ანალიზური არის ცნობარების მენიუს ბრძანება (ცნობარები => ანგარიშები => ანალიზური). ჯგუფის ბრძანების გამოყენების შემდეგ ეკრანზე გამოდის ფორმა "ანალიზური ანგარიშები". მისი დანიშნულებაა "ანალიზური ანგარიშების" ცნობარის შექმნა, რომელიც გამოიყენება ბუღალტრული ოპერაციის შესრულების დროს. ანალიზური (II ვერსია) (I ვერსია)-ისგან განსხვავდება იმით, რომ ანალიზური ანგარიშის დამატების დროს, ერთ ანალიზურ ანგარიშს შეგვიძლია მივუთითოთ რამდენიმე სავალუტო ანგარიში. განახლების ბრძანებით ეკრანზე გამოვა ფორმაში არსებული "ანალიზური ანგარიშების" ჩამონათვალი, რომელიც ცხრილის სახით არის სისტემაში წარმოდგენილი.
სისტემაში შესაძლებელია მომხმარებელს მივანიჭოთ ან წვდომა ავუკრძალოთ, რომელიმე ანალიზური ანგარიშზე (ადმინისტრირება=>უფლებების მართვა).
მისი დანიშნულებაა სისტემის ცნობარებში ანალიზური ანგარიშების შეყვანა. ბრძანების გამოყენების შემდეგ ეკრანზე გამოდის ფორმა „ანალიზური ანგარიშები“:
ანალიზური ანგარიშის დასამატებლად საჭიროა შეივსოს ფანჯრის სვეტები:
ფანჯარას აქვს ღილაკი-ჩამრთველები (ალამი):
დიალოგურ ფანჯარას „დასახელების“ სვეტის მარჯვნივ აქვს გაფართოების ღილაკი, მასზე მაუსის გამოყენებით დიალოგური ფანჯარა იშლება ჰორიზონტალურად, ხოლო ღილაკი გადაიქცევა შეკუმშვის ღილაკად:
როცა „საბალანსო ანგარიშის“ ველში არჩეულია საბალანსო ანგარიში, ხოლო ვალუტა არჩეული არაა, მაშინ გაფართოებულ ველში წითლად გამოჩნდება რიგითი ნომრის ველში არჩეული ციფრების კომბინაციის შესაბამისი ანალიზური ანგარიში (თუ იგი უკვე გახსნილია). როცა ავირჩევთ ვალუტებს, მაშინ უკვე გახსნილი ანგარიშები წითელ ფერს შეიცვლის თეთრით, ხოლო იმ ვალუტების შესაბამისი ანგარიშები, რომლებიც გახსნილი არაა გამოჩნდება მწვანე ფერით:
ფანჯარას აქვს მენიუ სტანდარტული ბრძანებებით: შენახვა, გასვლა.
ფორმაში შესაძლებელია კონტექსტური მენიუდან იგივე ბრძანებების გამოყენება, რაც მოცემულია მთავარ მენიუში.
იხილეთ ასევე:
Copyright (c) 2016. All rights reserved.
|
რას ფიქრობთ ამ თემაზე? მოსაზრების გაგზავნა!
|