დღგ-ს ჩათვლა არის მოდულის "ბუღალტერია" მენიუს ბრძანება (ბუღალტერია => დღგ–ს ჩათვლა), რომლის დანიშნულებაა დღგ-ის ჩათვლის ოპერაციის შესრულება.
ოპერააციის გამოყენება საკმაოდ მოსახერხებელია იმ შემთხვევაში, როდესაც შეძენის ოპერაცია განხორციელებულია, მაგრამ ანგარიშ-ფაქტურა მოგვიანებით იქნა მიღებული. პროგრამაში გვაქვს ჩასათვლელი დღგ-ს ორი ანალიზური ანგარიში (მაგ: 3340000100 და 3340000200). პირველი ანალიზური ანგარიში გამოიყენება, როდესაც გვაქვს დღგ-ს ჩასათვლელი თანხა, მაგრამ ჩათვლა ჯერ არ განხორციელებულა ჩათვლის დოკუმენტის არქონის გამო. ანგარიშ-ფაქტურის მიღების შემდეგ კი დღგ-ს თანხას ვითვლით მეორე ანალიზურ ანგარიშზე. (მაგ: შეძენილია საქონელი და ჩასათვლელი დღგ-ს თანხამ შეადგინა 500 ლ. ფაქტურა არ არის მიღებული. ამიტომ ეს თანხა გატარდება: დ 3340000100 კ 3110000100 (500ლ.), ხოლო ანგარიშ-ფაქტურის მიღების შემდეგ ვასრულებთ დღგ-ს ჩათვლის ოპერაციას, რის შედეგადაც მივიღებთ ბუღალტრულ გატარებას: დ 3340000200 კ 3340000100 (500ლ). როგორც ვხედავთ დღგ-ს თანხა პირველი ანალიზური ანგარიშიდან გადმოტანილი იქნა მეორე ანალიზურ ანგარიშზე). თუ საქონლის შეძენის ოპერაცია სისტემაში ასახულია პროექტის (fx) ნიშნით დღგ-ს ჩათვლის საშულაებას სისტემა არ მოგცემთ.
დღგ-ს ანალიზური ანგარიშები, თვის ბოლოსათვის ნათელ სურათს გვაძლევს იმის მიხედვით, თუ რამდენია მთლიანად დღგ-ს ჩასათვლელი თნხა და რამდენი შეგვიძლია ჩავითვალოთ დოკუმენტების საფუძველზე.
"დღგ-ს ჩათვლა" ბრძანების გამოყენების შედეად, ეკრანზე გამოვა ფორმა "დღგ-ს ჩათვლილი ოპერაციები":
ფანჯრის მენიუს სვეტში არის თარღის ელემენტი, საიდანაც ხდება დღგ-ის ჩათვლის გატარების თარიღის არჩევა და დღგ-ს ანგარიშთა სვეტები:
ფორმას აქვს დროის შუალედის ასარჩევი ელემენტი, რომელსაც მარცხნივ აქვს ალამი. ალმის ამორთვის შემთხვევაში ფორმაში გამოჩნდება ყველა ჩათვლილი და ჩასათვლელი დღგ.
ფანჯრმაში მოქმედებების შესრულება შესაძლებელია მენიუს ბრძანებებით:
დღგ-ის ჩათვლის ოპერაციის ბურალტრული გატარებების ნახვა შესაძლებელია „გატარებულ საბუთებში“.
იხილეთ აგრეთვე:
Copyright (c) 2016. All rights reserved.
|
რას ფიქრობთ ამ თემაზე? მოსაზრების გაგზავნა!
|