Apex ERP Documentation
შინაარსიIndexHome
PreviousUpNext
სათაურები

სათაურები არის სიტემური ცნობარების ბრძანება (ადმინისტრირება => სისტემური ცნობარები => სათაურები), ბრძანების გამოყენების შემდეგ ეკრანზე გამოდის ფორმა "სათაურები" საიდანაც შესაძლებელია სისტემის მოდულების*, მენიუს ბრძანებების, მოდალურ ფანჯრებში შესავსები ველების დასახელებათა დამატება,შეცვლა (რედაქტირება) და წაშლა: 

 

ფორმას აქვს ჩანართი "სათაურები", რომელიც წარმოადგენს ცხრილს (Grid), სადაც ჩამოთვლილია სისტემაში გამოყენებული სათაურების ჩამონათვალი. ფორმაში გამოდის კონტექსტური მენიუ ბრძანებებით: განახლება, გაშლა, შეკუმშვა

ფორმას "სათაურები" აქვს მენიუს ზოლი სისტემისათვის დამახასიათებელი სტანდარტული ბრძანებებით:

 

დასახელების ველში იწერება სათაურის დასახელება (ქართულად, ინგლისურად და ალტერნატიულ ენაზე), ხოლო ველში "პუნქტი" იწერება იერარქიის განმსაზღვრელი კოდი. სათაურის დასამატებლად დააჭირეთ ღილაკს "შენახვა".

  • დამატება ქვედა დონეზე-ამატებს სათაურს ქვედა დონეზე (შვილ სათაურს);
  • რედაქტირება-სათაურის დასახელების შესაცვლელად აირჩიეთ ჩანართში დასარედაქტირებელი სათაური, შემდეგ ეს დასახელება გამოჩნდება ფორმაში. რედაქტირების ღილაკის გამოყენებით ეკრანზე გამოვა რედაქტირების ფანჯარა, სადაც დასახელების ველში ჩაწერილ სათაურს შევცვლით სასურველი დასახელებით:
 

სათაურის დასახელება შეცვლამდე: 

 

სათაურის დასახელება შეცვლის შემდეგ: 

ფორმაში "სათაურები" ყველა ზემოთ აღწერილი მოქმედების შესრულება შესაძლებელია კონტექსტური მენიუს ბრძანებების გამოყენებითაც. 

 

* მოდულის დასახელების შეცვლის შემდეგ აუცილებელია სისტემის გადატვირთვა. 

 

აგრეთვე ნახეთ

 

Grid 

Copyright (c) 2016. All rights reserved.
რას ფიქრობთ ამ თემაზე? მოსაზრების გაგზავნა!