Apex ERP Documentation
შინაარსიIndexHome
PreviousUpNext
ინვოისები

ინვოისები არის მოდულის "ბუღალტერია" მენიუს ბრძანება (ბუღალტერია => ინვოისები), რომლის დანიშნულებაა მომხმარებლებზე საქონლის რეალიზაციის დროს გამოწერილი სასაქონლო ზედნადებების ერთად თავმოყრა და შემდგომში გაერთიანებული საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურის ატვირთვა. 

"ინვოისები" ბრძანების გამოყენებით ეკრანზე გამოდის ფანჯარა "ინვოისები"

 

ფორმის მარცხენა ნაწილში განთავსებულია ჩანართი "ფილტრი", რომელიც თავის მხრივ შეიცავს ორ სტატიკურ ჩანართს: კლიენტები და პერიოდი, რომლებიც ფორმაში ფილტრის საშუალებასაც წარმოადგენენ.

  1. კლიენტები-სტატიკურ ჩანართში მოცემულია კლიენტები ანალიზური ანგარიშების მიხედვით. ინფორმაციის განახლება ხდება კონტექსტური მენიუს ბრძანებიდან "განახლება",რომელიც გამოდის ცხრილის შესაბამის ადგილას მაუსის მარჯვენა ღილაკზე დაჭერით;
  2. პერიოდები-სტატიკურ ჩანართში მოცემულია ინფორმაცია პერიოდის მიხედვით, ფორმიდან შესაძლებელია ინფორმაცია მივიღოთ წლების და თვეების მიხედვით, თუ რომელ ორგანიზაციაზე რამდენი ანგარიშ-ფაქტურა იყო გამოწერილი. ინფორმაციის განახლება ხდება კონტექსტური მენიუს ბრძანებიდან "განახლება":
 

ჩანართს მარჯვენა ზედა კუთხეში აქვს -ღილაკი, რომელის გამოყენებითაც შესაძლებელია ფილტრის დამალვა და გამოჩენა ეკრანზე. 

ფორმის მარჯვენა ნაწილი შედგება ორი განყოფილებისაგან "კლიენტები" და "ოპერაციის ტიპი":

  • კლიენტები (ზედა ნაწილი)-ფორმის ამ ნაწილში ინფორმაცია მოგვეწოდება გამოწერილი ანგარიშ-ფაქტურების შესახებ, ფორმა ცვლილებას განიცდის იმის მიხედვით, თუ ფორმის მარცხენა ნაწილში რომელ სტატიკურ ჩანართში ვიმყოფებით. თუ ვიმყოფებით სტატიკურ ჩანართში კლიენტები, მაშინ ინფორმაცია მოგვეწოდება ანალიზური ანგარიშის მიხედვით, ხოლო პერიოდების ჩანართში კი-პერიოდის მიხედვით.
  • ოპერაციის ტიპი (ქვედა ნაწილი)-ფორმის ამ ნაწილში მოცემულია იმ ოპერაციების სია, რომლებზეც გამოწერილია სასაქონლო ზედნადებები და რომლებიც მიბმულია ფორმის ზედა ნაწილში დაფიქსირებულ საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურაზე.
 

ფანჯარას აქვს მენიუ ბრძანებებით:

 

ივსება შემდეგი სვეტები:

  1. სამუშაო პერიოდი-იგი არჩეულია "ინვოისების" ფანჯრის თარიღის ასარჩევი ელემენტიდან;
  2. კლიენტი (Combo box);
  3. თარიღი-იგი წარმოადგენს საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურის გამოწერის თარიღს. ანგარიშ-ფაქტურის გამოწერის თარიღი მოქცეული უნდა იყოს „სამუშაო პერიოდში“;
  4. გადახდის თარიღი;
  5. ანგარიშ-ფაქტურის №-სვეტში იწერება საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურის ნომერი;
  6. შინაარსი-კონკრეტული ტექსტი;
სვეტებში საჭირო ინფორმაციის შეტანის შემდეგ ფანჯრის ქვედა ნაწილში მონიშნეთ ის სასაქონლო ზედნადებები, რომელთა მიხედვითაც უნდა გამოიწეროს საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურა. მთლიანად მონიშვნა ხორციელდება ფანჯრის მენიუდან ან კლავიშთა კომბინაციით Ctrl+A, ხოლო შეჩევით მონიშვნა Space-კლავიშის გამოყენებით. 

დიალოგურ ფანჯარას აქვს მენიუს ზოლი სტანდარტული ბრძანებებით: განახლება (ჩამონათვალის ღილაკი), მონიშვნა, ინვერსია, მოხსნა, შენახვა და გასვლა.

  • რედაქტირება;
  • წაშლა;
  • დეტალური გაშიფრვა-ბრძანება გამოიყენება ანგარიშ-ფაქტურაზე მიბმული სასაქონლო ზედნადებების დეტალური გაშიფვრისათვის, ამისათვის ფორმის ზედა ნაწილში (კლიენტები) დადექით სასურველ ანგარიშ-ფაქტურაზე და გამოიყენეთ ბრძანება "დეტალური გაშიფვრა". ეკრანზე გამოვა ფანჯარა, სადაც გაერთიანებულია ანგარიშ-ფაქტურაში შემავალი ყველა სასაქონლო ზედნადების მონაცემები. იგივე მონაცემების გამოტანა შეიძლება სტრიქონზე მაუსის ორჯერ დაჭერითაც. ფანჯარას აქვს მენიუ სტანდარტული ბრძანებებით: განახლება, მონიშვნა, ინვერსია, მოხსნა, ბეჭდვა, გასვლა. თუ გვსურს ანგარიშ-ფაქტურაში შემავალი კონკრეტული სასაქონლო ზედნადების დეტალური გაშიფვრა, მაშინ დააფიქსირეთ ფორმის ქვედა ნაწილში (ოპერაციის ტიპი) სასურველი სასაქონლო ზედნადებზე და მაუსით ორჯერ დავაჭირეთ ჩანაწერს ან ერთხელ ბრძანებას „დეტალური გაშიფვრა“ (მთავარ მენიუში ან კონტექსტურ მენიუში), ეკრანზე გამოვა ამ ზედნადების დეტალური გაშიფვრის ფანჯარა. ფანჯარას აქვს მენიუ სტანდარტული ბრძანებებით: განახლება, მონიშვნა, ინვერსია, მოხსნა, ბეჭდვა, გასვლა.
  • ბეჭდვა (ჩამონათვალის ღილაკი):
    1. საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურის დანართი;
    2. საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურა (ბლანკზე);
    3. საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურა (ბლანკზე XL300);
    4. საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურა (ბლანკზე ახალი);
    5. საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურა;
    • "ძველი" ანგარიშფაქტურა (ჩამონათვალის ღილაკი):
      1. საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურის დანართი;
      2. საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურა (ბლანკზე);
      3. საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურა.
  • გასვლა.
ფორმა "ინვოისებში" მოქმედებების შესრულება შეიძლება კონტექსტური მენიუს დახმარებითაც. ფორმის ზედა ნაწილში (კლიენტები) კონტექსტურ მენიუს მთავარი მენიუს ბრძანებების გარდა აქვს ბრძანება "გაერთიანებული ფაქტურის ატვირთვა", მისი მეშვეობით ხდება ანგარიშფაქტურის ატვირთვა შემოსავლების სამსახურის საიტზე: 

 

 

იხილეთ აგრეთვე: 

 

ცხრილი (Grid)

Copyright (c) 2016. All rights reserved.
რას ფიქრობთ ამ თემაზე? მოსაზრების გაგზავნა!