ვალუტა წარმოადგენს ცნობარების ბრძანებათა ჯგუფს, რომელიც აერთიანებს შემდეგ ბრძანებებს:
სათაური |
აღწერა |
ვალუტები არის ცნობარების მენიუს ბრძანება, რომელიც შედის ჯგუფში „ვალუტა“ (ცნობარები => ვალუტები). ჯგუფის ბრძანების გამოყენების შემდეგ ეკრანზე გამოდის ფორმა "ვალუტები". მისი დანიშნულებაა "ვალუტის" (დასახელებების) ცნობარის შექმნა, რომელიც გამოიყენება ანალიზური ანგარიშის გახსნის დროს. განახლების ბრძანებით ეკრანზე გამოვა ფორმაში არსებული "ვალუტების" ჩამონათვალი, რომელიც ცხრილის სახით არის სისტემაში წარმოდგენილი. ასევე "ვალუტები" შეგვიძლია დავამატოთ, ანალიზური ანგარიშის გახსნის დროს "ვალუტა" სვეტის გასწვრივ განთავსებული დამატების ("+") ღილაკით, რომელიც "დამატება (ვალუტა)" ფანჯრის იდენტურია.
| |
ვალუტის კურსები არის ცნობარების მენიუს ბრძანება, რომელიც შედის ჯგუფში „ვალუტა“ (ცნობარები => კურსი), მისი დანიშნულებაა სისტემის ცნობარებში ეროვნული ბანკის მიერ განსაზღვრული სახვადასხვა ვალუტის ყოველდღიური კურსის დაფიქსირება (სისტემაში ვალუტის კურსი გადაიტანება იმის მიხედვით, თუ რა ვალუტაში არის ანალიზური ანგარიშები გახსნილი), რომელიც ავტომატურად გენერირდება საქართველოს ეროვნული ბანკის გაცვლითი კურსის მიხედვით. სისტემაში კურსის მიხედვით ხდება სავალუტო ანგარიშების გადაანგარიშება ბუღალტერიის მოდული=>სხვადასხვა ოპერაციები=>სავალუტო ანგარიშების გადაანგარიშება.
|
Copyright (c) 2016. All rights reserved.
|
რას ფიქრობთ ამ თემაზე? მოსაზრების გაგზავნა!
|