Apex ERP Documentation
შინაარსიIndexHome
PreviousUpNext
ნავთობპროდუქტების სპეციალური ანგარიშ-ფაქტურა

ნავთობპროდუქტების სპეციალური ანგარიშ-ფაქტურა-ფორმიდან შესაძლებელია როგორც ნავთობპროდუქტის სპეციალური ანგარიშ-ფაქტურის ატვირთვა, გადაგზავნა, ასევე მიღებული სპეც. ანგარიშ-ფაქტურის დადასტურება და უარყოფა. ბრძანების გამოყენების შემდეგ ეკრანზე გამოვა ფორმა "სპეც ანგარიშ-ფაქტურების მართვა": 

 

ფორმის გაფილტვრა შესაძლებელია თარიღის მიხედვით. 

ფორმას აქვს სამი ჩანართი:

  1. საბუთები-ჩანართში განახლების ბრძანების გამოყენების შემდეგ გამოჩნდება ჩვენს მიერ სისტემაში გატარებული რეალიზაციის საბუთები, რომელსაც ფორმაში "ოპერაციის პარამეტრები" ჩართული აქვს ღილაკი "სპეც. ფაქტურები".
  • საბუთების ჩანართში აქტიური არის ბრძანებები:
    • განახლება;
    • მონიშვნა, ინვერსია, მოხსნა;
    • დამატება-ბრძანება აქტიურია იმ შემთხვევაში, თუ საბუთის მიხედვით არ არის ატვირთული სპეც. ანგარიშ-ფაქტურა. მისი გამოყენებით ხდება ნავთობპროდუქტის სპეციალური ანგარიშ-ფაქტურის შექმნა, შედეგად ეკრანზე გამოვა ფანჯარა "ნავთობპროდუქტების სპეციალური საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურა":
 

ფანჯარაში შესავსები გრაფები ცვლილებას განიცდის ნავთობპროდუქტის ტრანსპორტირების "ტიპის (combo box)" მიხედვით და ივსება ანალოგიურად, როგორც RS.GE-დან ატვირთვის შემთხვევაში.

 

  1. სპეც. ფაქტურები-ჩანართში განახლების შემდეგ გამოჩნდება ჩვენს მიერ ატვირთული სპეც. ანგარიშ-ფაქტურები. ფორმაში ბრძანებები ცვლილებას განიცდის შექმნილი სპეც. ანგარიშ-ფაქტურების სტატუსების მიხედვით. სპეც.
  • ფაქტურების ჩანართში აქტიური არის ბრძანებები:
    • განახლება;
    • მონიშვნა, ინვერსია, მოხსნა;
    • დეტალები-ბრძანება აქტიურია ნებისმიერი სტატუსის მქონე სპეც. ანგარიშ-ფაქტურის შემთხვევაში. მისი გამოყენების შედეგად ნავთობპროდუქტის სპეციალური ანგარიშ-ფაქტურა გამოდის ნახვის რეჟიმში;
    • რედაქტირება-ბრძანება აქტიურია ახალი ან უარყოფილი სტატუსის მქონე სპეც. ანგარიშ-ფაქტურის სტრიქონის დაფიქსირების შემთხვევაში. მისი გამოყენების დროს რედაქტირდება მხოლოდ "ნავთობპროდუქტის ტრანსპორტირების დაწყების ადგილის ან ბუნკირების გემის სარეგისტრაციო ნომერი" და "ნავთობპროდუქტის ტრანსპორტირების დამთავრების ადგილის ან ბუნკირების გემის სარეგისტრაციო ნომერი";
    • წაშლა-ბრძანება აქტიურია ახალი ან უარყოფილი სტატუსის მქონე სპეც. ანგარიშ-ფაქტურის სტრიქონის დაფიქსირების შემთხვევაში. მისი გამოყენებით შესაძლებელია გადასაგზავნი სპეც. ანგარიშ-ფაქტურის წაშლა;
    • გადაგზავნა-ბრძანება აქტიურია ახალი ან უარყოფილი სტატუსის მქონე სპეც. ანგარიშ-ფაქტურის სტრიქონის დაფიქსირების შემთხვევაში. მისი გამოყენებით ხდება სპეც. ანგარიშ-ფაქტურის გადაგზავნა მყიდველისათვის;
    • ტრანსპორტირების დაწყება-ბრძანება აქტიურდება დადასტურებული სტატუსის მქონე სპეც ანგარიშ-ფაქტურის შემთხვევაში;
    • გასვლა.
 

  1. მიღებული სპეც ფაქტურები-ჩანართში განახლების შემდეგ გამოჩნდება ჩვენთვის ატვირთული სპეც. ანგარიშ-ფაქტურები. ფორმაში ბრძანებები ცვლილებას განიცდის სპეც. ანგარიშ-ფაქტურების სტატუსების მიხედვით.
  • მიღებული სპეც.ფაქტურების ჩანართში აქტიური არის ბრძანებები:
    • განახლება;
    • მონიშვნა, ინვერსია, მოხსნა;
    • დეტალები-ბრძანება აქტიურია ნებისმიერი სტატუსის მქონე სპეც. ანგარიშ-ფაქტურის შემთხვევაში. მისი გამოყენების შედეგად ნავთობპროდუქტის სპეციალური ანგარიშ-ფაქტურა გამოდის ნახვის რეჟიმში;
    • დასტური-ბრძანება აქტიურია "გადაგზავნილი, დასადასტურებელი" სპეც. ანგარიშ-ფაქტურის სტრიქონის დაფიქსირების შემთხვევაში, მისი გამოყენებით ხდება გამყიდველის მიერ გადმოგზავნილი სპეც. ანგარიშ-ფაქტურის დადასტურება;
    • უარყოფა-ბრძანება აქტიურია "გადაგზავნილი, დასადასტურებელი" სპეც. ანგარიშ-ფაქტურის სტრიქონის დაფიქსირების შემთხვევაში, მისი გამოყენებით ხდება გამყიდველის მიერ გადმოგზავნილი სპეც. ანგარიშ-ფაქტურის უარყოფა;
    • გასვლა.

Copyright (c) 2016. All rights reserved.
რას ფიქრობთ ამ თემაზე? მოსაზრების გაგზავნა!