Apex ERP Documentation
შინაარსიIndexHome
PreviousUpNext
ფილიალები

ფილიალები არის ცნობარების მენიუს ბრძანება, რომელიც შედის ჯგუფში „სხვა“ (ცნობარები => ფილიალები). ჯგუფის ბრძანების გამოყენების შემდეგ ეკრანზე გამოდის ბრძანების შესაბამისი დასახელების ფორმა. მისი დანიშნულებაა სისტემის ცნობარებში ფილიალის დასახელების შეყვანა, ფილიალის დასახელებებზე ანალიზური ანგარიშების მიბმა და ფილიალში საქონლის თავმოყრა (ფორმაში ჩანს ანალიზური ანგარიშები, რომელსაც ჩართული აქვს რაოდენობრივი, თუ რაოდენობრივი ანალიზური ანგარიში მიბმულის არ არის ფილიალზე და საბუთი პროექტის სტატუსით არის ასახული, მისი მოხსნა საბუთზე შეუძლებელია), რომელიც გამოიყენება ერთის მხრივ "Apex ERP"-ში "ფასების დადგენა (ფილიალი)" შემთხვევაში და მეორეს მხრივ "Apex ERP"-დან "Apex RPS"-ში სარეალიზაციო საქონლის დასახელებების განსათავსებლად (საწყობის ანალიზური ანგარიში). 

ბრძანების გამოყენების შედეგად ეკრანზე გამოდის ფორმა „ფილიალები“: 

 

ფორმას აქვს სამი ჩანართი: ფილიალები, ანგარიშები და საქონელი. ჩანართებში მოქმედებების შესრულება შესაძლებელია კონტექსტური მენიუს საშუალებით, რომელსაც აქვს სტანდარტული ბრძანებები. 

1. ფილიალები:

 

ფანჯარას აქვს შემდეგი სვეტები:

  1. ფილიალის № ( ღილაკი-მთვლელი)-შეგვაქვს ფილიალის ნომერი;
  2. ფილიალის დასახელება-სვეტში იწერება ფილიალის დასახელება;
  3. ჯგუფის №- ( ღილაკი-მთვლელი)-შეგვაქვს ჯგუფის ნომერი;
  4. ფასდაკლება ( ღილაკი-მთვლელი)-შეგვაქვს ფასდაკლების პროცენტი;
  5. მისამართი-შეგვაქვს ფილიალის მისამართი.
ფანჯარას აქვს მენიუ სტანდარტული ბრძანებებით: შენახვა და გასვლა. 2. ანგარიშები:  

ივსება შემდეგი სვეტები:

  1. ანგარიში-სვეტში ანგარიშის არჩევა ხდება იმის მიხედვით, თუ რომელ ანალიზურ ანგარიშთანაა დაკავშირებული ფილიალი;
  2. მომარაგების საწყობი-სვეტში არჩევა ხდება იმის მიხედვით, თუ რომელ საწყობიდან მარაგდება ფილიალი;
  3. ფილიალის №-არჩეულია ავტომატურად;
  4. ჯგუფის № (ღილაკი მთვლელი)-ჯგუფის ნომერს ვანიჭებთ იმისათვის, რომ გავამარტივოთ ფილიალში ფასების დაგეგმვის პროცესი, კერძოდ , ერთიდაიგივე ჯგუფის ფილიალებისათვის შესაძლებელი იქნება ფასების ჯგუფურად დადგენა;
ფანჯარას აქვს მენიუ სტანდარტული ბრძანებებით: შენახვა და გასვლა. 3. საქონელი:  

ფანჯარას აქვს სტანდარტული ბრძანებები:

კომბინირებული სარკმელების საშუალებით (Combo box) შესაძლებელია გაფილტვრა კატეგორიის, მომწოდებელის, მწარმოებელის და საქონლის ჯგუფის მიხედვით. ფილიალში საქონლის დასამატებლად აუცილებლობას წარმოადგენს დასამატებელი საქონლის მონიშვნა(თუ ერთდროულად გვინდა ყველა საქონლის მონიშვნა, შესაძლებელია ბრძანებით „მონიშვნა“ ან კლავიშთა კომბინაციით Ctrl+A, ხოლო, თუ კონკრეტული საქონლის მონიშვნა გვესაჭიროება, მოსანიშნად გამოიყენეთ Space კლავიში) და „შენახვის“ ბრძანების გამოყენება, მომდევნო ეტაპზე ეკრანზე გამოდის შემდეგი სახის გამაფრთხილებელი შეტყობინება: 

 

ცვლილების შენახვის შემთხვევაში ვადასტურებთ ღილაკით-Yes, ხოლო უარყოფის შემთხვევაში ღილაკით-No.

ფორმაში „ფილიალები“ ოპერაციების შესრულება შესაძლებელია კონტექსტური მენიუს დახმარებითაც. 

 

იხილეთ ასევე: 

 

ცხრილი (Grid)

Copyright (c) 2016. All rights reserved.
რას ფიქრობთ ამ თემაზე? მოსაზრების გაგზავნა!