Apex ERP Documentation
შინაარსიIndexHome
PreviousUpNext
ბუღალტერია

ბუღალტერია არის ბუღალტერიის მოდულის ბრძანებათა ჯგუფი, რომელიც შეიცავს შემდეგ ბრძანებებს:

  • საბუთის დამატება-ბრძანების დახმარებით შესაძლებელია ოპერაციის არჩევა და შესრულება;
  • პირადი ბარათი-ბრძანების გამოყენებით ეკრანზე გამოვა ფორმა სადაც შესაძლებელია კონკრეტულ ანალიზურ ანგარიშზე ბრუნვების ნახვა და კონკრეტული გატარების რედაქტირება;
  • გატარებული საბუთები-გვიჩვენებს მომხმარებლების მიერ შესრულებულ ბუღალტრულ ოპერაციებს თარიღების მიხედვით;
  • ბალანსი-გვიჩვენებს საწარმოს ფინანსური მდგომარეობის ამსახველ სურათს დროის კონკრეტული მომენტისათვის;
  • სხვადასხვა ოპერაციები-ბრძანება შეიცავს ჩამონათვალს, მისი დახმარებით შესაძლებელია სავალუტო ანგარიშების გადაანგარიშება და საბუთების (სალაროს საბუთები)გადანომრვა;
  • ინვოისები-უზრუნველყოფს საქონლის რეალიზაციის დროს გამოწერილი სასაქონლო ზედნადებების ერთად თავმოყრასა და საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურის გამოწერის დროს მასზე მიბმას;
  • დღგ-ს ჩათვლა-ბრძანების დანიშნულებაა დღგ-ის ჩათვლის ოპერაციის შესრულება.
  • rs.ge სერვისები-სერვისებიდან ხდება ანგარიშ-ფაქტურებისა და ელექტრონული სასაქონლო ზედნადებების მართვა. იგი გულისხმობს შემოსავლების სამსახურის ვებ-გვერდზე ანგარიშ-ფაქტურებისა და სასაქონლო ზედნადებების ატვირთვას, მათი ნომრების ჩამოტვირთვას და საბუთებზე მიბმას. ასევე უზრუნველყოფს მიღებული სასაქონლო ზედნადების საფუძველზე საქონლის შემოსავალში ავტომატურ აყვანას;
  • ტარის აღრიცხვა-უზრუნველყოფს ტარის ბრუნვის ავტომატიზაციას.
 

სათაური 
აღწერა 
საბუთის დამატება არის ბუღალტერიის მენიუს ბრძანება, რომლის დანიშნულებაა მომხმარებელს მისცეს საშუალება ეკრანზე გამოიძახოს საჭირო სტანდარტული ოპერაციის ასარჩევი ფანჯარა (ბუღალტერია => საბუთის დამატება), სადაც მოცემულია მზა შაბლონები. ბრძანების გამოყენებით ეკრანზე გამოდის დიალოგური ფანჯარა–"ოპერაციის ტიპები":

ფანჯარა წარმოადგენს ორსვეტიან ცხრილს:
  1. კოდი-სვეტში მოცემულია ოპერაციის კოდი ციფრებით;
  2. დასახელება-სვეტში მოცემულია მზა შაბლონების დასახელებები.
ფანჯარა ეკრანზე გამოდის სტანდარტული ზომით, მისი შეცვლა (გაზრდა ან შემცირება) შესაძლებელია მაუსის დახმარებით. მიიტანეთ ისარი ფანჯრის მარჯვენა ქვედა კუთხესთან, იგი გადაიქცევა ორმხრივ ისრად. მაუსის მარცხენა ღილაკის დაჭერით და მოძრაობით შესაძლებელია ფანჯრის ზომების შეცვლა ეკრანზე.
ფანჯარას აქვს ორი ბრძანება:
  • ამორჩევა-ბრძანების გამოყენებით ხდება ჩამონათვალში მონიშნული ოპერაციის... დაწვრილებით 

პირადი ბარათი არის ბუღალტერიის მენიუს ბრძანება, რომლის დანიშნულებაა გვაჩვენოს ანალიზურ ანგარიშებზე შესრულებული გატარებები თარიღების მიხედვით. დებიტორების პირადი ბარათი ნათელ სურათს გვაძლევს დებიტორული დავალიანების თანხების, მათ მიერ დაფარული და დარჩენილი დებიტორული დავალიანების შესახებ. ანალოგიურად ვალდებულებების ანგარიშები გვაწვდის ინფორმაციას, თუ რა ოდენობით წარმოექმნა საწარმოს ვალდებულებები, რამდენია დაფარული და კრედიტორული დავალიანების რა ნაშთი გააჩნია საწარმოს მოცემული მომენტისათვის. ასევე ნაშთები მოგვეწოდება სისტემაში არსებულ საბალანსო და ანალიზურ ანგარიშებზე (სალარო, ბანკი, გადასახდელი დღგ, ჩასათვლელი დღგ და ა.შ.).
ბრძანების გამოყენებით ეკრანზე გამოდის ფანჯარა "ბრუნვები ანალიზურ ანგარიშზე":

ფორმას მარცხენა ნაწილში აქვს ჩანართიანგარიშების ჩამონათვალი“, სადაც მოცემულია საბალანსო ანგარიშების ჩამონათვალი. ანგარიშების ჩამონათვალს აქვს ფილტრი (... დაწვრილებით 

გატარებული საბუთები არის ბუღალტერიის ბრძანება, ბუღალტერიის მოდულის ეს ბრძანება გვიჩვენებს გატარებულ საბუთებს დროის იმ პერიოდში, რომელსაც მივუთითებთ "თარიღის შუალედის" გრაფაში. "გატარებული საბუთები" ბრძანების გამოყენებით ეკრანზე გამოდის ფორმა:

ფორმის გაფილტვრა შესაძლებელია შემდეგი ელემენტებით:

ფორმას მარჯვენა კუთხეში აქვს ღილაკი „დამატებითი“, მისი გამოყენებით გამოდის დამატებითი ელემენტები:

  • საბ. ანგარიში (დბ) (Combo box);
  • საბ. ანგარიში (კრ) (Combo box);

"გატარებული საბუთების" მენიუს აქვს ბრძანებები:

ბალანსი არის მოდულის "ბუღალტერია" მენიუს ბრძანება, რომლის დანიშნულებაა გვაჩვენოს საწარმოს ფინანსური მდგომარეობის ამსახველი სურათი დროის კონკრეტული მომენტისათვის, "განახლების" ბრძანებით ეკრანზე გამოვა პერიოდის განმავლობაში გამოყენებული ანგარიშების ჩამონათვალი, საწყისი ნაშთი, დებეტის ბრუნვა, კრედიტის ბრუნვა და საბოლოო ნაშთი.
ბალანსი გვაწვდის ინფორმაციას როგორც ნაღდი ფულის ნაშთის შესახებ სალაროსა და საბანკო ანგარიშებზე, ასევე დებიტორული და კრედიტორული დავალიანებების ბრუნვებისა და ნაშთების შესახებ, თუ რა თანხისაა საწარმოს აქტივები, როგორია საქონლისა და მზა პროდუქციის ბრუნვები და ნაშთები, საწარმოს შესაფუთი, ტარა-მასალები და სხვა მარაგები. სრული სურათი გვაქვს საწარმოს შემოსავლების შესახებ, როგორც გაყიდვებიდან ასევე სხვა არასაოპერაციო შემოსავლებიდან, ასევე გვაძლევს ხარჯების ანალიზის საშუალებას, როგორიცაა ხელფასის ხარჯი, ძირითადი... დაწვრილებით 
სხვადასხვა ოპერაციები (ბუღალტერია => საბუთის დამატება), არის ბუღალტერიის მენიუს ბრძანება (ჩამონათვალის ღილაკი):
ინვოისები არის მოდულის "ბუღალტერია" მენიუს ბრძანება (ბუღალტერია => ინვოისები), რომლის დანიშნულებაა მომხმარებლებზე საქონლის რეალიზაციის დროს გამოწერილი სასაქონლო ზედნადებების ერთად თავმოყრა და შემდგომში გაერთიანებული საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურის ატვირთვა.
"ინვოისები" ბრძანების გამოყენებით ეკრანზე გამოდის ფანჯარა "ინვოისები":

ფორმის მარცხენა ნაწილში განთავსებულია ჩანართი "ფილტრი", რომელიც თავის მხრივ შეიცავს ორ სტატიკურ ჩანართს: კლიენტები და პერიოდი, რომლებიც ფორმაში ფილტრის საშუალებასაც წარმოადგენენ.
  1. კლიენტები-სტატიკურ ჩანართში მოცემულია კლიენტები ანალიზური ანგარიშების მიხედვით. ინფორმაციის განახლება ხდება კონტექსტური მენიუს ბრძანებიდან "განახლება",რომელიც გამოდის ცხრილის შესაბამის ადგილას მაუსის მარჯვენა ღილაკზე დაჭერით;
  2. პერიოდები-სტატიკურ ჩანართში მოცემულია ინფორმაცია პერიოდის მიხედვით, ფორმიდან შესაძლებელია ინფორმაცია მივიღოთ წლების და თვეების მიხედვით, თუ... დაწვრილებით 
დღგ-ს ჩათვლა არის მოდულის "ბუღალტერია" მენიუს ბრძანება (ბუღალტერია => დღგ–ს ჩათვლა), რომლის დანიშნულებაა დღგ-ის ჩათვლის ოპერაციის შესრულება.
ოპერააციის გამოყენება საკმაოდ მოსახერხებელია იმ შემთხვევაში, როდესაც შეძენის ოპერაცია განხორციელებულია, მაგრამ ანგარიშ-ფაქტურა მოგვიანებით იქნა მიღებული. პროგრამაში გვაქვს ჩასათვლელი დღგ-ს ორი ანალიზური ანგარიში (მაგ: 3340000100 და 3340000200). პირველი ანალიზური ანგარიში გამოიყენება, როდესაც გვაქვს დღგ-ს ჩასათვლელი თანხა, მაგრამ ჩათვლა ჯერ არ განხორციელებულა ჩათვლის დოკუმენტის არქონის გამო. ანგარიშ-ფაქტურის მიღების შემდეგ კი დღგ-ს თანხას ვითვლით მეორე ანალიზურ ანგარიშზე. (მაგ: შეძენილია საქონელი და ჩასათვლელი დღგ-ს თანხამ შეადგინა 500 ლ. ფაქტურა არ არის მიღებული. ამიტომ ეს თანხა გატარდება: დ 3340000100 კ 3110000100 (500ლ.), ხოლო ანგარიშ-ფაქტურის... დაწვრილებით 
rs.ge სერვისები (ბუღალტერია => rs.ge სერვისები) არის მოდულის "ბუღალტერია" მენიუს ბრძანება (ჩამონათვალის ღილაკი):
  1. ელექტრონული ანგარიშ-ფაქტურები-მომხმარებლებზე საქონლის რეალიზაციის დროს გამოწერილი საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურებისა ატვირთვა და მიღებული ანგარიშ-ფაქტურების დადასტურება შემოსავლების სამსახურის სერვერზე;
  2. ელექტრონული ზედნადებები-მომხმარებლებზე საქონლის რეალიზაციის დროს გამოსაწერი ზედნადებების ატვირთვა და მომწოდებლებისაგან გადმოგზავნილი სასაქონლო ზედნადებების "დადასტურება" (სისტემაში იმპორტი (ჩამოტვირთვა))*;
  3. ნავთობპროდუქტების სპეციალური ანგარიშ-ფაქტურა-მომხმარებლებზე საქონლის რეალიზაციის დროს გამოწერილი ნავთობპროსუქტების სპეციალური საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურებისა ატვირთვა შემოსავლების სამსახურის სერვერზე და გადაგზავნა მომხმარებლისათვის;
  4. საქონლის შესაბამისობები;
  5. კლიენტები;
  6. საბუთების შედარება;
  7. ნავთობპროდუქტების შესაბამისობა;
  8. ზედნადების ნომრების გადატანა შიდა ნომერში-ბრძანება უზრუნველყოფს რეალიზაციის საბუთზე ზედნადების ნომრის ავტომატურ გადატანას.
 
Copyright (c) 2016. All rights reserved.
რას ფიქრობთ ამ თემაზე? მოსაზრების გაგზავნა!