ცნობარები მოდულის დანიშნულებაა სისტემაში სხვადასხვა სახის ინფორმაციის შეტანა, ძირითადი საინფორმაციო ბაზის შექმნა. მოდულის გამოყენება ამარტივებს მრავალი, ერთმანეთისაგან განსხვავებული სახის ინფორმაციის სისტემაში შეტანას. წინასწარ შეტანილი მონაცემების არსებობა კი შესაძლებელს ხდის საქონლის შეძენა-რეალიზაციის, წარმოების, გადაადგილების და სხვა ოპერაციების შესრულებას. მოდულში მოცემული გვაქვს ისეთი მონაცემები, როგორიცაა რეგისტრირებული საქონელი მისი ყველა მახასიათებლებით, კატეგორიების ჩამონათვალი, რომელიც გამოიყენება საქონლისათვის კატეგორიის მისანიჭებლად (მაგ: მასალები, სასმელები, ხორცპროდუქტები და სხვა). საჭიროების შემთხვევაში ვამატებთ ახალ კატეგორიას. ასევე შესაძლებელია ,,საქონლის ტიპებისა“ და ,,სასაქონლო ნომენკლატურის" ცნობარის შექმნა. მწარმოებლების რეგისტრაციის დროს ვიყენებთ ,,ქვეყნების" ცნობარს, ხოლო ცნობარი "ქალაქების" დასახელებებით გამოიყენება ბანკების რეგისტრაციის დროს. მნიშვნელოვანია ისეთი ცნობარის შექმნა, როგორიცაა საქონლის წარმოებისა და დაშლის რეცეპტები, რომლის საშუალებითაც ხორციელდება წარმოების პროცესი კალკულაციის საფუძველზე."ვალუტის ცნობარი" გამოიყენება ანალიზური ანგარიშების გახსნისას, იმის მიხედვით თუ რა ვალუტაში გვაწვდის საქონელს მომწოდებელი, ხოლო ვალუტის კურსის დანიშნულებაა სისტემის ცნობარებში ყოველდღიური სავალუტო კურსების შეყვანა, რაც საჭიროა სავალუტო ოპერაციების შემთხვევაში.ბანკების ჩამონათვალი გვიმარტივებს კლიენტზე ბანკის ანგარიშის მიბმას."ფილიალების" ბრძანებით ვამატებთ საწარმოს ფილიალებს, რომელსაც შემდგომ გამოვიყენებთ გადაადგილების ოპერაციებში, ფილიალებისათვის ფასების დაგეგვმაში , ფილიალებიდან რეალიზაციაში და სხვა."სერვისები" - გამოიყენება მომსახურეობის სახეობების და მომსახურეობის ერთეულის ფასის დასამატებლად, რისი საშუალებითაც განვახორვიელებთ არა მარტო მომსახურეობის ოპერაციებს, არამედ მომსახურეობის ხარჯების დამატებას მზა პროდუქტზე."ანგარიშები"-ს ბრძანებიდან ხდება საბალანსო ანგარიშების დამატება, რომელის საფუძველზეც შემდგომში ხდება ანალიზური ანგარიშების დამატება. "კლიენტები"-ს ცნობარის შექმნა ამარტივებს ზედნადებების ატვირთვის პროცესს ,,კლიენტზე“. "დამხმარე ცნობარი" - საშუალებას გვაძლევს შეიქმნას ახალი დამხმარე ცნობარი, რომელიც სისტემის მომხმარებლებს გაუმარტივებს სამუშაო პროცესს.
მოდულს აქვს მენიუ ბრძანებებით, რომელიც დაყოფილია ჯგუფებად:
სათაური |
აღწერა |
საქონელი აერთიანებს ცნობარის ბრძანებათა შემდეგ ჯგუფს:
| |
ვალუტა წარმოადგენს ცნობარების ბრძანებათა ჯგუფს, რომელიც აერთიანებს შემდეგ ბრძანებებს:
| |
სხვა არის ცნობარების ბრძანებათა ჯგუფი რომელშიც გაერთიანებულია შემდეგი ბრძანებები:
| |
ბუღალტერია არის ცნობარების ბრძანებათა ჯგუფი, რომელიც აერთიანებს შემდეგ ბრძანებებს:
| |
ზოგადი-არის ცნობარების მენიუს ბრძანება (ჩამონათვალის ღილაკი). მისი დანიშნულებაა სისტემისათვის ზოგადი დამხმარე ცნობარების შექმნა. (მაგალითად დებიტორების ზოგადი ცნობარის შექმნა, შემდგომში გაგვიმარტივებს rs.ge-ზე ზედნადების ატვირთვას, თუ დებიტორების ანალიზური ანგარიშები გვაქვს ჩაშლილად, სასბალანსო 1410, 1411... და ა.შ -ანგარიშებზე). ბრძანების გამოყენების შემდეგ ეკრანზე გამოდის "სხვადასხვა ცნობარების" ფორმა: ფორმას აქვს ჩანართი "ცნობარები", სადაც მოცემულია ორგანიზაციის გამოყენების მიხედვით ზოგადი ცნობარები. ფორმაში მოქმედებების შესრულება შესაძლებელია კონტექსტური მენიუს დახმარებით. ფორმას აქვს მენიუ სტანდარტული ბრძანებებით, რომელიც მოქმედებს დამატებით ჩანართში:
|
Copyright (c) 2016. All rights reserved.
|
რას ფიქრობთ ამ თემაზე? მოსაზრების გაგზავნა!
|