მწარმოებლები არის ცნობარების მენიუს ბრძანება, რომელიც შედის ჯგუფში „საქონელი“ (ცნობარები => მწარმოებლები). მისი დანიშნუილებაა სისტემის ცნობარებში მწარმოებლების დასახელებათა შეტანა, რომელიც შემდგომში გამოიყენება სხვა ცხრილებში.
ბრძანების ზედა (მონიშნულ) ნაწილზე დაჭერის შემდეგ, გამოდის ფორმა „მწარმოებლები“, ხოლო ქვედა ნაწილი კი განკუთვნილია "ბრენდების" ცნობარის შესაქმნელად.
- "მწარმოებლები"- მოგეხსენებათ "მწარმოებელი" არის პროდუქციის დამამზადებელი, რომელიც საკუთარ თავს წარმოადგენს სავაჭრო ნიშნის ან სხვა განმასხვავებელი ნიშნის მინიჭებით. ბრძანებით შესაძლებელია საქონლის მწარმოებლების ცნობარის შექმნა, რათა შემდგომში შევძლოთ მწარმოებლის მიხედვით ინფორმაციის მიღება (მაგ: შესყიდვები, წარმოება, რეალიზაცია და ა.შ).
ბრძანების ზედა ნაწილზე-დაჭერის შემდეგ ეკრანზე გამოდის ფორმა "მწარმოებლები", მისი დანიშნულებაა "მწარმოებლის ცნობარის" შექმნა, იგი გამოიყენება საქონლის რეგისტრაციის დროს. განახლების ბრძანებით ეკრანზე გამოვა სისტემაში არსებული "მწარმოებლების" ჩამონათვალი, რომელიც ცხრილის სახით არის წარმოდგენილი. "მწარმოებელი" ასევე შეგვიძლია დავამატოთ,
საქონლის რეგისტრაციის დროს მწარმოებლის სვეტის გასწვრივ განთავსებული დამატების ("+") ღილაკით, რომელიც "დამატება (მწარმოებელი)" ფანჯრის იდენტურია.
ბრძანების ზედა ნაწილზე დაჭერით ეკრანზე გამოდის ფორმა:
რომელსაც აქვს მენიუ სტანდარტული ბრძანებებით:
ახალი მწარმოებლის დასამატებლად საჭიროა შეივსოს ფანჯრის სვეტები:
- დასახელება-სვეტში იწერება საქონლის მწარმოებლის დასახელება;
- დასახელება (EN)-დასახელება ინგლისურად;
- ქვეყანა (Combo box)-სვეტში ავტომატურად არჩეულია უპირატესი სტატუსის მქონე ქვეყანა, თუმცა შესაძლებელია მისი არჩევა და ახალი ქვეყნის დამატება ველში არსებული დამატების ღილაკის დახმარებით;
- მისამართი-მწარმოებლის მისამართი;
- საფოსტო ინდექსი;
- ტელეფონი;
- ფაქსი;
- საკონტაქტო პირი;
- ელ-ფოსტა.
ფანჯარას აქვს ორი
ღილაკი–ჩამრთველი (ალამი):
- საკუთარი წარმოება;
- შეჩერებული;
დამატების ფანჯარას აქვს მენიუ სტანდარტული ბრძანებებით:
შენახვა,
გასვლა.
მწარმოებლების ჩამონათვალი წარმოადგენს ცხრილს. ცხრილში მოქმედებების შესრულება შესაძლებელია
კონტექსტური მენიუს დახმარებითაც, რომელიც გარდა მთავარი მენიუს ბრძანებებისა შეიცავს ბრძანებას „
უპირატესი“, მწარმოებელს რომელსაც მივანიჭებთ უპირატესს ცხრილში განთავსდება პირველ ადგილზე.
2. "ბრენდები"-მოგეხსენებათ ბრენდი მომხმარებლის შთაბეჭდილებების კრებულია მოცემულ პროდუქტზე. ბრენდის მაგალითად შეიძლება მოვიყვანოთ: Mercedes, Nike, Adidass და ა.შ. ბრძანებით შესაძლებელია ბრენდების ცნობარის შექმნა, რათა შემდგომში შევძლოთ რეგისტრირებულ საქონელს მივუთითოთ ბრენდის მნიშვნელობა.
ბრძანების გამოყენების შედეგად, ეკრანზე გამოდის ფორმა:
- აბრევიატურა-ბრენდის აბრევიატურა;
- დასახელება-სვეტში ვუთითებთ ბრენდის დასახელებას;
- დასახელება (EN)-სვეტში ვუთითებთ ბრენდის დასახელებას ინგლისურად;
- აღწერილობა-სვეტში შეგიძლიათ დაურთოთ დამატებითი აღწერილობა ბრენდის შესახებ;
- სურათი-სურათის ასატვირთ გრაფაში, მაუსის მარჯვენა ღილაკის გამოყენებით ეკრანზე გამოვა კონტექსტური მენიუ (დააჭირეთ ბრძანება Load-ს), საიდანაც შეძლებთ სასურველი სურათის მოძიებას და ატვირთვას თქვენი კომპიუტერიდან.
დამატების ფანჯარას აქვს მენიუ სტანდარტული ბრძანებებით:
შენახვა,
გასვლა.
იხილეთ ასევე:
ქვეყნები;
ცხრილი (Grid).