რეცეპტები არის ცნობარების მენიუს ბრძანება, რომელიც შედის ჯგუფში „საქონელი“ (ცნობარები => რეცეპტები). მისი დანიშნულებაა:
1. საქონლის წარმოების რეცეპტი: ღილაკზე დაჭერის შემდეგ გამოდის ფორმა-„რეცეპტები და შტრიხკოდები“. ფორმა გამოიყენება წარმოების პროცესისათვის. ფორმიდან იქმნება რეცეპტი მზა პროდუქციის მისაღებად, შესაბამისად კომპონენტებს, რომელსაც დავამატებთ "საქონლის წარმოების რეცეპტში" წარმოების დროს სისტემა გაითვალისწინებს რეცეპტში შემავალი ინგრედიენტების რაოდენობას და შესაბამისად მოხდება მზა პროდუქციის თვითღირებულების გაანგარიშება.
ვიდრე შევქმნით საკუთარი წარმოებისათვის საქონლის რეცეპტს, საჭიროა:
ფორმის გაფილტვრა შესაძლებელია შემდეგი ელემენტებით:
ფანჯარას აქვს შემდეგი ველები:
ივსება ფანჯრის გრაფები:
2. საქონლის დაშლის რეცეპტი (დეკომპლექტაცია): იგი გამოიყენება საქონლის შემადგენელ კომპონენტებად დასაშლელად მათი ცალ-ცალკე გაყიდვის მიზნით. მაგალითად, ქათამი შეიძლება გავყიდოთ, როგორც ერთი მთლიანი და შეიძლება დავშალოთ (ბარკალი, მკერდი, თავი, კუჭი, ღვიძლი და ა. შ.) და ცალ-ცალკე ნაწილებად გავყიდოთ (ან ცალკეული ნაწილები გამოვიყენოთ მზა პროდუქტის საწარმოებლად).
ბრძანების გამოყენების შემდეგ ეკრანზე გამოდის ფორმა "საქონლის დაშლა":
ფორმის გაფილტვრა შესაძლებელია შემდეგი ელემენტებით:
2. მეორე გრაფიდან შეიძლება საქონლის დასახელების მიხედვით გაფილტვრა. იმისათვის, რომ ჩამოსაშლელი ღილაკის ჩამოშლის შემდეგ გამოჩნდეს საქონლის ჩამონათვალი ჯერ მაუსი დააჭირეთ მოხრილ ისარზე:
ფორმას "საქონლის დაშლა" აქვს მენიუს ზოლი სტანდარტული ბრძანებებით:
გრაფაში "დასაშლელი საქონელი" ირჩევენ იმ საქონელს, რომელიც უნდა დაიშალოს კომპონენტებად. საქონლის დასახელების ძებნისა და ამორჩევის პროცესი ხორციელდება ზემოთ განხილულის მსგავსად (ფორმა "საქონლის დაშლა"). ფორმას აქვს მენიუს ზოლი სტანდარტული ბრძანებებით:
გრაფაში "კომპონენტი" ვირჩევთ საქონლის შემადგენელ კომპონენტს (საქონლის დასახელებას, რომელიც შედის დასაშლელი საქონლის შემადგენლობაში. კომპონენტის დასახელება წინასწარ შეტანილი უნდა იყოს "რეგისტრირებული" საქონლის ჩამონათვალში). კომპონენტის დასახელების ძებნისა და ამორჩევის პროცესი ხორციელდება ზემოთ განხილულის მსგავსად (ფორმა "საქონლის დაშლა"). ღილაკის "თანმდეგი პროდუქტი" (ღილაკი ჩამრთველი) ჩართვის შემთხვევაში გრაფაში "ფასი" ავტომატურად გადმოაქვს კომპონენტის (საქონლის) საბითუმო ფასი რეგისტრირებული საქონლის ცნობარიდან, ამავე დროს მომხმარებელს აქვს ფასის რედაქტირების შესაძლებლობა. ღილაკი უნდა ჩავურთოთ იმ კომპონენტს, რომელიც თან სდევს დაშლის (დეკომპლექტაციის) პროცესს, მაგალითად, ძვალს ხორცის ნაჭერის დაშლისას.
ფანჯარას აქვს სტანდარტული ბრძანებები: შენახვა და გასვლა.
საქონლის დეკომპლექტაციის დროს კომპონენტებზე თვითღირებულების მიკუთვნება ხდება ორი მეთოდით:
საქონლის დაშლის რეცეპტის (დეკომპლექტაცია) შექმნისას ვხელმძღვანელობთ შემდეგი პრინციპით:
თვითღირებულების მიკუთვნება კომპონენტებზე მოხდება შემდეგი პრინციპით:
|
თვითღირებულების მიკუთვნება კომპონენტებზე მოხდება შემდეგი ფორმულით: კომპონენტის სარეალიზაციო ფასი (კოეფიციენტი) * კომპონენტის შემოსავლის რაოდენობა (ფაქტიური) ---------------------------------------------------------------------------------------------------------- ჯამური სარეალიზაციო ფასი (კომპონენტები) * დასაშლელი საქონლის თვითღირებულება მაგალითი: დასაშლელი საქონლის თვითღირებულებაა 1500 ლარი; საქონლის დაშლის შედეგად ვიღებთ სამ სხვადასხვა კომპონენტს, რომლის სარეალიზაციო ფასიც (კოეფიცინტი) არის A საქონლისათვის - 40 ლარი, B საქონლისათვის - 60 ლარი, C საქონლისათვის - 80 ლარი; კომპონენტის შემოსავლის რაოდენობაა A საქონლისათვის -5 ერთეული, B საქონლისათვის -12 ერთეული, C საქონლისათვის -30 ერთეული. |
N |
საქონლის დაშლისშედეგად მიღებული კომპონენტები |
კომპონენტის სარეალიზაციო ფასი (კოეფიციენტი) |
კომპონენტის შემოსავლის რაოდენობა (ფაქტიური) |
ჯამური სარეალიზაციო ფასი (კომპონენტები |
დასაშლელი საქონლის თვითღირებულება |
კომპონენტის ჯამური თვითღირებულება |
1 |
A საქონელი |
40 ლარი |
5 ერთეული |
40*5=200 |
1500 |
40*5/3320*1500=90.36 |
2 |
B საქონელი |
60 ლარი |
12 ერთეული |
60*12=720 |
1500 |
60*12/3320*1500=325.3 |
3 |
C საქონელი |
80 ლარი |
30 ერთეული |
80*30=2400 |
1500 |
80*30/3320*1500=1084.34 |
ჯამი: |
|
|
|
3320 |
|
1500 |
3. წარმოების სახარჯი მასალები: ბრძანება საშუალებას იძლევა შევქმნათ სახარჯი მასალების ცნობარი, რომელიც წარმოებაში მიღებულ მზა პროდუქციაზე პროპორციულად გადაანაწილებს ნედლეულისა და მასალების ხარჯს, ვინაიდან მათი მიკუთვნება პროდუქტის თვითღირებულებაზე უშუალოდ წარმოების პროცესში ვერ ხერხდება (მაგალითად: ერთჯერადი ცელოფანი, სალფეტკი, ერთჯერადი ჯოხი მწვადისათვის, დაფქვული შაქარი ფუნთუშაზე მოსაყრელად და ა. შ.).
ბრძანების გამოყენების შემდეგ ეკრანზე გამოდის ფორმა "გასახარჯი პროდუქტები":
ფორმას თან ახლავს ჩანართი "გასახარჯი პროდუქტები". ჩანართში ოპერაციების შესრულება ხდება კონტექსტური მენიუს დახმარებით, რომელსაც აქვს სტანდარტული ბრძანებები:
გრაფაში "გასახარჯი საქონელი" ვირჩევთ სახარჯ მასალას ან ნედლეულს, რომლის ღირებულებაც უნდა გადანაწილდეს მზა პროდუქტზე. სახარჯი მასალის (ნედლეულის) დასახელების ძებნისა და ამორჩევის პროცესი ხორციელდება ზემოთ განხილულის მსგავსად (ფორმა "საქონლის დაშლა"). ფორმას აქვს მენიუს ზოლი ბრძანებებით:
გრაფაში "პროდუქტი" ვირჩევთ იმ მზა პროდუქტის დასახელებას (დასახელება წინასწარ შეტანილი უნდა იყოს "რეგისტრირებული" საქონლის ჩამონათვალში), რომელზეც გადანაწილდება ხარჯები. დასახელების ძებნისა და ამორჩევის პროცესი ხორციელდება ზემოთ განხილულის მსგავსად (ფორმა "საქონლის დაშლა"). ფანჯარას აქვს სტანდარტული ბრძანებები: შენახვა და გასვლა.
ჩანართში სახარჯი მასალის (ან ნედლეულის) დამატების შემდეგ ცხრილში "მიღებული მზა პროდუქცია", გამოჩნდება იმ მზა პროდუქციის ჩამონათვალი რომლის წარმოების დროსაც დაიხარჯა მასალა (ნედლეული). ცხრილში ცვლილებების შეტანა შესაძლებელია ფორმის მთავარი მენიუს (ან კონტექსტური მენიუს) დახმარებით, რომელსაც აქვს ბრძანებები:
4. წარმოების ხარჯის ანგარიშები: ბრძანება საშუალებას იძლევა შევქმნათ წარმოების სახარჯი ანგარიშების ცნობარი, რომელიც წარმოებაში მიღებულ მზა პროდუქციაზე პროპორციულად გადაანაწილებს წარმოებისათვის გაწეულ ისეთ ხარჯებს, რომელთა მიკუთვნებაც პროდუქტის თვითღირებულებაზე უშუალოდ წარმოების პროცესში ვერ ხერხდება და წინასწარ ცნობილი არ არის. მაგალითად: ელექტროენერგია, ბუნებრივი აირი და ა.შ. ასეთი ხარჯები დგინდება თვის ბოლოს ფაქტის საფუძველზე. ხარჯის ანგარიშის არჩევასთან ერთად ვირჩევთ საწყობს, სადაც უნდა გადანაწილდეს პერიოდის განმავლობაში დაწეული ხარჯი.
ბრძანების გამოყენების შემდეგ ეკრანზე გამოდის ფორმა "საწარმოო ანგარიშები":
ფორმას თან ახლავს ჩანართი "ხარჯის ანგარიშები". ჩანართში ოპერაციების შესრულება ხდება ჩანართის მენიუდან ან კონტექსტური მენიუს დახმარებით, რომელსაც აქვს სტანდარტული ბრძანებები:
გრაფაში "ანგარიშის ნომერი" ვირჩევთ ხარჯის ანგარიშს, რომელ ანგარიშზეც ხდება მზა პროდუქციაზე გადასანაწილებელი სახარჯის ასახვა. ანგარიშის დასახელების ძებნისა და ამორჩევის პროცესი ხორციელდება ზემოთ განხილულის მსგავსად (ფორმა "საქონლის დაშლა"). ფორმას აქვს მენიუს ზოლი ბრძანებებით:
ფანჯარაში ხდება საწყობის არჩევა ზემოთ აღწერილის მსგავსად. ფანჯარას აქვს სტანდარტული ბრძანებები: შენახვა და გასვლა. ფორმაში "ხარჯის ანგარიში" ჩანაწერის დამატების შემდეგ შეიძლება კონტექსტური მენიუს გამოყენება, რომელსაც აქვს იგივე ბრძანებები, რომლებიც განთავსებულია მთავარი მენიუს ზოლში.
ჩანართში ხარჯის ანგარიშის დამატების შემდეგ ცხრილში "საწყობის ანგარიშები" გამოჩნდება ამ ხარჯის ანგარიშის მოკორესპონდენტო საწყობის ანგარიშები. ცხრილში ცვლილებების შეტანა შეიძლება მთავარი მენიუს ზოლში (ან კონტექსტურ მენიუში) განთავსებული ბრძანებების დახმარებით. ცხრილიდან შესაძლებელია ჩანართის კონკრეტულ ხარჯის ანგარიშთან მიბმული საწყობის ამოშლა ან ახალი საწყობის დამატება (ბრძანება "დამატების" დახმარებით).
განვიხილოთ მზა პრუდუქტის მიღების, რეალიზაციისა და შემდგომ მის თვითღირებულებაზე ხარჯის (რომლის ღირებულების მიკუთვნებაც უშუალოდ წარმოების პროცესში ვერ ხერხდება) გადანაწილების ტექნოლოგია:
5. პაკეტური საქონელი: ბრძანება განკუთვნილია აპექსის-სალაროს პროგრამისთვის, ბაზიდან ხდება განსაზღვრა ალტერნატიული ფასით რეალიზაცია რა შემთხვევაშია შესაძლებელი (ჩეკის ჯამური თნხა, თუ გადააჭარბებს ბაზაში მითითებულ მნიშვნელობას, რომელიც ორგანიზაციების მიხედვით შესაძლებელია იყოს განსხვავებული (ერთ ორგანიზაციას შესაძლებელია მხოლოდ ერთი მნიშვნელობა ქონდეს მაგ: 50 ლარი), რეალიზაცია შესრულდება ალტერნატიული ფასით). ფორმის დახმარებით ხდება სხვადასხვა სახის საქონელის გაერთიანება ერთ ერთეულად და შემდგომში რეალიზაცია. ფორმის მარჯვენა ჩანართიდან მარტივად არის შესაძლებელი განისაზღვროს პაკეტური საქონლის სარეალიზაციო ფასი, რადგან გაშიფრულადაა წარმოდგენილი მასში შემავალი თითოეული საქონლის დასახელება, რაოდენობა, ფასი (საქონლის რეგისტრაციის დროს საცალო ფასის გრაფაში მითითებული თანხა), ალტერნატიული ღირებულება (საქონლის რეგისტრაციის დროს საბითუმო ფასის გრაფაში მითითებული თანხა) და ჯამური თანხა.
ბრძანების გამოყენების შედეგად ეკრანზე გამოდის ფორმა "პაკეტური საქონელი":
ფორმის მენიუს ზოლში განთავსებულია სტანდარტული ბრძანებები, რომლებიც მოქმედებს ორივე ჩანართში:
ფანჯარას აქვს შემდეგი გრაფები:
ფანჯარას აქვს შემდეგი გრაფები:
6. მზა პროდუქციის რეპორტი: ბრძანებაზე მაუსის მარცხენა ღილკზე დაჭერით ეკრანზე გამოდის ანალიზი ფორმა (Pivot table). ფორმის დახმარებით შესაძლებელია მზა პროდუქტის რეცეპტის შემადგენელი კომპონენტების ანალიზი:
ფორმის მენიუს ზოლში განლაგებულია შემდეგი ბრძანებები და ღილაკები:
იხილეთ ასევე:
Copyright (c) 2016. All rights reserved.
|
რას ფიქრობთ ამ თემაზე? მოსაზრების გაგზავნა!
|