Apex ERP Documentation
შინაარსიIndexHome
PreviousUpNext
კლიენტები

კლიენტები არის ცნობარების მენიუს ბრძანება (ცნობარები => კლიენტები). ჯგუფის ბრძანებაზე დაჭერის შემდეგ ეკრანზე გამოდის ფორმა "კლიენტები". მისი დანიშნულებაა "კლიენტების" ცნობარის შექმნა, რომელიც გამოიყენება ანალიზური ანგარიშის გახსნის დროს, რათა მოხდეს ანალიზურ ანგარიშზე კლიენტის რეკვიზიტების მიბმა. განახლების ბრძანებით ეკრანზე გამოვა ფორმაში არსებული "კლიენტების" ჩამონათვალი, რომელიც ცხრილის სახით არის სისტემაში წარმოდგენილი. ასევე კლიენტები შეგვიძლია დავამატოთ ან დავარედაქტიროთ, ანალიზური ანგარიშის გახსნის დროს "კლიენტის" სვეტის გასწვრივ განთავსებული დამატების ("+") ან რედაქტირების ("...") ღილაკით, რომლებიც "დამატება (კლიენტი)" და "რედაქტირება (კლიენტი)" ფანჯრების იდენტურია. კლიენტის ფანჯარიდან შესაძლებელია მფლობელი კომპანიის დამატება ან რედაქტირება. მფლობელი კომპანიის დანიშნულებაა მაგ: როდესაც ერთ ორგანიზაციას აქვს რამოდენიმე ფილიალი, შესაბამისად დისტრიბუციის დროს სასაქონლო ზედნადებში უნდა აისახოს ფაქტიური მისამართი, თუმცა ანგარიშსწორება უნდა განხორციელდეს მფლობელი კომპანიისათვის ჯამურად, რომელიც ჩნდება ანალიზის სხვადასხვა ფორმებში. კლიენტის ფანჯრიდან ასევე შესაძლებელია ახალი ქალაქის დამატება, რომელიც ქალაქების ცნობარში დაემატება. კლიენტის რედაქტირების ფანჯარაში შესვლის დროს, ჩნდება ახალი ბრძანება "ბანკები" საიდანაც ხდება კლიენტისათვის ბანკის ანგარიშის მიბმა. 

ბრძანების გამოყენების შედეგად ეკრანზე გამოდის ფორმა „კლიენტები“: 

 

ფორმას აქვს მენიუ სტანდარტული ბრძანებებით:

 

ახალი კლიენტის დასამატებლად საჭიროა შეივსოს ფანჯრის სვეტები. სვეტში „ქვეყნები“ ავტომატურად არჩეულია უპირატესი სტატუსის მქონე ქვეყანა, სვეტში „ქალაქი“ (Combo box) შესაძლებელია ქალაქის არჩევა და ახალი ქალაქის დამატება. სვეტში მფლობელი კომპანია (Combo box) შესაძლებელია არჩევა, დამატება და რედაქტირება. ფანჯარას აქვს თარიღის ელემენტები: ლიცენზიის ვადა, სპეც. ლიცენზიის ვადა, ხელშეკრულების თარიღი, ხელშეკრულების ვადა. ფანჯრის დანარჩენ ველებში მონაცემების ჩაწერა ხდება ხელით. 

ველში "საიდენ №" აუცილებელია საიდენტიფიკაციო ნომრის ჩაწერა, რადგან წინააღმდეგ შემთხვევაში ვერ მოხერხდება ელექტრონული სასაქონლო ზედნადებისა და ანგარიშ-ფაქტურების ატვირთვა, აგრეთვე, მომწოდებლებისაგან ატვირთული სასაქონლო ზედნადების საფუძველზე საქონლის შემოსავალში აყვანა.

ფანჯარას აქვს ღილაკი–ჩამრთველი (ალამი)შეჩერებული.

დამატების ფანჯარას აქვს მენიუ სტანდარტული ბრძანებებით: შენახვა, გასვლა.

  • რედაქტირება–რედაქტირების ფანჯარა დამატების ფანჯრის იდენტურია ერთი განსხვავებით: მენიუში აქვს ბრძანება „ბანკები“, რომლის დახმარებითაც შესაძლებელია კლიენტის მომსახურე ბანკის დამატება.
  • წაშლა;
  • გასვლა.

ფორმაში მოქმედებების შესრულება შესაძლებელია კონტექსტური მენიუს დახმარებითაც, რომელიც გარდა მთავარი მენიუს ბრძანებებისა შეიცავს ბრძანებას „უპირატესი“. 

 

 

 

იხილეთ ასევე: 

 

ქვეყნები

ქალაქები

ცხრილი (Grid).  

 

 

Copyright (c) 2016. All rights reserved.
რას ფიქრობთ ამ თემაზე? მოსაზრების გაგზავნა!