Apex ERP Documentation
შინაარსიIndexHome
თემები
თემები
სათაური 
აღწერა 
საქონელი აერთიანებს ცნობარის ბრძანებათა შემდეგ ჯგუფს:
  • რეგისტრირებული-ბრძანების დანიშნულებაა სისტემის ცნობარებში რეგისტრირებულ საქონლის დასახელებათა შეყვანა;
  • საქონელი-ბრძანება უზრუნველყოფს ცნობარში საქონლის დასახელებათა შეტანას;
  • კატეგორიები-ბრძანების გამოყენებით ცნობარებში შეაქვთ საქონლის კატეგორიები;
  • ტიპები-ბრძანება გამოიყენება ცნობარში საქონლის ტიპების შესატანად;
  • ნომენკლატურა-ბრძანება საშუალებას იძლევა მომხმარებელმა ცნობარში შეიტანოს საქონლის ნომენკლატურა;
  • მწარმოებლები-ბრძანება გამოიყენება ცნობარებში საქონლის მწარმოებელთა შესატანად;
  • რეცეპტები (კომბინირებული ღილაკი)-ბრძანება საშუალებას იძლევა ცნობარებში საკუთარი წარმოების საქონლის რეცეპტების შესატანად.
 
ქვეყანა, ქალაქი არის ცნობარების ბრძანებათა ჯგუფი, რომელიც აერთიანებს შემდეგ ბრძანებებს:
  • ქვეყნები-ბრძანების დახმარებით ხდება ცნობარებში ქვეყნების დასახელების შეტანა;
  • ქალაქები-ბრძანების საშუალებით ცნობარებში შეაქვთ ქალაქების დასახელებები.
 
ვალუტა წარმოადგენს ცნობარების ბრძანებათა ჯგუფს, რომელიც აერთიანებს შემდეგ ბრძანებებს:
  • ვალუტები-ბრძანების დახმარებით მომხმარებელი უზრუნველყოფს ცნობარებში ვალუტის დასახელებათა შეტანას;
  • კურსები-ბრძანების საშუალებით მომხმარებელს ცნობარებში შეაქვს ვალუტების შესაბამისი კურსები, რომელიც განსაზღვრულია საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ.
 
სხვა არის ცნობარების ბრძანებათა ჯგუფი რომელშიც გაერთიანებულია შემდეგი ბრძანებები:
  • ბანკები-ბრძანების დახმარებით მომხმარებელს ცნობარებში შეაქვს ბანკების დასახელებები;
  • სერვისები-ბრძანების საშუალებით ცნობარებში შესაძლებელია სერვისების დასახელებათა შეტანა;
  • ფილიალები-ბრძანების დახმარებით შესაძლებელია ცნობარებში კომპანიის სტრუქტურული ქვედანაყოფების დასახელებათა შეტანა.
 
ბუღალტერია არის ცნობარების ბრძანებათა ჯგუფი, რომელიც აერთიანებს შემდეგ ბრძანებებს:
  • ანგარიშები (ჩამონათვალის ღილაკი)-ბრძანების დახმარებით მომხმარებელს შეუძლია ცნობარებში შეიტანოს საბალანსო და ანალიზური ანგარიშები:
  • კლიენტები-ბრძანება საშუალებას იძლევა ცნობარები შეივსოს კლიენტთა დასახელებებით.
 
ზოგადი-არის ცნობარების მენიუს ბრძანება (ჩამონათვალის ღილაკი). მისი დანიშნულებაა სისტემისათვის ზოგადი დამხმარე ცნობარების შექმნა. (მაგალითად დებიტორების ზოგადი ცნობარის შექმნა, შემდგომში გაგვიმარტივებს rs.ge-ზე ზედნადების ატვირთვას, თუ დებიტორების ანალიზური ანგარიშები გვაქვს ჩაშლილად, სასბალანსო 1410, 1411... და ა.შ -ანგარიშებზე). ბრძანების გამოყენების შემდეგ ეკრანზე გამოდის "სხვადასხვა ცნობარების" ფორმა:

ფორმას აქვს ჩანართი "ცნობარები", სადაც მოცემულია ორგანიზაციის გამოყენების მიხედვით ზოგადი ცნობარები. ფორმაში მოქმედებების შესრულება შესაძლებელია კონტექსტური მენიუს დახმარებით.

ფორმას აქვს მენიუ სტანდარტული ბრძანებებით, რომელიც მოქმედებს დამატებით ჩანართში:
  1. დასახელება-სვეტში ვუთითებთ დამხმარე ცნობარის დასახელებას (მაგ: მოთხოვნები შემკვეთების მიმართ);
  2. დასახელება (En)-... დაწვრილებით 
Copyright (c) 2016. All rights reserved.