Apex ERP Documentation
|
სავალუტო ანგარიშების გადაანგარიშება არის ბურალტერიის ბრძანება (ბუღალტერია =>სხვადასხვა ოპერაციები =>სავალუტო ანგარიშების გადაანგარიშება) მისი დანიშნულებაა სავალუტო ანგარიშებზე არსებული ნაშთების გადაანგარიშება კონკრეტულ თარიღში კონკრეტული კურსით. გამოყენებადია იმ შემთხვევაში, თუ დებიტორული და კრედიტორული დავალიანების ანგარიშებზე გვაქვს სავალუტო ნაშთები (ანუ მოთხოვნა ან ვალდებულება წარმოქმნილია უცხოურ ვალუტაში). წლის ბოლოს აუცილებლობას წარმოადგენს სავალუტო ანგარიშებზე ნაშთების გადააგარიშება, საოპერაციო პერიოდის ბოლოსათვის არსებული ეროვნული ბანკის სავალუტო კურსის მიხედვით ლართან მიმართებაში. ამ შემთხვევაში საწარმოს წარმოექმნება მოგება ან ზარალი კურსთა შორის სხვაობიდან, იმისდა მიხედვით გაიზარდა თუ შემცირდა ვალუტის კურსი. ოპერაცია გამოყენებადია აგრეთვე მოთხოვნის ან ვალდებულების დაფარვისას, თუ დაფარვის თარიღისათვის გვაქვს განსხვავებული კურსი, ვიდრე ეს იყო მოთხოვნისა და ვალდებულების წარმოშობისას.
ბრძანების გამოყენების შემდეგ ეკრანზე გამოდის ფანჯარა "სავალუტო ანგარიშების გადაანგარიშება":
ფანჯარას აქვს შემდეგი გრაფები:
სტრიქონები: "დადებითი საკურსო სხვაობების ანგარიში" და "უარყოფითი საკურსო სხვაობების ანგარიში" გამოდის ავტომატურად, თუ აღნიშნული ანგარიშები მითითებული გვაქვს მოდულში: ადმინისტრირება => კომპანიის რეკვიზიტები => სპეციალური ანგარიშები.
უარყოფითი საკურსო სხვაობის ანგარიშში უნდა ჩაიწეროს არასაოპერაციო ხარჯის (არასაოპერაციო ზარალის) ანგარიში, რადგან ამ შემთხვევაში იზრდება ვალდებულება ან მცირდება მოთხოვნა, რაც გამოიწვევს ზარალს.
დადებითი საკურსო სხვაობის ანგარიშში უნდა ჩაიწეროს არასაოპერაციო შემოსავლის (არასაოპერაციო მოგების) ანგარიში, რადგან ამ შემთხვევაში მცირდება ვალდებულება ან იზრდება მოთხოვნა, რაც გამოიწვევს მოგებას კურსთა შორის სხვაობიდან.
იხილეთ აგრეთვე:
Copyright (c) 2016. All rights reserved.
|
რას ფიქრობთ ამ თემაზე? მოსაზრების გაგზავნა!
|