Apex ERP Documentation
შინაარსიIndexHome
PreviousUpNext
სერვისები

სერვისები არის ცნობარების მენიუს ბრძანება, რომელიც შედის ჯგუფში „სხვა“ (ცნობარები => სერვისები). ჯგუფის ბრძანების გამოყენების შემდეგ ეკრანზე გამოდის ფორმა "სერვისები". მისი დანიშნულებაა "სერვისების" ცნობარის სახით შექმნა, რომელიც გამოიყენება მომსახურების ოპერაციის დროს. მომსახურება ეს არის ნებისმიერი სახის საქმიანობა, ან სარგებელი, რომელსაც ერთი მხარე სთავაზობს მეორეს. მომსახურება თავისი არსით არანივთობრივი, არათვალსაჩინოა, რაც გულისხმობს იმას, რომ შეუძლებელია მისი დანახვა, მოსმენა, ხელით შეხება და იგი არ გულისხმობს მფლობელობასა და საკუთრების გადაცემას. განახლების ბრძანებით ეკრანზე გამოვა სისტემაში არსებული "სერვისების" ჩამონათვალი, რომელიც ცხრილის სახით არის წარმოდგენილი. 

ბრძანების გამოყენების შედეგად ეკრანზე გამოდის ფორმა „სერვისები“: 

 

რომელსაც აქვს მენიუ სტანდარტული ბრძანებებით:

 

სერვისის დასამატებლად საჭიროა შეივსოს ფანჯრის სვეტები:

  1. კოდი-მომხმარებლის მიერ სერვისისათვის მინიჭებული რიცხვებისა და ასოთა კომბინაცია;
  2. დასახელება-სერვისის დასახელება;
  3. დასახელება (EN)-დასახელება ინგლისურად;
  4. ფასი (ლ)-სერვისის ღირებულება ლარებში დღგ-ის ჩათვლით;
  5. ფასი (პ)-სერვისის ღირებულება პირობით ერთეულებში;
  6. შენიშვნები;
  7. დღგ-ველში შეაქვთ დღგ-ის განაკვეთი.
ფანჯარას აქვს ღილაკი-ჩამრთველი (ალამი)-შეჩერებული და მენიუ სტანდარტული ბრძანებებით: შენახვა, გასვლა

ფორმაში შესაძლებელია კონტექსტური მენიუდან იგივე ბრძანებების გამოყენება, რაც მოცემულია მთავარ მენიუში და დამატებით ბრძანებით უპირატესი სარგებლობა.

 

იხილეთ ასევე: 

 

ცხრილი (Grid).

Copyright (c) 2016. All rights reserved.
რას ფიქრობთ ამ თემაზე? მოსაზრების გაგზავნა!