საბალანსო არის ცნობარების მენიუს ბრძანება (ცნობარები => ანგარიშები => საბალანსო). ჯგუფის ბრძანების გამოყენების შემდეგ ეკრანზე გამოდის ფორმა "საბალანსო ანგარიშები". მისი დანიშნულებაა "საბალანსო ანგარიშების" ცნობარის შექმნა, რომელიც გამოიყენება ანალიზური ანგარიშის გახსნის დროს, რათა შვძლოთ ანალიზური ანგარიშის საბალანსო ანგარიშზე მიბმა. ფორმაში აუცილებლობას წარმოადგენს "რაოდენობრივი" ღილაკის ჩართვა იმ შემთხვევაში, თუ ფულად აღრიცხვასთან ერთად საჭირო არის, რაოდენობრივი აღრიცხვაც (მაგ: სასაქონლო მატერიალური ფასეულობები 1600, ძირითადი საშუალებები 2100), "აქტიურ/პასიური" ღილაკი როდესაც ამორთულია გულისხმობს, რომ ანგარიში აქტიურია, ხოლო როდესაც ჩართულია ანგარიში პასიურია. განახლების ბრძანებით ეკრანზე გამოვა სისტემაში არსებული "საბალანო ანგარიშების" ჩამონათვალი, რომელიც ცხრილის სახით არის წარმოდგენილი.
სისტემაში შესაძლებელია მომხმარებელს მივანიჭოთ ან წვდომა ავუკრძალოთ, რომელიმე საბალანსო ანგარიშზე (ადმინისტრირება=>უფლებების მართვა).
ბრძანების გამოყენების შედეგად ეკრანზე გამოდის ფორმა „საბალანსო ანგარიშები“:
ფორმასაც აქვს მენიუ სტანდარტული ბრძანებებით:
საბალანსო ანგარიშის დასამატებლად საჭიროა შეივსოს ფანჯრის სვეტები:
ფანჯარას აქვს ღილაკი-ჩამრთველები (ალამი):
ფანჯარას აქვს მენიუ სტანდარტული ბრძანებებით: შენახვა, გასვლა.
ფორმა შესაძლებელია კონტექსტური მენიუდან იგივე ბრძანებების გამოყენება, რაც მოცემულია მთავარ მენიუში.
იხილეთ ასევე:
Copyright (c) 2016. All rights reserved.
|
რას ფიქრობთ ამ თემაზე? მოსაზრების გაგზავნა!
|