Apex ERP Documentation
შინაარსიIndexHome
PreviousUpNext
თვისებები

pivot table არის ანალიზური ცხრილი სადაც მონაცემთა საბოლოო მნიშვნელობების (ჯამები, საშუალო, მინიმუმი, მაქსიმუმი) გამოთვლა შესაძლებელია სწრაფად და მოხერხებულად. იგი საშუალებას იძლევა სურვილის მიხედვით გადააჯგუფოთ მონაცემები, მოხერხებულად დააყენოთ ფილტრები და ადვილად დაამატოთ ან მოაშოროთ სვეტები (მაკეტები) ცხრილის თავზე არსებული ველიდან. ველში სვეტების (მაკეტების) გადაადგილება ხდება მაუსის დაჭერითა და გადაცოცებით. იგივე მოქმედებების შესრულება შესაძლებელია "PivotGrid Field List"-ფანჯარაში. 

სვეტების (მაკეტების) განთავსების ველი იყოფა სექტორებად: 

  • Drop Filter Fields Here-ველი წარმოადგენს ფილტრის ველს, აქ დაგდებულ სვეტის მაკეტს აქვს ფილტრის ღილაკი საიდანაც შეგვიძლია ცხრილის გაფილტვრა:
 

ფილტრის ველში სვეტების მაკეტების განთავსება სასურველია იმ მოტივითაც, რომ აქედან უფრო სწრაფად და მოხერხებულად შეიძლება მაკეტების გადატანა ველის სხვა სექტორებში ვიდრე "PivotGrid Field List" ფანჯრიდან;

  • Drop Data Items Here-მონაცემთა ჩანაწერების ველი, ამ ველში სვეტების (მაკეტების) დაგდების შემდეგ ცხრილში ჩნდება იმავე დასახელების სვეტები:
 

ერთზე მეტი სვეტის გადათრევის შემდეგ Data Items-ის მარჯვენა კიდესთან Column Fields-ის საზღვართან ჩნდება "Data" მაკეტი. მას აქვს თვისება შეცვალოს ცხრილის კონფიგურაცია: კერძოდ, თუ გადმოვათრევთ Row Fields-ში, მაშინ ცხრილის სვეტები გადაიქცევა სტრიქონებად.

  • Drop Column Fields Here-სვეტების ველი. ამ ველში მაკეტის გადმოთრევის შემდეგ Data-ს მარცხნივ Data Items-ის ველში არსებული მაკეტის შესაბამისი დასახელების სვეტის ქვემოთ ცხრილში გაჩნდება ამ სვეტის შემადგენელი სვეტები. მაგალითად გადავათრიოთ "საქონელი" Column Fields-ში, "თვითღირებულება (Sum)" გაერთიანებული სვეტის ქვემოთ გაჩნდება სვეტები საქონლის თითოეული დასახელების თვითღირებულების მიხედვით:
  • Drop Row Fields Here-სტრიქონების ველი. ამ ველში მაკეტის გადმოთრევის შემდეგ ცხრილში მარცხენა მხარეს გაჩნდება გადმოთრეული მაკეტის შესაბამისი სტრიქონები:
 

Filter Fields-ში დადებულ მაკეტს მარჯვენა კუთხეში აქვს ფილტრის ღილაკი: , ხოლო Column Fields-ში და Row Fields-ში გადმოთრეულ მაკეტებს ფილტრის ღილაკთან ერთად კიდევ სორტირების ღილაკი. 

ცხრილს აქვს თვისება, რომ მიიღოს კომპაქტური ფორმა. ამისათვის იყენებენ კონტექსტური მენიუს ბრძანებას "compact layout" (options =>compact layout), მისი გამოყენებით ცხრილი ღებულობს კომპაქტურ ფორმას: იკუმშება სქტრიქონების არე. ამორთვის შემდეგ უბრუნდება საწყის მდგომარეობას. 

Pivot table-ში შესაძლებელია გამომთვლელი (calc) სვეტის შექმნა, სადაც მომხმარებელს შეუძლია თვითონ მოახდინოს საჭირო გამოთვლები. ამისათვის დააჭირეთ სვეტების სათაურების (მაკეტების) განთავსების ველში ცარიელ ადგილზე გამომავალი კონტექსტური მენიუს ბრძანებას "create calc column", ეკრანზე Filter Fields ველში გაჩნდება სვეტი (მაკეტი)-"CalcField" და ამასთან ერთად ეკრანზე გამოვა სვეტში ფუნქციებისა და ფორმულების შესატანი ფანჯარა 

 

ფანჯარას ზემოთ აქვს ორი სვეტი:

  • Header- შეიძლება სვეტისათვის (მაკეტი) სათაურის შეცვლა ველში ჩაწერით:
  • Type- შეიძლება სვეტს მიანიჭო ტიპი, მაგალითად მისამართი არის "String" ტიპის.
pivot table-ის ფორმას აქვს სტანდარტული მენიუ სადაც განთავსებულია სტანდარტული ბრძანებები და ღილაკები: ცხრილის ნებისმიერ უჯრაზე გამოდის კონტექსტური მენიუს ბრძანება "დეტალური გაშიფვრა": 

 

ბრძანების გამოყენებით ეკრანზე გამოდის ცხრილის ფორმის ფანჯარა, სადაც მოცემულია იმ სტრიქონში არსებული ჯამური მონაცემის დეტალური გაშიფვრა, რომლის უჯრაშიც იქნა გამოძახებული კონტექსტური მენიუ. 

ეკრანზე გამოტანილ ფორმას აქვს ორი ბრძანება (ჩამონათვალის ღილაკი): 

  • ექსპორტი-საშუალებას გვაძლევს მოვახდინოთ მონაცემების ექსპორტი სხვადასხვა ფორმატში:
    • PDF-უზრუნველყოფს ცხრილის ექსპორტს PDF ფორმატში;
    • HTML-უზრუნველყოფს ცხრილის ექსპორტს HTML ფორმატში;
    • MHT-ჰქმნის Windows Internet Explorer-ის დოკუმენტს;
    • RTF-მონაცემები გადააქვს Microsoft Word-ში;
    • XLS-მონაცემები გადააქვს Microsoft Excel-ში;
    • TXT-ჰქმნის ტექსტურ ფაილს.
  • ბეჭდვა:
    • ამოსაბეჭდი ფორმის წინასწარ ნახვა-ბრძანების გამოყენებით წინასწარ შეგიძლიათ ნახოთ ფორმა, რომლის დაბეჭდვასაც აპირებთ;
    • ბეჭდვა.
 

იხილეთ აგრეთვე: 

 

ცხრილი (Grid). 

Copyright (c) 2016. All rights reserved.
რას ფიქრობთ ამ თემაზე? მოსაზრების გაგზავნა!