Apex ERP Documentation
შინაარსიIndexHome
PreviousUpNext
საქონლის გადაადგილება

საქონლის გადაადგილების ოპერაციის საშუალებით შესაძლებელია საქონლის, ნედლეულისა და მასალების ერთი საწყობიდან მეორე საწყობში გადატანა-შიდა გადაადგილება*, იგი ანალოგიურია ოპერაციისა „საქონლის შეძენა შიდა ბაზარზე”, თუმცა დღგ-ს განაკვეთის გაანგარიშებას სისტემა არ განახორციელებს, ვინაიდან ოპერაცია არ აღიქმება საქონლის მიწოდებად. ოპერაცია შესაძლებელია ასევე გამოვიყენოთ საქონლის ნაშთების კონტროლისათვის: როდესაც საწყობში საქონლის ნაშთი ნულის ტოლია და ამავე დროს საჭიროა მომხმარებელზე მიყიდვა, შეგვიძლია შევასრულოთ გადაადგილების ოპერაცია და შევავსოთ მარაგი. 

სისტემაში შესაძლებელია მომხმარებელს მივანიჭოთ ან შევუზღუდოთ წვდომა ოპერაციის შესრულებაზე (ადმინისტრირება=>უფლებების მართვა), თუ მომხმარებელს წვდომა აქვს ოპერაციის შესრულებაზე, შესაბამისად ხელმისაწვდომი უნდა იყოს მისთვის საბალანსო ანგარიშების გამოყენებაც, რომელიც დაკავშირებულია აღნიშნული ოპერაციის შესრულებასთან. 

ოპერაციის შესრულების შედეგად სრულდება ერთი ბუღალტრული გატარება:

  1. დებეტი-1600 კრედიტი-1600 (საქონლის შიდა გადაადგილება).
ოპერაციის ასაწყობად იქმნება შაბლონი, რომელზეც ჩაბმულია ფორმა 1006 (საქონლის შიდა გადაადგილება). ოპერაციის შაბლონის შექმნის შემდეგ "საბუთის დამატების" ბრძანების გამოყენებით ხდება ოპერაციის არჩევა, შედეგად ეკრანზე გამოდის ფორმა "საქონლის გადაადგილება (დამატება)": 

 

თავდაპირველად ივსება ფორმის „დეტალების“ სვეტები: 

  1. ოპერაცია (Combo box)-ოპერაციის კოდი არჩეულია საწყის ეტაპზე, ამიტომ მისი შეცვლა შეუძლებელია;
  2. ოპერაციის თარიღი-ოპერაციის შესრულების თარიღი;
  3. გადახდის თარიღი-მომწოდებლისათვის თანხის გადახდის თარიღი;
  4. საბუთის №-შეტანა შესაძლებელია ხელით;
  5. შემ. საწყობი (Combo box)-ვირჩევთ იმ საწყობს, სადაც ხდება საქონლის გადატანა;
  6. გას. საწყობი (Combo box)-ვირჩევთ იმ საწყობს, რომლიდანაც განხორციელდა საქონლის გადატანა.

ფორმას აქვს ღილაკი ჩამრთველი (ალამი):

  • პროექტი-ღილაკის ჩართვით უზრუნველყოფილია ოპერაციის პროექტის სახით შენახვა. საქონელი, რომლის შიდა გადაადგილება შენახულია პროექტის სახით, საქონლის ნაშთებში ჩანს, მაგრამ არ გამოჩნდება რეალიზაციის დროს;

ფანჯარას აქვს მენიუ შემდეგი ბრძანებებით:

 

ფანჯარას აქვს ორი აქტიური სვეტი:

  1. საქონელი (Combo box)-სვეტში ირჩევენ საქონელს, რომლის გადატანაც ხდება ერთი საწყობიდან მეორეში, მოხრილი ისრით ანახლებენ მონაცემებს. არტიკულის არააქტიურ ველში ავტომატურად ჩაიწერება არჩეული საქონლის შიდა კოდი;
  2. რაოდენობა-სვეტში იწერება არჩეული საქონლის გადასატანი რაოდენობა. ყუთების რაოდენობის არააქტიური ველი შეივსება ავტომატურად.
ფანჯრის მარჯვენა ქვედა კუთხეში გამოტანილია საჭირო ინფორმაცია:
  • რაოდენობა ყუთში-ინფორმაცია მოგვეწოდება საქონლის რეგისტრაციის დროს "რაოდენობა ყუთში" მითითებული გრაფის მიხედვით;
  • ნაშთი-გვიჩვენებს საქონლის რაოდენობას გასავლის საწყობში. იმ შემთხვევაში, თუ რაოდენობის სვეტში ჩავწერთ არსებულ ნაშთზე მეტს, გამოვა შეტყობინება "საქონლის რაოდენობა აღემატება არსებულ ნაშთს", შესაბამისად საქონლის ამორჩევას ვერ შევძლებთ.
ფანჯარას აქვს მენიუ ბრძანებებით:
  • ამორჩევა-მისი გამოყენებით ამორჩეული საქონელი (თუ მისი რაოდენობა არ აღემატება არსებულ ნაშთს) დაემატება ფანჯარაში "საქონლის გადაადგილება (დამატება)". ფანჯრიდან გაუსვლელად შეიძლება საქონლის ამორჩევა შეუზღუდავად.
  • გასვლა.
 

  • f(x)შემოსავლები–ბრძანება აქტიურია ფანჯარაში საქონლის დამატებამდე. მისი გამოყენებით ეკრანზე გამოდის ფანჯარა "საქონლის შემოსავლები":
 

ფანჯარას აქვს თარიღის ასარჩევი ელემენტი, საწყობის ასარჩევი სვეტი(Combo box), სადაც ავტომატურად არჩეულია გასავლის საწყობი და მომწოდებლის ასარჩევი (Combo box). 

ფანჯარას აქვს ორი ჩანართი: საქონლის შემოსავლები და შემოსავლის დეტალები. 

საქონლის შემოსავლების ჩანართი წარმოადგენს ცხრილს. ცხრილში განახლების შემდეგ გამოჩნდება საქონლის შემოსავლები მომწოდებლების მიხედვით ჯამურად. თითოეულ სტრიქონზე ორჯერ დაჭერის შემდეგ ავტომატურად გადავდივართ მეორე ჩანართში სადაც მოცემულია შემოსავლის დეტალური გაშიფვრა. 

  • მენიუს ზოლში აქტიურია ბრძანებები:
    • განახლება;
    • ნაშთის გადატანა-ბრძანება უზრუნველყოფს მომწოდებლის მიერ, კონკრეტული საბუთით მოწოდებული საქონლის სრულად გადატანას ფორმაში;
    • შემოსავლის გატატანა-ბრძანება ფორმაში ჩნდება "ნაშთის გადატანა" ბრძანების გამოყენების შემდეგ, მისი გამოყენების შედეგად "საქონლის გადაადგილების" ფორმაში კონკრეტული საბუთით მოწოდებული საქონლის ფაქტიური ნაშთი გადაიტანება;
    • ექსპორტი–ბრძანების გამოყენებით "საქონლის შემოსავლების" ფანჯარა იხურება, ხოლო საქონლის მთლიანი ნაშთები გადადის ფანჯარაში "საქონლის გადაადგილება (დამატება)". ფანჯრის რედაქტირების რეჟიმში შესვლის დროს შესაძლებელია გადატანილი ნაშთების შეცვლა.
    • გასვლა.
  • შენახვა–თუ საქონლის გადაადგილების ოპერაციის შესრულების დროს (როცა შესრულებული გვაქვს საქონლის დამატება), გაირკვა რომ საქონლის გადაადგილება მოცემული მომენტისათვის ვერ განხორციელდება, მაგრამ იგი შეიძლება განხორციელდეს მომავალში, სერვისის ბრძანება „შენახვაზე“ მაუსისი მარცხენა ღილაკზე დაჭერით შესაძლებელი ხდება შესრულებული სამუშაოს შენახვა ფაილის სახით „xml“ ფორმატში სასურველ მისამართზე.
  • ამოკითხვა–ბრძანებაზე მაუსის მარჯვენა ღილაკზე დაჭერით ავტომატურად გადავდივართ იქ სადაც შენახულია „xml“ ფორმატის ფაილი. ფაილის მონიშვნისა და „Open“ ღილაკზე დაჭერის შემდეგ ხდება ფაილიდან ინფორმაციის სისტემაში დაბრუნება;
  • შედარება-ბრძანებით ხდება ბუღალტრული და ფაქტობრივი რაოდენობის შედარება;
შენახვა-ბრძანების გამოყენების შემდეგ ფორმა იხურება და კვლავ გამოდის ეკრანზე განმეორებით "საქონლის გადაადგილება (რედაქტირება) და აქტიურდება ბრძანებები: 

  • ხარჯები;
  • ზედნადების პარამეტრები–ბრძანების დანიშნულებაა სასაქონლო ზედნადების რეკვიზიტების სრულყოფილად შევსება ან საჭიროების შემთხვევაში შეცვლა (ძირითადი მონაცემები ზედნადებში გადმოდის სისტემის სხვადასხვა მოდულებიდან). ბრძანების გამოყენების შემდეგ ეკრანზე გამოდის ფანჯარა "ზედნადების ინფორმაცია":
 

ფანჯარას აქვს ორი ჩანართი: ძირითადი და ტრანსპორტი:

  • ძირითად ჩანართს აქვს შემდეგი სვეტები:
    • ნომერი და თარიღი-ნომრის სვეტში ავტომატურად გადმოდის რეალიზაციის ფანჯრის ველში "საბუთის №" შეტანილი ჩანაწერი, თუმცა შეიძლება მისი შეცვლა. თარიღის სვეტში მითითებულია ოპერაციის შესრულების თარიღი. ასევე შესაძლებელია მისი შეცვლა;
    • გამყიდველი-სვეტი არ შეივსება, რადგან ოპერაცია წარმოადგენს საქონლის გადატანას საწყობიდან საწყობში;
    • მყიდველი-სვეტი არ შეივსება, რადგან ოპერაცია წარმოადგენს საქონლის გადატანას საწყობიდან საწყობში;
    • გამგზავნის მისამართი-სვეტი აქტიურია და შეიძლება ცვლილებების შეტანა;
    • მიმღების მისამართი-სვეტი აქტიურია;
    • გამგზავნი-სვეტი აქტიურია;
    • მიმღები-სვეტი აქტიურია;
  • ტრანსპორტის ჩანართზე გადასვლისას ეკრანზე გამოდის შემდეგი სვეტები და ღილაკები:
 

ოპერაციის შინაარსი-მოიცავს გადართვის ღილაკებს: მიწოდება,გადაზიდვა, დისტრიბუცია. ვინაიდან საქონლის შიდა გადაადგილება არის საქონლის გადაზიდვა ერთი საწყობიდან მეორეში, ამიტომ გააქტიურებული იქნება გადართვის ღილაკი "გადაზიდვა". სასაქონლო ზედნადებში შესაბამისად მონიშნული იქნება სტრიქონი "გადაზიდვა".

  • მანქანის ნომერი (Combo box)-მონაცემები გადმოაქვს დისტრიბუციის მოდულიდან (დისტრიბუცია => პრესელერები => ექსპედიცია => მანქანები), სვეტი აქტიურია და შეძლება ჩანაწერის შეცვლა;
  • მანქანის მარკა-მონაცემები გადმოაქვს დისტრიბუციის მოდულიდან (დისტრიბუცია => პრესელერები => ექსპედიცია => მანქანები), სვეტი აქტიურია და შეძლება ჩანაწერის შეცვლა;
  • მძღოლის პირადი ნომერი-მონაცემები გადმოაქვს დისტრიბუციის მოდულიდან (დისტრიბუცია => პრესელერები => ექსპედიცია => მძღოლები), სვეტი აქტიურია და შეძლება ჩანაწერის შეცვლა;
ფანჯარას ორივე ჩანართზე აქვს მენიუ სტანდარტული ბრძანებებით: შენახვა, გასვლა. ბრძანებების გამოყენების შემთხვევაში (ნებისმიერ ჩანართზე) ფანჯარა იხურება, ამიტომ მეორე ჩანართში ცვლილებების შესატანად საჭიროა ფანჯრის თავიდან გამოძახება. ფორმაში "საქონლის გადაადგილება (დამატება)" მოქმედებების შესრულება შეიძლება კონტექსტური მენიუს დახმარებითაც, რომელსაც განსხვავებით მთავარი მენიუსაგან აქვს ბრძანება "ანალიზი" (ჩამონათვალის ღილაკი), რომლის დანიშნულებაა ფორმიდან გაუსვლელად მივიღოთ საქონლის შესახებ ამომწურავი ინფორმაცია: შესრულებული ბუღალტრული გატარების ნახვა და რედაქტირება შესაძლებელია „გატარებულ საბუთებში“ ან „პირად ბარათებზე“. 

 

* შენიშვნა: საქონლის ერთი საწყობიდან მეორეში გადატანა შეიძლება საქონლის მოდულიდანაც (საქონელი => საქონლის გადატანა) 

 

იხილეთ აგრეთვე: 

 

ცხრილი (Grid), საქონლის შეძენა შიდა ბაზარზე, გატარებულ საბუთები,პირად ბარათები. 

Copyright (c) 2016. All rights reserved.
რას ფიქრობთ ამ თემაზე? მოსაზრების გაგზავნა!