Apex ERP Documentation
შინაარსიIndexHome
თემები
თემები
სათაური 
აღწერა 
1001-სალაროს შემოსავლის ორდერი-წარმოადგენს ბუღალტრული გატარების ფორმას, რომელსაც მინიჭებული აქვს უნიკალური ნომერი (ID)-1001. გამოიყენება შიდასაბუღალტრო გატარებებისათვის (დოკუმენტი- 0006 სალაროს შემოსავლის ორდერი). აკეთებს ერთ ბუღალტრულ გატარებას. ფორმის ჩაბმა ოპერაციებზე ხდება შაბლონების შექმნის დროს. ოპერაციის დეტალებში (შაბლონებში) დებეტის სვეტში მიეთითება სალაროს საბალანსო ანგარიში (1110), ხოლო კრედიტის ანგარიშების მითითება არ ხდება, ამიტომ სალაროს შემოსავლის ორდერით ბუღალტრული ოპერაციის შესრულების დროს მომხმარებელს შეუძლია აირჩიოს: დებეტში–სალაროს ანალიზური ანგარიშები, ხოლო კრედიტში–ნებისმიერი ანალიზური ანგარიში.

სალაროს შემოსავლის ორდერის ფორმა მემორიალური ორდერის იდენტურია:

ფანჯარას აქვს შემდეგი სვეტები:
  • თარიღი-თარიღის სვეტში ავტომატურად ზის კომპიუტერის მიმდინარე თარიღი, თუმცა შესაძლებელია თარიღის შეცვლა;
  • ოპერაცია (Combo box)-ოპერაციის კოდი ავტომატურად... დაწვრილებით 
1002-სალაროს გასავლის ორდერი-წარმოადგენს ბუღალტრული გატარების ფორმას, რომელსაც მინიჭებული აქვს უნიკალური ნომერი (ID)-1002. გამოიყენება შიდასაბუღალტრო გატარებებისათვის (დოკუმენტი- 0005 სალაროს გასავლის ორდერი). აკეთებს ერთ ბუღალტრულ გატარებას. ფორმის ჩაბმა ოპერაციებზე ხდება შაბლონების შექმნის დროს. ოპერაციის დეტალებში (შაბლონებში) დებეტის სვეტში ანგარიშების მითითება არ ხდება, ხოლო კრედიტის სვეტში მიეთითება სალაროს საბალანსო ანგარიში (1110), ამიტომ სალაროს გასავლის ორდერით ბუღალტრული ოპერაციის შესრულების დროს მომხმარებელს შეუძლია აირჩიოს: დებეტში–ნებისმიერი ანალიზური ანგარიში, ხოლო კრედიტში–სალაროს ანალიზური ანგარიშები.

სალაროს გასავლის ორდერის ფორმა მემორიალური ორდერის იდენტურია:

ფანჯარას აქვს შემდეგი სვეტები:
Copyright (c) 2016. All rights reserved.