Apex ERP Documentation
შინაარსიIndexHome
PreviousUpNext
ანალიზური (I ვერსია)

ანალიზური არის ცნობარების მენიუს ბრძანება (ცნობარები => ანგარიშები => ანალიზური). ჯგუფის ბრძანების გამოყენების შემდეგ ეკრანზე გამოდის ფორმა "ანალიზური ანგარიშები". მისი დანიშნულებაა "ანალიზური ანგარიშების" ცნობარის შექმნა, რომელიც გამოიყენება ბუღალტრული ოპერაციის შესრულების დროს, ფორმაში აუცილებლობას წარმოადგენს "რაოდენობრივი" ღილაკის ჩართვა იმ შემთხვევაში, თუ ფულად აღრიცხვასთან ერთად საჭირო არის, რაოდენობრივი აღრიცხვაც (მაგ: სასაქონლო მატერიალური ფასეულობები 1600, ძირითადი საშუალებები 2100), "აქტიურ/პასიური" ღილაკი როდესაც ამორთულია გულისხმობს, რომ ანგარიში აქტიურია, ხოლო როდესაც ჩართულია ანგარიში პასიურია. აღნიშნული ღილაკის არამართებულად ჩართვის შემთხვევაში, ბუღალტერიის მოდულის ბალანსის ფორმაში, ანგარიშის აქტიურ/პასიური გრაფა არასწორი ნაშთის გამო წითლად შეიფერება (მაგ: თუ რომელიმე ვალდებულების ანგარიშს არ აქვს ჩართული ღილაკი აქტიურ/პასიური, სისტემა ანგარიშს აღიქვავს როგორც აქტიურს, შესაბამისად აქტიურ ანგარიშს შეუძლებელია ჰქონდეს კრედიტული ნაშთი და ბალანსის ფორმაში გვიჩვენებს არასტანდარტული ფერით). განახლების ბრძანებით ეკრანზე გამოვა ფორმაში არსებული "ანალიზური ანგარიშების" ჩამონათვალი, რომელიც ცხრილის სახით არის სისტემაში წარმოდგენილი. 

სისტემაში შესაძლებელია მომხმარებელს მივანიჭოთ ან წვდომა ავუკრძალოთ, რომელიმე ანალიზური ანგარიშზე (ადმინისტრირება=>უფლებების მართვა). 

ბრძანების გამოყენების შემდეგ ეკრანზე გამოდის ფორმა „ანალიზური ანგარიშები“: 

 

რომელსაც აქვს მენიუ სტანდარტული ბრძანებებით:

 

ანალიზური ანგარიშის დასამატებლად საჭიროა შეივსოს ფანჯრის ავეტები:

  1. დასახელება-სვეტში შეაქვთ ანალიზური ანგარიშის დასახელება;
  2. დასახელება (EN)-სვეტში შეაქვთ საბალანსო ანგარიშის დასახელება ინგლისურად;
  3. საბალანსო ანგარიში-სვეტში შესაძლებელია საბალანსო ანგარიშის არჩევა ან დამატება „+“ ღილაკის საშუალებით;
  4. რიგითი №-სვეტში ციფრების შეცვლა შესაძლებელია მოხრილ ისარზე მაუსის მარცხენა ღილაკზე დაჭერით ან ისრებიანი კლავიშით. ველში ჩაწერილი რიცხვები ასახვას ჰპოვებს ანალიზურ ანგარიშში. ანალიზური ანგარიშის ბოლო ორი ციფრი მიუთითებს ვალუტის კოდს, ხოლო შემდეგი ოთხი ციფრი მარჯვნიდან მარცხნივ იცვლება აღწერილი სვეტიდან. სვეტში ციფრები იცვლება "0"–დან "9999"–ის ჩათვლით;
  5. ვალუტა (Combo box)-სვეტში ირჩევენ ან ამატებენ ვალუტას;
  6. კლიენტი (Combo box)-სვეტში ხდება კლიენტის არჩევა, დამატება ან რედაქტირება;
  7. ალტ. ანგარიში-სვეტში შეაქვთ ალტერნატიული ანგარიში;
  8. გახსნის თარიღი;
  9. დახურვის თარიღი;

ფანჯარას აქვს ღილაკი-ჩამრთველები (ალამი):

  1. აქტიურ/პასიური;
  2. რაოდენობრივი;
  3. გამოიყენება გარებალანსურ აღრიცხვაში;
  4. შეჩერებული .

ფანჯარას აქვს მენიუ სტანდარტული ბრძანებებით: შენახვა, გასვლა.

ფორმაში შესაძლებელია კონტექსტური მენიუდან იგივე ბრძანებების გამოყენება, რაც მოცემულია მთავარ მენიუში. 

 

 

იხილეთ ასევე: 

 

საბალანსო

ვალუტები

კლიენტები

ცხრილი (Grid)

Copyright (c) 2016. All rights reserved.
რას ფიქრობთ ამ თემაზე? მოსაზრების გაგზავნა!