Apex ERP Documentation
შინაარსიIndexHome
PreviousUpNext
გატარებული საბუთები

გატარებული საბუთები არის ბუღალტერიის ბრძანება, ბუღალტერიის მოდულის ეს ბრძანება გვიჩვენებს გატარებულ საბუთებს დროის იმ პერიოდში, რომელსაც მივუთითებთ "თარიღის შუალედის" გრაფაში. "გატარებული საბუთები" ბრძანების გამოყენებით ეკრანზე გამოდის ფორმა: 

 

ფორმის გაფილტვრა შესაძლებელია შემდეგი ელემენტებით:

ფორმას მარჯვენა კუთხეში აქვს ღილაკი „დამატებითი“, მისი გამოყენებით გამოდის დამატებითი ელემენტები:

  • საბ. ანგარიში (დბ) (Combo box);
  • საბ. ანგარიში (კრ) (Combo box);

"გატარებული საბუთების" მენიუს აქვს ბრძანებები:

  • ფანჯარაში განთავსებულია ბრძანებები:
    • ფაილის არჩევა-ბრძანებით ხდება Microsoft Excel-ის ფაილის მოძიება კომპიუტერში, არჩევის შედეგად ფაილში მითითებული ოპერაციები დაიმპორტდება ფანჯრის ზედა ნაწილში;
    • შემოწმება-ბრძანება აქტიურდება მას შემდეგ, რაც Microsoft Excel-ის ფაილის არჩევა განხორციელდება, იგი უზრუნველყოფს შაბლონში მითითებული მონაცემების შემოწმებას.
    • შენახვა-ბრძანება აქტიურდება მას შემდეგ, რაც მოხდება იმპორტირებული ფაილის შემოწმება;
    • შაბლონი-ბრძანება უზრუნველყოფს Microsoft Excel-ის ფაილის გადმოწერას თქვენს კომპიუტერში, შაბლონში პირველ ხაზზე მოცემულია გრაფების დასახელებები, რომლის მიხედვითაც ხდება ფაილის შევსება;
    • გასვლა.
  • კოპირება;
  • შენიშვნა;
  • ბეჭდვა (ჩამონათვალის ღილაკი):
    1. სიის ბეჭდვა;
  • გასვლა.
იგივე მოქმედების შესრულება შეიძლება კონტექსტური მენიუდანაც, რომელსაც მთავარი მენიუს ზოლში განთავსებული ბრძანებების გარდა დამატებით აქვს შემდეგი ბრძანებები:
  • მიმაგრებული ფაილები-უზრუნველყოფს ჩანაწერისათვის სასურველი ფაილის მიბმას (მაგ: ინვოისი);
  • კომენტარები;
  • ბრუნვები ანალიზურ ანგარიშზე-გამოაქვს შესაბამისი ანალიზური ანგარიშის ბრუნვები;
  • ჩანაწერის ისტორია-გვიჩვენებს ცვლილებების შესახებ ინფორმაციას (გვიჩვენებს საბუთის შექმნისა და შეცვლის დროს);
  • პროექტის მიყენება/პროექტის მოხსნა-ბრძანების ჩართვით უზრუნველყოფილია ოპერაციის პროექტის სახით შენახვა. საბუთი რომელიც შენახულია პროექტის სახით, ნაშთებში სჩანს, მაგრამ არ გამოჩნდება მასზე რაიმე ოპერაციის შესრულების დროს, მანამდე სანამ პროექტის მოხსნა არ განხორციელდება (ადმინისტრირება=>უფლებების მართვა);
  • ბლოკირება, ბლოკირების მოხსნა.
 

იხილეთ ასევე: 

 

ცხრილი (Grid). 

Copyright (c) 2016. All rights reserved.
რას ფიქრობთ ამ თემაზე? მოსაზრების გაგზავნა!