Apex ERP Documentation
შინაარსიIndexHome
PreviousUpNext
1001-სალაროს შემოსავლის ორდერი

1001-სალაროს შემოსავლის ორდერი-წარმოადგენს ბუღალტრული გატარების ფორმას, რომელსაც მინიჭებული აქვს უნიკალური ნომერი (ID)-1001. გამოიყენება შიდასაბუღალტრო გატარებებისათვის (დოკუმენტი- 0006 სალაროს შემოსავლის ორდერი). აკეთებს ერთ ბუღალტრულ გატარებას. ფორმის ჩაბმა ოპერაციებზე ხდება შაბლონების შექმნის დროს. ოპერაციის დეტალებში (შაბლონებში) დებეტის სვეტში მიეთითება სალაროს საბალანსო ანგარიში (1110), ხოლო კრედიტის ანგარიშების მითითება არ ხდება, ამიტომ სალაროს შემოსავლის ორდერით ბუღალტრული ოპერაციის შესრულების დროს მომხმარებელს შეუძლია აირჩიოს: დებეტში–სალაროს ანალიზური ანგარიშები, ხოლო კრედიტში–ნებისმიერი ანალიზური ანგარიში. 

 

სალაროს შემოსავლის ორდერის ფორმა მემორიალური ორდერის იდენტურია: 

 

ფანჯარას აქვს შემდეგი სვეტები:

  • თარიღი-თარიღის სვეტში ავტომატურად ზის კომპიუტერის მიმდინარე თარიღი, თუმცა შესაძლებელია თარიღის შეცვლა;
  • ოპერაცია (Combo box)-ოპერაციის კოდი ავტომატურად არჩეულია;
  • ვალუტა (Combo box);
  • შიდა ნომერი-შეაქვთ მოხრილ ისარზე მაუსის დაჭერით ან სვეტში ჩაწერით;
  • გარე ნომერი-დოკუმენტის ნომერი (ზედნადების ან საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურის ნომერი);
  • დებეტი (Combo box);
  • კრედიტი (Combo box);
  • შინაარსი-სვეტში იწერება ოპერაციის შინაარსის ამსახველი ტექსტი ხელით;
  • თანხა-თანხის შესატანი სვეტების რაოდენობა დამოკიდებულია ვალუტის არჩევაზე: თუ ვალუტად არჩეულია ლარი, მაშინ გვაქვს ვალუტის ორი სვეტი, თუ არჩეული უცხოური ვალუტა, მაშინ-სამი სვეტი:
    • (ლ)-სვეტში იწერება თანხა ლარში, თანხა იწერება ხელით ან ჩამოსაშლელი კალკულატორის დახმარებით. თანხა შეიძლება ჩაიწეროს ავტომატურადაც თუ ჯერ ვალუტის სვეტში ჩავწერთ თანხას ხელით;
    • (პ)-სვეტში იწერება თანხა პირობით ერთეულში ავტომატურად პირობითი ერთეულის კურსის შესაბამისად ან ხელით;
    • (ვ)-სვეტში იწერება თანხა ვალუტაში ავტომატურად ვალუტის კურსის შესაბამისად ან ხელით;
  • შენიშვნები-მომხმარებლის მიერ სვეტში კეთდება საჭირო ჩანაწერები;
ფანჯარას აქვს „ღილაკი-ჩამრთველები (ალმები)“:
  • პროექტი-თუ გსურთ შესრულებული ოპერაციის შენახვა პროექტის სახით, მაშინ ჩართეთ ღილაკი „პროექტი“;
  • ავტო გასვლა-ღილაკი უნდა იყოს ჩართული, თუ გსურთ შესრულებული ოპერაციის შენახვის შემდეგ ფანჯრის ავტომატური დახურვა;
  • კურსის გამოთვლა-ღილაკის ჩართვის შემთხვევაში თანხების ჩასაწერ ველში თანხების ჩაწერის შემდეგ ავტომატურად ხდება კურსის გამოთვლა;
  • ავტომატური ამობეჭდვა-ღილაკი უნდა იყოს ჩართული, თუ გსურთ შესრულებული ოპერაციის ავტომატური ამობეჭდვა ფანჯრიდან გასვლისას;
ფანჯარას აქვს სტანდარტული ბრძანებები: ფანჯარა ეკრანზე გამოდის სტანდარტული ზომით, მისი შეცვლა (გაზრდა ან შემცირება) შესაძლებელია მაუსის დახმარებით. მიიტანეთ ისარი ფანჯრის მარჯვენა ქვედა კუთხესთან, იგი გადაიქცევა ორმხრივ ისრად. მაუსის მარცხენა ღილაკის დაჭერით და მოძრაობით შესაძლებელია ფანჯრის ზომების შეცვლა ეკრანზე. 

1001 ფორმის ჩაბმა ხდება ისეთ ოპერაციებზე, რომლის დროსაც ადგილი აქვს სალაროში ნაღდი ფულის შეტანას:

  • სალაროს შემოსავლის ორდერი;
  • დებიტორული დავალიანების გადახდა–ნაღდი.
 

 

იხილეთ აგრეთვე: 

 

ფორმა -1000, სალაროს შემოსავლის ორდერი, მემორიალური ორდერი

Copyright (c) 2016. All rights reserved.
რას ფიქრობთ ამ თემაზე? მოსაზრების გაგზავნა!