ბიუჯეტის დაგეგმვა-არის ბუღალტერიის მოდულის ბრძანება (ბუღალტერია=>სხვადასხვა ოპერაციები=>ბიუჯეტის დაგეგმვა), მისი დანიშნულებაა ბიუჯეტით დადგენილი გეგმის შევსება სისტემაში, რომელიც მიმართულია დროის გარკვეულ მონაკვეთში კონკრეტული მიზნის მისაღწევად.
ბრძანების გამოყენების შედეგად ეკრანზე გამოდის ფანჯარა:
ფანჯარის მარცხენა ნაწილში განთავსებული ჩანართიდან შესაძლებელია გეგმის შედგენა, ჩანართში მოქმედებს კონტექსტური მენიუ:
ფანჯარაში მოქმედებები სრულდება შემდეგი თანმიმდევრობით:
- გეგმის ტიპი-ჩამოსაშლელი ღილაკის დახმარებით შესაძლებელია გეგმის ტიპის არჩევა (მაგ: შესყიდვები, გადახდები, ხარჯები, შემოსავლები);
- საწყისი თარიღი-ვირჩევთ ბიუჯეტით გათვალისწინებული პერიოდის საწყის თარიღს;
- საბოლოო თარიღი-ვუთითებთ ბიუჯეტით გათვალისწინებული პერიოდის საბოლოო თარიღს;
- აღწერა-გრაფა განკუთვნილია დამატებითი შინაარსის მისათითებლად (მაგ: თუ გეგმის ტიპში მითითებულია შემოსავლები, აღწერის გრაფაში შეგვიძლია მივუთითოთ შემოსავლები ფილიალის მიხედვით).
ფანჯარაში მოქმედებს ბრძანებები
შენახვა (ბრძანების გამოყენებით გეგმა დაემატება ფანჯრის მარცხენა ჩანართში) და
გასვლა.
ფანჯარაში არსებული სტანდარტული ბრძანებები მოქმედებენ ფანჯრის მარჯვენა ნაწილში, ბრძანებების გამოყენება შესაძლებელია ასევე კონტექსტური მენიუს დახმარებით:
ფანჯარაში მოქმედებები სრულდება შემდეგი თანმიმდევრობით:
- ანგარიში-ჩამოსაშლელი ღილაკის დახმარებით ხდება ანალიზური ანგარიშის აჩევა;
- თანხა-ვუთითებთ თანხას შედგენილი ბიუჯეტის მიხედვით;
- შენიშვნა.
ფანჯარაში მოქმედებს ბრძანებები
შენახვა (ბრძანების გამოყენებით შევსებული პარამეტრები დაემატება ფანჯრის მარჯვენა ჩანართში) და
გასვლა.