Apex ERP Documentation
შინაარსიIndexHome
PreviousUpNext
ადმინისტრირება

ადმინისტრირება არის მოდული, რომელიც განკუთვნილია სისტემაში სხვადასხვა სახის ინფორმაციის, ცნობარის სახით შესატანად. 

მოდულს აქვს მენიუ შემდეგი ბრძანებებით:

  • სისტემური ცნობარი (ჩამონათვალის ღილაკი)-იძლევა სხვადასხვა საცნობარო მასალას, გამოყენებული მოდულების, პარამეტრების, სათაურების, შეცდომების დროს გამოტანილი შეტყობინებების შესახებ ;
  • უფლებების მართვა-უზრუნველყოფს ახალი მომხმარებლის დამატებას, მათთვის გარკვეული უფლებების განსაზღვრას, შესაბამისად ხვადასხვა მომხმარებელს მივანიჭოთ სისტემაში წვდომის სხვადასხვა შესაძლებლობა, მათი ფუნქციებისა და მოვალეობების შესაბამისად;
  • კომპანიის რეკვიზიტები-ბრძანების გამოყენებით ეკრანზე გამოდის ფორმა ჩანართებით, თოთოეულ ჩანართში ხდება სისტემაში კომპანიის სხვადასხვა რეკვიზიტის შეტანა. ბრძანების მნიშვნელოვან ნაწილს წარმოადგენს ასევე "სპეციალური ანგარიშები", სადაც მოცემულია დღგ-ს და საკურსო სხვაობის ანგარიშების შესატანი სვეტები, რომლებიც მომდევნო ეტაპზე გამოყენებული იქნება დღგ-ს ჩათვლისა და საკურსო სხვაობების ამსახველ ოპერაციებში.

სათაური 
აღწერა 
სისტემური ცნობარი არის ცნობარი სადაც ინახება სისტემისათვის დამახასიათებელი სპეციფიკური ინფორმაცია. იგი წარმოადგენს ადმინისტრირების ბრძანებას (ჩამონათვალის ღილაკი):
  • აქციები-სისტემაში გამოყენებული მოდულები განშტოებებით;
  • სათაურები-მოდულების, მათი მენიუს, ფანჯრების, ფორმების და ა.შ, სათაურები;
  • სისტემური შეტყობინებები-არის სიტემური ცნობარების ბრძანება (ადმინისტრირება=> სისტემური ცნობარები=> სისტემური შეტყობინებები),რომელიც გამოაქვს სისტემას, შეცდომების დროს;
  • ფიქსირებული პარამეტრები-არის სიტემური ცნობარების ბრძანება (ადმინისტრირება=> სისტემური ცნობარები=>ფიქსირებული პარამეტრები),სისტემაში გამოყენებული პარამეტრები განშტოებებით.
 
უფლებების მართვა წარმოადგენს ადმინისტრირების მოდულის ბრძანებას. იგი შესაძლებლობას აძლევს ადმინისტრატორს სხვადასხვა მომხმარებელს მისცეს სისტემაში წვდომის სხვადასხვა შესაძლებლობა, მათი ფუნქციებისა და მოვალეობების შესაბამისად. უფლებების მართვაში შესასვლელად დაიცავით თანმიმდევრობა: ადმინისტრირება => უფლებების მართვა. ეკრანზე გამოვა ფორმა "უფლებების მართვა":

ფორმას აქვს მენიუ შემდეგი ბრძანებებით:
  • განახლება;
  • გაშლა, შეკუმშვა;
  • კოპირება-ბრძანების გამოყენების შემდეგ ეკრანზე გამოდის ფანჯარა "უფლებების კოპირება", საიდანაც შესაძლებელია კონკრეტული მომხმარებლის უფლებების მინიჭება სხვა მომხმარებლისათვის (მომხმარებლებისათვის):
ასარჩევ ველში ვირჩევთ იმ მომხმარებელს, რომლის უფლებების კოპირებასაც გვსურს. არჩევის შემდეგ ცხრილში გამოჩნდება ყველა მომხმარებლის სია. უფლებების კოპირებისათვის თითოეულ მომხმარებელის წინ ჩართეთ ღილაკი ჩამრთველი და შემდეგ შეინახეთ (ბრძანებით "შენახვა"), თუ... დაწვრილებით 
კომპანიის რეკვიზიტები წარმოადგენს
ადმინისტრირების მოდულის ბრძანებას. ბრძანების გამოყენებით (ადმინისტრირება => კომპანიის რეკვიზიტები) ეკრანზე გამოვა ფანჯარა "კომპანიის რეკვიზიტები", სადაც ხდება კომპანიის რეკვიზიტების შეტანა:

ფანჯარას აქვს ჩანართები, სადაც რეკვიზიტების შეტანა ხდება მას შემდეგ, რაც გააქტურდება მონაცემების შესატანი სვეტები. მათი გააქტიურება ხდება ფანჯრის მენიუს ბრძანება რედაქტირებაზე დაწკაპების შემდეგ. ამ დროს ბრძანებები რედაქტირება და გასვლა მენიუდან გაქრება და მათ ადგილზე გაჩნდება ახალი ბრძანებები: შენახვა და დაბრუნება.
  • კომპანია-ჩანართს აქვს შემდეგი ველები და ღილაკები:
    • სრული დასახელება;
    • მოკლე დასახელება;
    • საიდენტიფიკაციო კოდი;
    • საწარმოს ტიპი (Combo box);
    • ეკონომიკური საქმიანობის (NAEC) კოდი;
    • დღგ-ს გადამხდელი-ღილაკის ჩართვა ხდება... დაწვრილებით 
Copyright (c) 2016. All rights reserved.
რას ფიქრობთ ამ თემაზე? მოსაზრების გაგზავნა!