სალაროს შემოსავლისა და გასავლის ორდერი-სალაროს შემოსავლისა და სალაროს გასავლის ორდერის საშუალებით ხდება, ფულადი სახსრების სტანდარტული ბუღალტრული ოპერაციების გატარება. წარმოადგენს ზოგადი ბუღალტრული გატარების ფორმებს, რომლებსაც მინიჭებული აქვს უნიკალური ნომერი (ID).
სათაური |
აღწერა |
1001-სალაროს შემოსავლის ორდერი-წარმოადგენს ბუღალტრული გატარების ფორმას, რომელსაც მინიჭებული აქვს უნიკალური ნომერი (ID)-1001. გამოიყენება შიდასაბუღალტრო გატარებებისათვის (დოკუმენტი- 0006 სალაროს შემოსავლის ორდერი). აკეთებს ერთ ბუღალტრულ გატარებას. ფორმის ჩაბმა ოპერაციებზე ხდება შაბლონების შექმნის დროს. ოპერაციის დეტალებში (შაბლონებში) დებეტის სვეტში მიეთითება სალაროს საბალანსო ანგარიში (1110), ხოლო კრედიტის ანგარიშების მითითება არ ხდება, ამიტომ სალაროს შემოსავლის ორდერით ბუღალტრული ოპერაციის შესრულების დროს მომხმარებელს შეუძლია აირჩიოს: დებეტში–სალაროს ანალიზური ანგარიშები, ხოლო კრედიტში–ნებისმიერი ანალიზური ანგარიში. სალაროს შემოსავლის ორდერის ფორმა მემორიალური ორდერის იდენტურია: ფანჯარას აქვს შემდეგი სვეტები:
| |
1002-სალაროს გასავლის ორდერი-წარმოადგენს ბუღალტრული გატარების ფორმას, რომელსაც მინიჭებული აქვს უნიკალური ნომერი (ID)-1002. გამოიყენება შიდასაბუღალტრო გატარებებისათვის (დოკუმენტი- 0005 სალაროს გასავლის ორდერი). აკეთებს ერთ ბუღალტრულ გატარებას. ფორმის ჩაბმა ოპერაციებზე ხდება შაბლონების შექმნის დროს. ოპერაციის დეტალებში (შაბლონებში) დებეტის სვეტში ანგარიშების მითითება არ ხდება, ხოლო კრედიტის სვეტში მიეთითება სალაროს საბალანსო ანგარიში (1110), ამიტომ სალაროს გასავლის ორდერით ბუღალტრული ოპერაციის შესრულების დროს მომხმარებელს შეუძლია აირჩიოს: დებეტში–ნებისმიერი ანალიზური ანგარიში, ხოლო კრედიტში–სალაროს ანალიზური ანგარიშები. სალაროს გასავლის ორდერის ფორმა მემორიალური ორდერის იდენტურია: ფანჯარას აქვს შემდეგი სვეტები:
|
Copyright (c) 2016. All rights reserved.
|
რას ფიქრობთ ამ თემაზე? მოსაზრების გაგზავნა!
|