტექსტური მენიუს ბრძანება, რომლის დანიშნულებაა მოგვაწოდოს ინფორმაცია საქონლის თვითღირებულების შესახებ. იგი გამოდის ისეთ ფორმებში სადაც ადგილი აქვს სასაქონლო ოპერაციებს. თვითღირებულების ისტორია მოცემულია ცხრილის სახით და შეიცავს შემდეგ სვეტებს: ოპერაციის კოდი, თარიღი, საბუთის ნომერი, საქონლის რაოდენობა, ერთეულის ღირებულება ანგარიშ-ფაქტურით, ერთეულის საბაჟო ხარჯები, ერთეულის ღირებულება სულ (საბაჟო ხარჯების ჩათვლით). ფორმაში საშუალება გვაქვს გავაანალიზოთ, თუ რა ცვლილებები მოხდა თვითღირებულების ფორმირებაში თითოეული შეძენის შემთხვევაში. სვეტების ბოლოს კი მოცემული გვაქვს საშუალო თვითღირებულება. 

ბრძანების გამოყენებით ეკრანზე გამოდის ფორმა : "თვითღირებულების ისტორია": 

 

ფორმის გაფილტვრა შესაძლებელია შემდეგი ელემენტებით:

  • თარიღის შუალედის ასარჩევი ელემენტი;
  • შტრიხკოდი (Combo box)-ავტომატურად არჩეულია იმ საქონლის შტრიხკოდი, რომელზეც გამოძახებული იქნა კონტეკსტური მენიუ საქონლის მოძრაობის (შეძენა, რეალიზაცია, ჩამოწერა) ფანჯარაში, თუმცა შეიძლება სხვა შტრიხკოდის არჩევაც;
  • საქონელი (Combo box)-ფორმაში შესვლისას სვეტი ცარიელია. შეიძლება საქონლის დასახელების არჩევა, რაც ავტომატურად გამოიწვევს შტრიხკოდის სვეტში ცვლილებას;
საქონლის (შტრიხკოდის) ისტორიის ფორმას აქვს მენიუ ბრძანებებით:  

იხილეთ აგრეთვე: 

 

ცხრილი (Grid) 

Copyright (c) 2016. All rights reserved.
რას ფიქრობთ ამ თემაზე? მოსაზრების გაგზავნა!