Apex ERP Documentation
შინაარსიIndexHome
PreviousUpNext
სისტემური ცნობარები

სისტემური ცნობარი არის ცნობარი სადაც ინახება სისტემისათვის დამახასიათებელი სპეციფიკური ინფორმაცია. იგი წარმოადგენს ადმინისტრირების ბრძანებას (ჩამონათვალის ღილაკი): 

  • აქციები-სისტემაში გამოყენებული მოდულები განშტოებებით;
  • სათაურები-მოდულების, მათი მენიუს, ფანჯრების, ფორმების და ა.შ, სათაურები;
  • სისტემური შეტყობინებები-არის სიტემური ცნობარების ბრძანება (ადმინისტრირება=> სისტემური ცნობარები=> სისტემური შეტყობინებები),რომელიც გამოაქვს სისტემას, შეცდომების დროს;
  • ფიქსირებული პარამეტრები-არის სიტემური ცნობარების ბრძანება (ადმინისტრირება=> სისტემური ცნობარები=>ფიქსირებული პარამეტრები),სისტემაში გამოყენებული პარამეტრები განშტოებებით.

სათაური 
აღწერა 
აქციები არის სიტემური ცნობარების ბრძანება (ადმინისტრირება => სისტემური ცნობარები => აქციები), ბრძანების გამოყენებით, ეკრანზე გამოდის შემდეგი ფორმა:

ფორმა წარმოადგენს ცხრილს , რომელიც შედგება სამი სვეტისაგან:
  1. დასახელება-მოცემულია მოდულებისა და მათი "შვილების" დასახელება;
  2. დასახელება (Eng)-დასახელება ინგლისურად;
  3. იერარქიული გზა-იერარქიის მაჩვენებელი კოდი.
ფორმას აქვს მენიუ შემდეგი ბრძანებებით:
ივსება ფანჯრის შემდეგი სვეტები:
1. დასახელება-სვეტში იწერება დასამატებელი აქციის დასახელება;
2. დასახელება (Eng)-დასახელება ინგლისურად;
3. პუნქტი- სვეტში იწერება... დაწვრილებით 
სათაურები
არის სიტემური ცნობარების ბრძანება (ადმინისტრირება => სისტემური ცნობარები => სათაურები), ბრძანების გამოყენების შემდეგ ეკრანზე გამოდის ფორმა "სათაურები" საიდანაც შესაძლებელია სისტემის მოდულების*, მენიუს ბრძანებების, მოდალურ ფანჯრებში შესავსები ველების დასახელებათა დამატება,შეცვლა (რედაქტირება) და წაშლა:

ფორმას აქვს ჩანართი "სათაურები", რომელიც წარმოადგენს ცხრილს (Grid), სადაც ჩამოთვლილია სისტემაში გამოყენებული სათაურების ჩამონათვალი. ფორმაში გამოდის კონტექსტური მენიუ ბრძანებებით: განახლება, გაშლა, შეკუმშვა.
ფორმას "სათაურები" აქვს მენიუს ზოლი სისტემისათვის დამახასიათებელი სტანდარტული ბრძანებებით:
დასახელების ველში იწერება სათაურის დასახელება (ქართულად, ინგლისურად... დაწვრილებით 
Copyright (c) 2016. All rights reserved.
რას ფიქრობთ ამ თემაზე? მოსაზრების გაგზავნა!