Apex ERP Documentation
შინაარსიIndexHome
PreviousUpNext
ბანკები

ბანკები არის ცნობარების მენიუს ბრძანება, რომელიც შედის ჯგუფში „სხვა“ (ცნობარები => ბანკები). ჯგუფის ბრძანების გამოყენების შემდეგ ეკრანზე გამოდის ფორმა "ბანკები". მისი დანიშნულებაა "ბანკების" (დასახელებების) ცნობარის შექმნა, რომელიც გამოიყენება კლიენტისათვის ბანკის ანგარიშის მისაბმელად, ხოლო კლიენტის მიბმა ხდება ანალიზურ ანგარიშებზე. განახლების ბრძანებით ეკრანზე გამოვა ფორმაში არსებული "ბანკების" ჩამონათვალი, რომელიც ცხრილის სახით არის სისტემაში წარმოდგენილი. 

ბრძანების გამოყენების შედეგად ეკრანზე გამოდის ფორმა "ბანკები": 

 

ფორმას აქვს მენიუ სტანდარტული ბრძანებებით:

 

ახალი ბანკის დასამატებლად საჭიროა შეივსოს სვეტები:

  1. დასახელება-ბანკის დასახელება;
  2. დასახელება (EN)-ბანკის დასახელება ინგლისურად;
  3. კოდი–მფო–სვეტში იწერება ბანკის ძველი კოდი;
  4. ქალაქი (Combo box)–სვეტში ავტომატურად არჩეულია უპირატესი ქალაქი, თუმცა შესაძლებელია მისი შეცვლა;
  5. ქვეყანა -სვეტში ავტომატურად გადმოდის ის ქვეყანა რომელი ქვეყნის ქალაქიცაა არჩეული ქალაქის ველში;
  6. კორ. ანგარიში;
  7. კოდი–BIC–ველში იწერება ბანკის ახალი კოდი.
ფანჯარას აქვს ღილაკი-ჩამრთველი (ალამი)-შეჩერებული და მენიუ სტანდარტული ბრძანებებით: შენახვა და გასვლა. ფორმაში შესაძლებელია კონტექსტური მენიუდან იგივე ბრძანებების გამოყენება, რაც მოცემულია მთავარ მენიუში და დამატებით ბრძანებით უპირატესი სარგებლობა.

 

იხილეთ ასევე: 

 

ქალაქები

ქვეყნები

ცხრილი (Grid)

Copyright (c) 2016. All rights reserved.
რას ფიქრობთ ამ თემაზე? მოსაზრების გაგზავნა!