Apex ERP Documentation
შინაარსიIndexHome
PreviousUpNext
მემორიალური ორდერი

მემორიალური ორდერი - არის ოპერაციის ტიპი, რომლის მეშვეობით შესაძლებელია ნებისმიერი სტანდარტული საბუღალტრო ოპერაციების შესრულება. მემორიალურ ორდერში ანგარიშთა კორესპონდენცია ჩაიწერება სამეურნეო მოვლენის შინაარსის მიხედვით, შესაბამისად წინასწარ არ არის განსაზღვრული დებეტის და კრედიტის ანგარიშები. სისტემაში შესაძლებელია მომხმარებელს მივანიჭოთ ან წვდომა ავუკრძალოთ მემორიალური ორდერით ოპერაციის შესრულებაზე (ადმინისტრირება=>უფლებების მართვა), თუ მომხმარებელს წვდომა აქვს ოპერაციის შესრულებაზე, შესაბამისად ხელმისაწვდომი უნდა იყოს მისთვის საბალანსო ანგარიშების გამოყენებაც, რომელიც დაკავშირებულია აღნიშნული ოპერაციის შესრულებასთან. ოპერაციაზე ჩაბმულია მემორიალური ორდერის ფორმა. ოპერაციის არჩევის შემდეგ ეკრანზე გამოდის დიალოგური ფანჯარა "მემორიალური ორდერი (დამატება)". 

 

ფანჯარას აქვს შემდეგი სვეტები:

  • თარიღი-მემორიალური ორდერის დამატებისას, თარიღის ველში ავტომატურად გვხვდება კომპიუტერის მიმდინარე თარიღი, თუმცა შესაძლებელია თარიღის შეცვლა;
  • ოპერაცია (Combo box)- ოპერაციის კოდის არჩევა ხდება საბუთის დამატების დროს, აქედან გამომდინარე მისი შეცვლა შეუძლებელია;
  • ვალუტა (Combo box)-ჩამონათვალის ღილაკის საშუალებით ვირჩევთ იმ ვალუტას, რა ვალუტაშიც განხორციელდა ოპერაცია;
  • შიდა ნომერი - სვეტში ნომრის მინიჭება ხდება მოხრილ ისარზე დაჭერით. ასევე, შესაძლებელია ნომრის ხელით ჩაწერა, ხოლო თუ ზემოთ აღნიშნული მითითებების შესრულება არ მოხდება პროგრამა ავტომატურად მიანიჭებს გატარებულ საბუთს შიდა ნომერს. შიდა ნომრის გრაფა წარმოადგენს ტექსტურ ველს.
  • გარე ნომერი-სვეტში ეთითება დოკუმენტის ნომერი, რის საფუძველზეც ხდება აღნიშნული ოპერაციის ბუღალტერიაში ასახვა (მაგ: საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურის ნომერი, სასაქონლო ზედნადების ნომერი, ინვოისის ნომერი და ა.შ.);
  • დებეტი (Combo box)-სვეტში ვირჩევთ კრედიტის სვეტის მოკორესპონდენტო ანალიზურ ანგარიშს;
  • კრედიტი (Combo box)-სვეტში ვირჩევთ დებეტის მოკორესპონდენტო ანალიზურ ანგარიშს;
  • შინაარსი-სვეტი ივსება ხელით, ოპერაციის შინაარსიდან გამომდინარე;
  • თანხა-თანხის შესატანი სვეტების რაოდენობა დამოკიდებულია ვალუტის არჩევაზე:
    • თუ მემორიალური ორდერის ვალუტად არჩეულია ეროვნული ვალუტა, მაშინ ფანჯარაში იქნება ვალუტის ორი სვეტი:
      • (ლ)-სვეტში იწერება თანხა ლარში, თანხა იწერება ხელით ან ჩამოსაშლელი კალკულატორის დახმარებით. თანხა შეიძლება ჩაიწეროს ავტომატურადაც თუ ჯერ ვალუტის სვეტში ჩავწერთ თანხას ხელით;
      • (პ)-სვეტში იწერება თანხა პირობით ერთეულში, ავტომატურად პირობითი ერთეულის კურსის შესაბამისად ან ხელით;
    • თუ მემორიალური ორდერის ვალუტად არჩეულია უცხოური ვალუტა, მაშინ ფანჯარაში დაემატება მესამე სვეტი:
      • (ვ)-სვეტში იწერება თანხა ვალუტაში ავტომატურად ვალუტის კურსის შესაბამისად ან ხელით;
  • შენიშვნები-მომხმარებლის მიერ სვეტში კეთდება საჭირო ჩანაწერები;
ფანჯარას აქვს „ღილაკი-ჩამრთველები (ალმები)“:
  • პროექტი-თუ გსურთ შესრულებული ოპერაციის შენახვა პროექტის სახით, მაშინ ჩართეთ ღილაკი „პროექტი“;
  • ავტო გასვლა-ღილაკი უნდა იყოს ჩართული, თუ გსურთ შესრულებული ოპერაციის შენახვის შემდეგ ფანჯრის ავტომატური დახურვა;
  • კურსის გამოთვლა-ღილაკის ჩართვის შემთხვევაში თანხების ჩასაწერ ველში თანხების ჩაწერის შემდეგ ავტომატურად ხდება კურსის გამოთვლა;
  • ავტომატური ამობეჭდვა-ღილაკი უნდა იყოს ჩართული, თუ გსურთ შესრულებული ოპერაციის ავტომატური ამობეჭდვა ფანჯრიდან გასვლისას;
ფანჯარას აქვს სტანდარტული ბრძანებები:
  • ბეჭდვა-თუ ჩართული არაა ღილაკი „ავტომატური ბეჭდვა“, მაშინ საბუთის დაბეჭდვა შესაძლებელია რედაქტირების ფანჯრიდან (გატარებული საბუთები);
  • შენახვა-ბრძანებით სრულდება ახალი ჩანაწერის დამახსოვრება და ბუღალტერიაში შესაბამისი გატარებების ასახვა;
  • გასვლა-ბრძანება გულისხმობს მემორიალური ორდერის ფანჯრის დახურვას.
ფანჯარა ეკრანზე გამოდის სტანდარტული ზომით, მისი შეცვლა (გაზრდა ან შემცირება) შესაძლებელია მაუსის დახმარებით. მიიტანეთ ისარი ფანჯრის მარჯვენა ქვედა კუთხესთან, იგი გადაიქცევა ორმხრივ ისრად. მაუსის მარცხენა ღილაკის დაჭერით და მოძრაობით შესაძლებელია ფანჯრის ზომების შეცვლა ეკრანზე. 

შესრულებული ბუღალტრული გატარებების ნახვა და რედაქტირება შესაძლებელია „გატარებულ საბუთებში“ ან „ პირად ბარათზე “.

Copyright (c) 2016. All rights reserved.
რას ფიქრობთ ამ თემაზე? მოსაზრების გაგზავნა!