Apex ERP Documentation
შინაარსიIndexHome
PreviousUpNext
სალაროს შემოსავლის ორდერი

სალაროს შემოსავლის ორდერი არის ოპერაციის ტიპი, რომლის მეშვეობით შესაძლებელია სალაროში ნაღდი ფულის შემოსვლის ოპერაციების შესრულება. ოპერაციაზე ჩაბმულია სალაროს შემოსავლის ორდერის ფორმა 1001. სალაროს შემოსავლის ორდერის ფორმა მემორიალური ორდერის იდენტურია, ოპერაცია შესაძლებელია შესრულდეს "მემორიალური ორდერის“ საშუალებით, თუ კი აუცილებლობას არ წარმოადგენს სალაროს შემოსავლის ორდერის ამობეჭდვა. ვირჩევთ დებეტისა და კრედიტის ანალიზურ ანგარიშებს, ვუთითებთ თანხას და დანიშნულებას. 

სისტემაში შესაძლებელია მომხმარებელს მივანიჭოთ ან ავუკრძალოთ წვდომა სალაროს შემოსავალის ოპერაციის შესრულებაზე (ადმინისტრირება=>უფლებების მართვა), თუ მომხმარებელს წვდომა აქვს ოპერაციის შესრულებაზე, შესაბამისად ხელმისაწვდომი უნდა იყოს მისთვის საბალანსო ანგარიშების გამოყენებაც, რომელიც დაკავშირებულია აღნიშნული ოპერაციის შესრულებასთან.სალაროს შემოსავლის ოპერაციის შესრულება შესაძლებელია შემდეგი თანმიმდევრობით: პირველ ეტაპზე ხდება "ბუღალტერიის მოდულის" არჩევა, მომდევნო ეტაპზე "საბუთის დამატების" ბრძანების გამოძახება, მისი საშუალებით ვირჩევთ "სალაროს შემოსავლის" ოპერაციის კოდს და ამორჩევის ბრძანებით ეკრანზე გამოვა არჩეული ოპერაციის ფორმა: 

 

 

ფორმიდან იბეჭდება „სალაროს შემოსავლის ორდერი“: 

 

 

იხილეთ აგრეთვე: 

 

ფორმა -1001,სალაროს გასავლის ორდერი, მემორიალური ორდერი 

Copyright (c) 2016. All rights reserved.
რას ფიქრობთ ამ თემაზე? მოსაზრების გაგზავნა!