Apex ERP Documentation
შინაარსიIndexHome
PreviousUpNext
1000-მემორიალური ორდერი

1000-მემორიალური ორდერი-წარმოადგენს ზოგადი ბუღალტრული გატარების ფორმას, რომელსაც მინიჭებული აქვს უნიკალური ნომერი (ID)-1000. გამოიყენება შიდასაბუღალტრო გატარებებისათვის (დოკუმენტი- 0010 შიდასაბუღალტრო ოპერაცია). აკეთებს ერთ ბუღალტრულ გატარებას. ფორმის ჩაბმა ოპერაციებზე ხდება შაბლონების შექმნის დროს. ოპერაციის დეტალებში (შაბლონებში) დებეტისა და კრედიტის ანგარიშების მითითება არ ხდება, ამიტომ მემორიალური ორდერით ბუღალტრული ოპერაციის შესრულების დროს მომხმარებელს შეუძლია აირჩიოს ნებისმიერი ანგარიში. 

 

მემორიალური ორდერის ფორმას აქვს შემდეგი სახე: 

 

ფანჯარას აქვს შემდეგი სვეტები:

  • თარიღი-თარიღის სვეტში ავტომატურად ზის კომპიუტერის მიმდინარე თარიღი, თუმცა შესაძლებელია თარიღის შეცვლა;
  • ოპერაცია (Combo box)-ოპერაციის კოდი ავტომატურად არჩეულია;
  • ვალუტა (Combo box);
  • შიდა ნომერი-შეაქვთ მოხრილ ისარზე მაუსის დაჭერით ან სვეტში ჩაწერით;
  • გარე ნომერი-დოკუმენტის ნომერი (საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურის ნომერი);
  • დებეტი (Combo box);
  • კრედიტი (Combo box);
  • შინაარსი-სვეტში იწერება ოპერაციის შინაარსის ამსახველი ტექსტი ხელით;
  • თანხა-თანხის შესატანი სვეტების რაოდენობა დამოკიდებულია ვალუტის არჩევაზე: თუ ვალუტად არჩეულია ლარი, მაშინ გვაქვს ვალუტის ორი სვეტი, თუ არჩეული უცხოური ვალუტა, მაშინ-სამი სვეტი:
    • (ლ)-სვეტში იწერება თანხა ლარში, თანხა იწერება ხელით ან ჩამოსაშლელი კალკულატორის დახმარებით. თანხა შეიძლება ჩაიწეროს ავტომატურადაც თუ ჯერ ვალუტის სვეტში ჩავწერთ თანხას ხელით;
    • (პ)-სვეტში იწერება თანხა პირობით ერთეულში ავტომატურად პირობითი ერთეულის კურსის შესაბამისად ან ხელით;
    • (ვ)-სვეტში იწერება თანხა ვალუტაში ავტომატურად ვალუტის კურსის შესაბამისად ან ხელით;
  • შენიშვნები-მომხმარებლის მიერ სვეტში კეთდება საჭირო ჩანაწერები;
ფანჯარას აქვს „ღილაკი-ჩამრთველები (ალმები)“:
  • პროექტი-თუ გსურთ შესრულებული ოპერაციის შენახვა პროექტის სახით, მაშინ ჩართეთ ღილაკი „პროექტი“;
  • ავტო გასვლა-ღილაკი უნდა იყოს ჩართული, თუ გსურთ შესრულებული ოპერაციის შენახვის შემდეგ ფანჯრის ავტომატური დახურვა;
  • კურსის გამოთვლა-ღილაკის ჩართვის შემთხვევაში თანხების ჩასაწერ სვეტში თანხების ჩაწერის შემდეგ ავტომატურად ხდება კურსის გამოთვლა;
  • ავტომატური ამობეჭდვა-ღილაკი უნდა იყოს ჩართული, თუ გსურთ შესრულებული ოპერაციის ავტომატური ამობეჭდვა ფანჯრიდან გასვლისას;
ფანჯარას აქვს სტანდარტული ბრძანებები:
  • ბეჭდვა-თუ ჩართული არაა ღილაკი „ავტომატური ბეჭდვა“, მაშინ საბუთის დაბეჭდვა შესაძლებელია რედაქტირების ფანჯრიდან (გატარებული საბუთები);
  • შენახვა;
  • გასვლა.
ფანჯარა ეკრანზე გამოდის სტანდარტული ზომით, მისი შეცვლა (გაზრდა ან შემცირება) შესაძლებელია მაუსის დახმარებით. მიიტანეთ ისარი ფანჯრის მარჯვენა ქვედა კუთხესთან, იგი გადაიქცევა ორმხრივ ისრად. მაუსის მარცხენა ღილაკის დაჭერით და მოძრაობით შესაძლებელია ფანჯრის ზომების შეცვლა ეკრანზე. 

მემორიალური ორდერის ფორმა ჩაბმულია შემდეგ ოპერაციებზე:

  • მემორიალური ორდერი;
  • მოგება-ზარალის გადახურვა;
  • სავალუტო ანგარიშების გადაფასება;
  • რეალიზებული საქონლის უკან დაბრუნება (შემოსავალი-A);
  • რელიზებული საქონლის უკან დაბრუნება (დღგ-A);
 

Copyright (c) 2016. All rights reserved.
რას ფიქრობთ ამ თემაზე? მოსაზრების გაგზავნა!