ბალანსი არის მოდულის "ბუღალტერია" მენიუს ბრძანება, რომლის დანიშნულებაა გვაჩვენოს საწარმოს ფინანსური მდგომარეობის ამსახველი სურათი დროის კონკრეტული მომენტისათვის, "განახლების" ბრძანებით ეკრანზე გამოვა პერიოდის განმავლობაში გამოყენებული ანგარიშების ჩამონათვალი, საწყისი ნაშთი, დებეტის ბრუნვა, კრედიტის ბრუნვა და საბოლოო ნაშთი.
ბალანსი გვაწვდის ინფორმაციას როგორც ნაღდი ფულის ნაშთის შესახებ სალაროსა და საბანკო ანგარიშებზე, ასევე დებიტორული და კრედიტორული დავალიანებების ბრუნვებისა და ნაშთების შესახებ, თუ რა თანხისაა საწარმოს აქტივები, როგორია საქონლისა და მზა პროდუქციის ბრუნვები და ნაშთები, საწარმოს შესაფუთი, ტარა-მასალები და სხვა მარაგები. სრული სურათი გვაქვს საწარმოს შემოსავლების შესახებ, როგორც გაყიდვებიდან ასევე სხვა არასაოპერაციო შემოსავლებიდან, ასევე გვაძლევს ხარჯების ანალიზის საშუალებას, როგორიცაა ხელფასის ხარჯი, ძირითადი საშუალებების ამორტიზაციის ხარჯი, ადმინისტრაციული ხარჯები, ჯარიმებისა და საურავების ხარჯები, საპროცენტო ხარჯები, საწვავის, მივლინების ხარჯი, საკურსო სხვაობები და სხვა საოპერაციო და არასაოპერაციო ხარჯები. ბალანსში ასევე მოცემულია ინფორმაცია საწამოს კაპიტალისა და საბრუნავი საშუალებების შესახებ.
"ბალანსი" ბრძანების გამოყენებით ეკრანზე გამოდის ბალანსის ფორმა:
ფორმის შუა ნაწილში განთავსებულია შემდეგი ელემენტები:
ფანჯარას აქვს შემდეგი გრაფები:
სტრიქონები: "დადებითი საკურსო სხვაობების ანგარიში" და "უარყოფითი საკურსო სხვაობების ანგარიში" გამოდის ავტომატურად, თუ აღნიშნული ანგარიშები მითითებული გვაქვს მოდულში: ადმინისტრირება => კომპანიის რეკვიზიტები => სპეციალური ანგარიშები.
უარყოფითი საკურსო სხვაობის ანგარიშში უნდა ჩაიწეროს არასაოპერაციო ხარჯის (არასაოპერაციო ზარალის) ანგარიში, რადგან ამ შემთხვევაში იზრდება ვალდებულება ან მცირდება მოთხოვნა, რაც გამოიწვევს ზარალს.
დადებითი საკურსო სხვაობის ანგარიშში უნდა ჩაიწეროს არასაოპერაციო შემოსავლის (არასაოპერაციო მოგების) ანგარიში, რადგან ამ შემთხვევაში მცირდება ვალდებულება ან იზრდება მოთხოვნა, რაც გამოიწვევს მოგებას კურსთა შორის სხვაობიდან.
ბალანსის ფორმაში მოქმედებები შეიძლება შესრულდეს კონტექსტური მენიუს დახმარებითაც, რომელსაც გარდა ფორმის მთავარი მენიუს სატანდარტული ბრძანებებისა აქვს განსხვავებული ბრძანებები:
-ღილაკი, რომლის საშუალებითაც შეიძლება მხოლოდ კონკრეტული საბალანსო ანგარიშის გაშლა. გაშლის შემდეგ ღილაკი გადაიქცევა შეკუმშვის
-ღილაკად. ცხრილში არის სვეტი "A/P", რომლის ჩანაწერებიც მომხმარებელს საშუალებას აძლევს აღმოაჩინოს შეცდომები. კერძოდ, თუ აქტიური ანგარიშის გამომავალი ნაშთი არის მინუს ნიშნით, მაშინ სვეტში იქნება ჩანაწერი: "აქტიური (პასიური ნაშთით)", ჩანაწერის წინ კი იქნება წითელი პიქტოგრამა. ანალოგიურად თუ პასიური ანგარიშის გამომავალი ნაშთი იქნება დადებითი, მაშინ სვეტში იქნება ჩანაწერი: "პასიური (აქტიური ნაშთით)" და წინ ექნება წითელი პიქტოგრამა.
იხილეთ აგრეთვე:
|
Copyright (c) 2016. All rights reserved.
|
|
რას ფიქრობთ ამ თემაზე? მოსაზრების გაგზავნა!
|