სხვადასხვა ოპერაციები (ბუღალტერია => საბუთის დამატება), არის ბუღალტერიის მენიუს ბრძანება (ჩამონათვალის ღილაკი):
სათაური |
აღწერა |
სავალუტო ანგარიშების გადაანგარიშება არის ბურალტერიის ბრძანება (ბუღალტერია =>სხვადასხვა ოპერაციები =>სავალუტო ანგარიშების გადაანგარიშება) მისი დანიშნულებაა სავალუტო ანგარიშებზე არსებული ნაშთების გადაანგარიშება კონკრეტულ თარიღში კონკრეტული კურსით. გამოყენებადია იმ შემთხვევაში, თუ დებიტორული და კრედიტორული დავალიანების ანგარიშებზე გვაქვს სავალუტო ნაშთები (ანუ მოთხოვნა ან ვალდებულება წარმოქმნილია უცხოურ ვალუტაში). წლის ბოლოს აუცილებლობას წარმოადგენს სავალუტო ანგარიშებზე ნაშთების გადააგარიშება, საოპერაციო პერიოდის ბოლოსათვის არსებული ეროვნული ბანკის სავალუტო კურსის მიხედვით ლართან მიმართებაში. ამ შემთხვევაში საწარმოს წარმოექმნება მოგება ან ზარალი კურსთა შორის სხვაობიდან, იმისდა მიხედვით გაიზარდა თუ შემცირდა ვალუტის კურსი. ოპერაცია გამოყენებადია აგრეთვე მოთხოვნის ან ვალდებულების დაფარვისას, თუ დაფარვის თარიღისათვის გვაქვს განსხვავებული კურსი, ვიდრე ეს იყო მოთხოვნისა და ვალდებულების წარმოშობისას.... დაწვრილებით | |
დოკუმენტების გადანომრვა არის ბურალტერიის ბრძანება (ბუღალტერია =>სხვადასხვა ოპერაციები =>საბუთების გადანომრვა), მისი დანიშნულებაა ბუღალტერიაში ასახული დოკუმენტების გადანომრვა. ფორმაში არსებული ჩამრთველი ღილაკებით შესაძლებელია გადანომრვა განვახორციელოთ, როგორც მხოლოდ შემოსავლის და გასავლის საბუთებზე, ასევე ყველა არსებულ დოკუმენტზე. ბრძანების გამოყენების შედეგად ეკრანზე გამოდის ფანჯარა "სალაროს ორდერი": მოქმედებები სრულდება შემდეგი თანმიმდევრობით:
| |
მოგება ზარალის გადახურვა-არის ბუღალტერიის მოდულის ბრძანება (ბუღალტერია=>სხვადასხვა ოპერაციები=>მოგება ზარალის გადახურვა), მისი დანიშნულებაა საანგარიშგებო პერიოდის შემოსავლებისა და ხარჯების ანგარიშების გადახურვა, ბრძანების გამოყენების შედეგად ეკრანზე გამოდის შემდეგი სახის ფანჯარა: ფანჯრის ზედა ნაწილში განთავსებული გრაფები და გადართვის ღილაკები უზრუნველყოფს საანგარიშგებო პერიოდის მოგება/ზარალის გადახურვის შესაძლო ვარიანტებს:
| |
წარმოების ხარჯების განაწილება - არის ბურალტერიის ბრძანება (ბუღალტერია =>სხვადასხვა ოპერაციები =>წარმოების ხარჯების გადანაწილება)ბრძანება ამარტივებს წარმოებაზე ისეთი ხარჯების გადანაწილებას, რომლის დანახარჯის ოდენობა წინასწარ არ არის განსაზღვრული წარმოებულ ერთეულზე (მაგ: წყლის ხარჯი, ელექტროენერგიის ხარჯი და ა. შ.). ასეთ შემთხვევებში თვის ბოლოსათვის დანახარჯი გადანაწილდება თვის განმავლობაში წარმოებულ პროდუქციის რაოდენობაზე. ბრძანების გამოყენების შედეგად ეკრანზე გამოდის დიალოგური ფანჯარა "წარმოების ხარჯების განაწილება" Pivot table-ს სახით: აღნიშნულ ფანჯარაში ხარჯი, რომ გამოჩნდეს თავდაპირველად უნდა განვახორციელოთ საწყობისათვის ხარჯის ანგარიშის მიბმა (ცნობარები=>რეცეპტები=>წარმოების ხარჯის ანგარიშები). მომდევნო ეტაპს წარმოადგენს მემორიალური ორდერის დახმარებით სტანდარტული ხარჯის ამსახველი საბუღალტრო ოპერაციის შესრულება, რომელიც ასახვას ჰპოვებს "წარმოების ხარჯების განაწილება"... დაწვრილებით | |
სახარჯი მასალების გადანაწილება წარმოებაზე-არის ბურალტერიის ბრძანება (ბუღალტერია =>სხვადასხვა ოპერაციები =>სახარჯი მასალების გადანაწილება წარმოებაზე) ბრძანება ამარტივებს წარმოებაზე ისეთი ხარჯების გადანაწილებას, რომლის დანახარჯის ოდენობა წინასწარ არ არის განსაზღვრული წარმოებულ ერთეულზე (მაგ: მარილი, შაქარი, ლომონი და ა. შ.). ასეთ შემთხვევებში თვის ბოლოსათვის დანახარჯი გადანაწილდება თვის განმავლობაში წარმოებულ და რეალიზებულ პროდუქციის რაოდენობაზე. ბრძანების გამოყენების შედეგად ეკრანზე გამოდის დიალოგური ფანჯარა "სახარჯი მასალების განაწილება წარმოებაზე": ფანჯარაში მოქმედებები სრულდება შემდეგი თანმიმდევრობით:
| |
ბიუჯეტის დაგეგმვა-არის ბუღალტერიის მოდულის ბრძანება (ბუღალტერია=>სხვადასხვა ოპერაციები=>ბიუჯეტის დაგეგმვა), მისი დანიშნულებაა ბიუჯეტით დადგენილი გეგმის შევსება სისტემაში, რომელიც მიმართულია დროის გარკვეულ მონაკვეთში კონკრეტული მიზნის მისაღწევად. ბრძანების გამოყენების შედეგად ეკრანზე გამოდის ფანჯარა: ფანჯარის მარცხენა ნაწილში განთავსებული ჩანართიდან შესაძლებელია გეგმის შედგენა, ჩანართში მოქმედებს კონტექსტური მენიუ:
ფანჯარაში მოქმედებები სრულდება შემდეგი თანმიმდევრობით:
| |
ბალანსი და მოგება-ზარალის უწყისი-ფორმა განკუთვნილია ბალანსის და მოგება-ზარალის უწყისისათვის, რომელიც სასურველი პერიოდის მიხედვით გვაწვდის ინფორმაციას. პირველ ეტაპზე ხდება შაბლონის შექმნა პარამეტრების ბრძანების გამოყენებით. ფორმაში განლაგებული ბრძანებები მოქმედებენ ორივე ჩანართისათვის, იმის მიხედვით, თუ რომელ ჩანართზე ვიმყოფებით. "ბალანსი": ფორმაში მოქმედებს ფილტრი თარიღის შუალედი.
|
Copyright (c) 2016. All rights reserved.
|
რას ფიქრობთ ამ თემაზე? მოსაზრების გაგზავნა!
|