ბალანსი და მოგება-ზარალის უწყისი-ფორმა განკუთვნილია ბალანსის და მოგება-ზარალის უწყისისათვის, რომელიც სასურველი პერიოდის მიხედვით გვაწვდის ინფორმაციას. პირველ ეტაპზე ხდება შაბლონის შექმნა პარამეტრების ბრძანების გამოყენებით. ფორმაში განლაგებული ბრძანებები მოქმედებენ ორივე ჩანართისათვის, იმის მიხედვით, თუ რომელ ჩანართზე ვიმყოფებით.
"ბალანსი":
ფორმაში მოქმედებს ფილტრი თარიღის შუალედი.
- განახლება;
- ბეჭდვა;
- გასვლა;
- პარამეტრები (ბალანსი)-ბრძანების დახმარებით ხდება ბალანსის შაბლონის შექმნა. მისი გამოყენების შედეგად ეკრანზე განთავსდება ფანჯარა "ბალანსის პარამეტრები":
- ფანჯარაში განთავსებული ბრძანებები განკუთვნილია შემდეგი ჩანართებისათვის:
- ბალანსის მუხლები-ჩანართი ივსება დამატებული მუხლების მიხედვით (თითოეული ბალანსის მუხლის დამატება აღწერილია ქვემოთ);
- ანგარიშის შაბლონები-ჩანართი ივსება დამატებული შაბლონების მიხედვით (თითოეული შაბლონის დამატება აღწერილია ქვემოთ);
- დასაჯამებელი მუხლები-ჩანართი ივსება დაჯამების დამატების მიხედვით (თითოეული დასაჯამებელი მუხლის დამატება აღწერილია ქვემოთ);
- გამოუყენებელი ანგარიშები-ფორმაში შესვლის დროს ჩანართი ავტომატურად ივსება ბალანსში გამოსაყენებელი ანალიზური ანგარიშების მიხედვით (მიმდინარე აქტივები, გრძელვადიანი აქტივები, მიმდინარე ვალდებულებები, გრძელვადიანი ვალდებულებები, საკუთარი კაპიტალი. ჩანართში არ იზღუდება სატრანზიტო ანგარიშის დამატების შესაძლებლობა, თუ ანგარიშს გააჩნია გამომავალი ნაშთი);
- დუბლირებული ანგარიშები-ჩანართი ივსება იმ შემთხვევაში, თუ ანგარიშის შაბლონებში გამოყენებული არის ერთიდაიგივე ანგარიში რამოდენიმეჯერ.
- განახლება;
- მუხლის დამატება-ბრძანება გულისხმობს ბალანსში შემავალი მუხლის დამატებას, დამატებული მუხლი განთავსდება ჩანართში "ბალანსის მუხლები", ბრძანების გამოყენებით ეკრანზე გამოვა დიალოგური ფანჯარა "ბალანსის მუხლის დამატება":
-
- ფანჯარაში ივსება შემდეგი გრაფები:
- დასახელება (GE)-გრაფაში ვუთითებთ ბალანსის მუხლის დასახელებას ქართულად;
- დასახელება (EN)-გრაფაში ვუთითებთ ბალანსის მუხლის დასახელებას ინგლისურად;
- ტიპი (აქტივი/პასივი)-გადართვის ღილაკი გულისხმობს ბალანსის პარამეტრებში დასამატებელი მუხლი აქტივის მხარეს გაითვალისწინოს შესაბამისი ნაშთით, თუ პასივის მხარეს;
- სათაურის ტიპი:
- ჩვეულებრივი-ეთითება ზოგადად დაბალი იერარქიული დონის ჩანაწერს, რომელიც ბალანსის მუხლში დაემატება ჩვეულებრივი შრიფტით (მაგ: ფულადი სახსრები, სხვადასხვა სახის მოთხოვნები, ძირითადი საშუალებები, სხვადასხვა სახის ვალდებულებები, სასესხო ვალდებულებები და ა.შ.) ;
- სათაური 1-ეთითება ზოგადად შედარებით მაღალი იერარქიული დონის ჩანაწერს, რომელიც ბალანსის მუხლში დაემატება მუქი შრიფტით (მაგ: გრძელვადიანი აქტივებიდან გამოვყოთ ძირითადი საშუალებები);
- სათაური 2-ეთითება ზოგადად შედარებით უფრო მაღალი იერარქიული დონის ჩანაწერს, რომელიც ბალანსის მუხლში დაემატება მუქი შრიფტით და შეფერილობა ექნება ყვითელი ფერის(მაგ: მიმდინარე აქტივები, გრძელვადიანი აქტივები, მიმდინარე ვალდებულებები, გრძელვადიანი ვალდებულებები და კაპიტალი);
- სათაური 3-ეთითება ზოგადად ყველაზე მაღალი იერარქიული დონის ჩანაწერს, რომელიც ბალანსის მუხლში დაემატება მუქი შრიფტით და შეფერილობა ექნება ლურჯი ფერის (მაგ: აქტივები და პასივები).
- მიმდინარე მოგება-ზარალის ანგარიში-ჩამრთველი ღილაკი ფორმაში ავტომატურად ამორთულია, ჩართვა ხდება მხოლოდ იმ ანგარიშზე, რომელიც მონაწილეობს საანგარიშგებო პერიოდის მოგება/ზარალში (5330).
- შენახვა და გასვლა-შენახვის ბრძანების გამოყენებით ჩანაწერი დაემატება ჩანართში "ბალანსის მუხლები" , გასვლის ბრძანების გამოყენებით უქმდება ფანჯარაში შეტანილი ინფორმაცია.
- მუხლის რედაქტირება-ბრძანების გამოყენებით გამოდის დიალოგური ფანჯარა "ბალანსის მუხლის რედაქტირება", რომელიც იდენტურია "ბალანსის მუხლის დამატების" ფანჯრის, ცვლილების შეტანა შესაძლებელია ნებისმიერ ჩანაწერზე.
- მუხლის წაშლა-ბრძანება უზრუნველყოფს დამატებული მუხლის წაშლას.
- ჩანაწერის გადაადგილება-ისრები უზრუნველყოფენ ჩანაწერის გადაადგილებას;
- შაბლონის დამატება-ბრძანება უზრუნველყოფს ბალანსში გასათვალისწინებელი ანალიზური ანგარიშების დამატებას, ბრძანების გამოყენების შედეგად ეკრანზე გამოვა ფანჯარა "შაბლონის დამატება":
-
- ფანჯარაში ივსება გრაფა შინაარსის მიხედვით (მაგ: ფულადი სახსრების შემთხვევაში 11%%%%%%%%, 12%%%%%%%%), ფანჯრის დასახელების ქვემოთ გამოტანილია ბალანსის მუხლის სახელწოდება;
- შენახვა და გასვლა-შენახვის ბრძანების გამოყენებით ჩანაწერი დაემატება ფანჯარაში არსებულ "ანგარიშის შაბლონების" ჩანართში, გასვლის ბრძანების გამოყენებით უქმდება ფანჯარაში შეტანილი ინფორმაცია.
- შაბლონის რედაქტირება-ბრძანების გამოყენებით გამოდის დიალოგური ფანჯარა "შაბლონის რედაქტირება", რომელიც იდენტურია "ანგარიშის შაბლონების დამატების " ფანჯრის, ცვლილების შეტანა შესაძლებელია ნებისმიერ ჩანაწერზე.
- შაბლონის წაშლა-ბრძანება უზრუნველყოფს დამატებული შაბლონის წაშლას.
- დაჯამების დამატება-ბრძანება გულისხმობს ბალანსში სასურველი მუხლის დაჯამებას, მისი გამოყენებით ეკრანზე გამოდის შემდეგი ფანჯარა "დაჯამების დამატება":
- ფანჯარაში ავტომატურად გამოდის ჩვენს მიერ ბალანსის მუხლებში დამატებული ჩანაწერები, ფანჯრის დასახელების ქვემოთ გამოტანილია დასაჯამებელი მუხლის სახელწოდება, რომელი მუხლიც გვაქვს დაფიქსირებული ჩანართში "ბალანსის მუხლები" (სურათის მიხედვით ხდება აქტივების დაჯამება სადაც უნდა შევიტანოთ მიმდინარე და გრძელვადიანი აქტივები. შინაარსით მიმდინარე აქტივები დაჯამებული უნდა იყოს იმ საბალანსო მუხლებით მიხედვით სადაც ფიგურირებს 1-ზე დაწყებული საბალანსო ანგარიშები, ხოლო გრძელვადიანი აქტივების შემთხვევაში კი 2-ზე დაწყებული საბალანსო ანგარიშები, ანალოგიური პრინციპით ხდება მიმდინარე, გრძელვადიანი ვალდებულებების და კაპიტალის დაჯამება პასივების ნაწილში.) დამატება ხდება ჩანაწერზე ორჯერ დაჭერით, ან ფანჯარაში განთავსებული ბრძანებით "დამატება", ბრძანებით "გასვლა" ხდება ფანჯრის დახურვა.
- დაჯამების წაშლა-ბრძანება უზრუნველყოფს დაჯამებული ჩანაწერის წაშლას.
"მოგება-ზარალის უწყისი":
ფორმაში მოქმედებს ფილტრები: თარიღის შუალედი და ფილიალი.
- განახლება;
- ბეჭდვა;
- გასვლა;
- პარამეტრები (მოგება-ზარალის უწყისი)-ბრძანების დახმარებით ხდება მოგება-ზარალის უწყისი პარამეტრების მითითება, რომელსაც მომდევნო ეტაპზე გამოიტანს ძირითად ფორმაში. მისი გამოყენების შედეგად ეკრანზე განთავსება ფანჯარა "მოგება-ზარალის უწყისის პარამეტრები":
- ფანჯარაში განთავსებული არის ბრძანებები, რომლებიც განკუთვნილია შემდეგი ჩანართებისათვის:
- მოგება-ზარალის უწყისის მუხლები-ჩანართი ივსება დამატებული მუხლების მიხედვით (თითოეული მოგება-ზარალის მუხლის დამატება აღწერილია ქვემოთ);
- ანგარიშის შაბლონები-ჩანართი ივსება დამატებული შაბლონების მიხედვით (თითოეული მოგება-ზარალის შაბლონის დამატება აღწერილია ქვემოთ);
- დასაჯამებელი მუხლები-ჩანართი ივსება დაჯამების დამატების მიხედვით (თითოეული მოგება-ზარალის დასაჯამებელი მუხლის დამატება აღწერილია ქვემოთ);
- გამოუყენებელი ანგარიშები-ფორმაში შესვლის დროს ჩანართი ავტომატურად ივსება მოგება-ზარალის უწყისში გამოსაყენებელი ანალიზური ანგარიშების მიხედვით (შემოსავლების, ხარჯების, არასაოპერაციო შემოსავლების, არასაოპერაციო ხარჯების, განსაკუთრებული შემოსავლების, განსაკუთრებული ხარჯების და სატრანსპორტო ანგარიშების მიხედვით);
- დუბლირებული ანგარიშები-ჩანართი ივსება იმ შემთხვევაში, თუ ანგარიშის შაბლონებში გამოყენებული არის ერთიდაიგივე ანგარიში რამოდენიმეჯერ.
- განახლება;
- მუხლის დამატება-ბრძანება გულისხმობს მოგება-ზარალის უწყისში შემავალი მუხლის დამატებას, დამატებული მუხლი განთავსდება ჩანართში "მოგება-ზარალის უწყისის მუხლები", ბრძანების გამოყენებით ეკრანზე გამოვა დიალოგური ფანჯარა "მოგება-ზარალის უწყის მუხლის დამატება":
-
- ფანჯარაში ივსება შემდეგი გრაფები:
- დასახელება (GE)-გრაფაში ვუთითებთ მოგება-ზარალის მუხლის დასახელებას ქართულად;
- დასახელება (EN)-გრაფაში ვუთითებთ მოგება-ზარალის მუხლის დასახელებას ინგლისურად;
- სათაურის ტიპი:
- ჩვეულებრივი-ეთითება ზოგადად დაბალი იერარქიული დონის ჩანაწერს, რომელიც მოგება-ზარალის უწყისში მუხლში დაემატება ჩვეულებრივი შრიფტით (მაგ: ნებისმიერი სახის შემოსავლები და ხარჯები თითოეული ხარჯის ანგარიშის მიხედვით) ;
- სათაური 1-ეთითება ზოგადად შედარებით მაღალი იერარქიული დონის ჩანაწერს, რომელიც მოგება-ზარალის უწყისის მუხლში დაემატება მუქი შრიფტით;
- სათაური 2-ეთითება ზოგადად შედარებით უფრო მაღალი იერარქიული დონის ჩანაწერს, რომელიც მოგება-ზარალის უწყისის მუხლში დაემატება მუქი შრიფტით და შეფერილობა ექნება ყვითელი ფერის(მაგ: არასაოპერაციო შემოსავლები და ხარჯები);
- სათაური 3-ეთითება ზოგადად ყველაზე მაღალი იერარქიული დონის ჩანაწერს, რომელიც მოგება-ზარალის უწყისში მუხლში დაემატება მუქი შრიფტით და შეფერილობა ექნება ლურჯი ფერის (მაგ: საოპერაციო შემოსავლები და საოპერაციო ხარჯები, დასაბეგრი მოგება და წმინდა მოგება).
- დასაბეგრი მოგება ჩამრთველი ღილაკი-ფორმაში ავტომატურად ამორთულია, ჩართვა ხდება მხოლოდ იმ მუხლზე, რომელიც განკუთვნილია დასაბეგრი მოგებისათვის;
- მოგების გადასახადიჩამრთველი ღილაკი-ფორმაში ავტომატურად ამორთულია, ჩართვა ხდება მხოლოდ იმ მუხლზე, რომელიც განკუთვნილია მოგების გადასახადის დასაანგარიშებლად;
- წმინდა მოგებაჩამრთველი ღილაკი-ფორმაში ავტომატურად ამორთულია, ჩართვა ხდება მხოლოდ იმ მუხლზე, რომელიც განკუთვნილია წმინდა მოგებისათვის.
- შენახვა და გასვლა-შენახვის ბრძანების გამოყენებით ჩანაწერი დაემატება ჩანართში "მოგება-ზარალის უწყისის მუხლები", გასვლის ბრძანების გამოყენებით უქმდება ფანჯარაში შეტანილი ინფორმაცია.
- მუხლის რედაქტირება-ბრძანების გამოყენებით გამოდის დიალოგური ფანჯარა "მოგება-ზარალის უწყისი რედაქტირება", რომელიც იდენტურია "მოგება-ზარალის უწყისი დამატების" ფანჯრის, ცვლილების შეტანა შესაძლებელია ნებისმიერ ჩანაწერზე.
- მუხლის წაშლა-ბრძანება უზრუნველყოფს დამატებული მუხლის წაშლას.
- ჩანაწერის გადაადგილება-ისრები უზრუნველყოფენ ჩანაწერის გადაადგილებას;
- შაბლონის დამატება-ბრძანება უზრუნველყოფს მოგება-ზარალის უწყისი გასათვალისწინებელი ანალიზური ანგარიშების დამატებას, ბრძანების გამოყენების შედეგად ეკრანზე გამოვა ფანჯარა "შაბლონის დამატება":
-
- პირველი გრაფა ფანჯარაში ივსება შემდეგი შინაარსის მიხედვით (მაგ: საოპერაციო შემოსავლების შემთხვევაში 61%%%%%%%%), ფანჯრის დასახელების ქვემოთ გამოტანილია მოგება-ზარალის უწყისის მუხლის სახელწოდება;
- მეორე გრაფა (Combo Box)-ვირჩევთ ფილიალს იმ შემთხვევაში, თუ სისტემაში ხარჯის და შემოსავლის ანალიზური ანგარიშები მიბმული გვაქვს ფილიალების გათვალისწინებით, შესაბამისად მოგება-ზარალის უწყისი გამოვა ფილიალების მიხედვით.
- შენახვა და გასვლა-შენახვის ბრძანების გამოყენებით ჩანაწერი დაემატება ფანჯარაში არსებულ "ანგარიშის შაბლონების" ჩანართში, გასვლის ბრძანების გამოყენებით უქმდება ფანჯარაში შეტანილი ინფორმაცია.
- შაბლონის რედაქტირება-ბრძანების გამოყენებით გამოდის დიალოგური ფანჯარა "შაბლონის რედაქტირება", რომელიც იდენტურია "ანგარიშის შაბლონების დამატების " ფანჯრის, ცვლილების შეტანა შესაძლებელია ნებისმიერ ჩანაწერზე.
- შაბლონის წაშლა-ბრძანება უზრუნველყოფს დამატებული შაბლონის წაშლას.
- დაჯამების დამატება-ბრძანება გულისხმობს მოგება-ზარალის უწყისში სასურველი მუხლის დაჯამებას, მისი გამოყენებით ეკრანზე გამოდის შემდეგი ფანჯარა "დაჯამების დამატება":
- ფანჯარაში ავტომატურად გამოდის ჩვენს მიერ მოგება-ზარალის უწყისის მუხლებში დამატებული ჩანაწერები, ფანჯრის დასახელების ქვემოთ გამოტანილია დასაჯამებელი მუხლის სახელწოდება, რომელი მუხლიც გვაქვს დაფიქსირებული ჩანართში "მოგება-ზარალის უწყისის მუხლები" (სურათის მიხედვით ხდება საოპერაციო შემოსავლების დაჯამება სადაც უნდა შევიტანოთ შემოსავალი საოპერაციო საქმიანობიდან და შემოსავალი მომსახურებიდან) დამატება ხდება ჩანაწერზე ორჯერ დაჭერით, ან ფანჯარაში განთავსებული ბრძანებით "დამატება", ბრძანებით "გასვლა" ხდება ფანჯრის დახურვა.
- დაჯამების წაშლა-ბრძანება უზრუნველყოფს დაჯამებული ჩანაწერის წაშლას.