ჩანართი არის ინსტრუმენტული ლენტის არქიტექტურული ელემენტი. ლენტა შედგება ჩანართებისგან (ინსტრუმენტული ლენტა- ეს არის ახალი გრაფიკული კონტეინერი მართვის ელემენტებისთვის). თითოეული ჩანართი აერთიანებს ერთტიპიან ობიექტებს ან მართვის საშუალებებს, რომლებიც საერთო ამოცანის ამოხსნას ეხება. ერთი ჩანართის მართვის ელემენტები, ერთ ჯგუფში ერთიანდება. არსებობს სამი ტიპის ჩანართი: სტანდარტული, კონტექსტური, ფუნქციონალური.
სისტემაში უმეტესად გამოიყენება კონტექსტური ჩანართები. კონტექსტური ჩანართები დაკავშირებულია კონკრეტულ ამოცანასთან და მხოლოდ მაშინ იხსნება, როდესაც ამ ამოცანის შესრულებას ვიწყებთ.
ჩანართების ნაწილი არის სტატიკური ნაწილი კი მოძრავი. მოძრავი ჩანართები შეგვიძლია განვათავსოთ ფორმაში ჩვენთვის სასურველ ადგილზე. ამისათვის მაუსი დააჭირეთ ჩანართის ზედა (სათაურის შემცველი) პანელზე, მიუახლოვეთ ეკრანზე გაჩენილ მიმართულების მანიშნებელ ისარს და აუშვით, ჩანართი განთავსდება შესაბამის ადგილზე.
მოძრავ ჩანართებს მარჯვენა ზედა კუთხეში აქვს -ღილაკი. როცა ღილაკი ვერტიკალურადაა, მაშინ ჩანართი სტატიკურადაა განთავსებული ფორმაზე კონკრეტულ ადგილზე, თუ ღილაკს დავაჭერთ, მაშინ იგი მიიღებს ჰორიზონტალურ მდგომარეობას- და ჩანართი გახდება მოძრავი: იგი ჩაიმალება გვერდით ან ქვედა პანელში (იმის მიხედვით თუ სადაა განლაგებული ჩანართი ფორმაში), ხოლო ისრის მიახლოებისას გაიშლება ფორმაში. ხელმეორედ დაჭერის შემთხვევაში ჩანართი გახდება კვლავ სტატიკური.
Copyright (c) 2016. All rights reserved.
|
რას ფიქრობთ ამ თემაზე? მოსაზრების გაგზავნა!
|