კომპანიის რეკვიზიტები წარმოადგენს ადმინისტრირების მოდულის ბრძანებას. ბრძანების გამოყენებით (ადმინისტრირება => კომპანიის რეკვიზიტები) ეკრანზე გამოვა ფანჯარა "კომპანიის რეკვიზიტები", სადაც ხდება კომპანიის რეკვიზიტების შეტანა:
ფანჯარას აქვს ჩანართები, სადაც რეკვიზიტების შეტანა ხდება მას შემდეგ, რაც გააქტურდება მონაცემების შესატანი სვეტები. მათი გააქტიურება ხდება ფანჯრის მენიუს ბრძანება რედაქტირებაზე დაწკაპების შემდეგ. ამ დროს ბრძანებები რედაქტირება და გასვლა მენიუდან გაქრება და მათ ადგილზე გაჩნდება ახალი ბრძანებები: შენახვა და დაბრუნება.
- კომპანია-ჩანართს აქვს შემდეგი ველები და ღილაკები:
- სრული დასახელება;
- მოკლე დასახელება;
- საიდენტიფიკაციო კოდი;
- საწარმოს ტიპი (Combo box);
- ეკონომიკური საქმიანობის (NAEC) კოდი;
- დღგ-ს გადამხდელი-ღილაკის ჩართვა ხდება იმ შემთხვევაში, თუ კომპანია არის დღგ-ს გადამხდელი. გააქტიურდება ველი "სერთიფიკატის №" სადაც ჩაიწერება დღგ-ს გადამხდელის სერთიფიკატის ნომერი, ასევე გააქტიურდება "გაცემის თარიღის" შესატანი ელემენტი;
- აქციზის გადამხდელი-ღილაკს რთავენ იმ შემთხვევაში, თუ კომპანია არის აქციზის გადამხდელი. გააქტიურდება "სერთიფიკატის №"-ის შესატანი ველი და "გაცემის თარიღის" შესატანი ელემენტი.
- მისამართი-ჩანართს აქვს შემდეგი ტექსტური სვეტები:
- იურიდიული მისამართი;
- ფაქტიური მისამართი;
- ტელეფონი;
- ფაქსი;
- E-Mail;
- WWW.
- საბანკო რეკვიზიტები-ჩანართში ავსებენ შემდეგ ტექსტურ სვეტებს:
- მომსახურე ბანკი-კომპანიის მომსახურე ბანკის დასახელება;
- ბანკის კოდი;
- ანგ/ანგარიში-ანგარიშსწორების ანგარიში მომსახურე ბანკში.
ზემოთ აღწერილ სამ ჩანართში შეტანილი რეკვიზიტები ავტომატურად ჩაიწერება კომპანიის მიერ გამოწერილ ანგარიშ-ფაქტურებსა და სასაქონლო ზედნადებებში.
- ხელმძღვანელები-ჩანართში ტექსტური ველები განლაგებულია ორ სვეტად: პირველი სვეტის ველებში იწერება ხელმძღვანელი მუშაკების თანამდებობები, ხოლო მეორე სვეტის ველებში მათი სახელები და გვარები.
- საგადასახადო ინსპექცია-ჩანართში იწერება იმ საგადასახადო ინსპექციის რეკვიზიტები, რომლის ზედამხედველობის არეშიც იმყოფება კომპანია. მონაცემები შეაქვთ შემდეგ ტექსტურ სვეტებში:
- დასახელება-საგადასახადო ინსპექციის დასახელება;
- მისამართი;
- ტელეფონი;
- ხელმძღვანელი-საგადასახადო ინსპექციის ხელმძღვანელის სახელი და გვარი.
- სპეციალური ანგარიშები-ჩანართში მოცემულია ტექსტური ველები, სადაც შეჰყავთ დღგ-ის აღრიცხვისათვის აუცილებელი ანგარიშები და ანგარიშები რომლებიც დაკავშირებულია საკურსო სხვაობებთან:
- დღგ-ს ანგარიშის ნომერი დარიცხვის დროს-გამოიყენება დღგ-ს ჩათვლის ოპერაციის შესრულების დროს;
- დღგ-ს ანგარიშის ნომერი, რომელზეც ჩათვლა არ განხორციელებულა-გამოიყენება დღგ-ს ჩათვლის ოპერაციის შესრულების დროს;
- დღგ-ს ანგარიშის ნომერი ჩათვლილი ანგარიშ-ფაქტურებისათვის-გამოიყენება დღგ-ს ჩათვლის ოპერაციის შესრულების დროს;
- უარყოფითი საკურსო სხვაობის ანგარიში-გამოიყენება სავალუტო ანგარიშების გადაანგარიშების დროს;
- დადებითი საკურსო სხვაობის ანგარიში-გამოიყენება სავალუტო ანგარიშების გადაანგარიშების დროს.